კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ომი ინტერნეტში

 

ჰაკერების შესაძლებლობები და ნიჭიერება სცილდება ყოველგვარ საზღვრებს – მათ ამერიკის თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაშიც კი შეაღწიეს. მოპარულია ათასობით საიდუმლო დოკუმენტი. პენტაგონი განგაშს ტეხს და იმუქრება, რომ ვირტუალურ შპიონაჟს ნამდვილ რაკეტებს დაუპირისპირებს.

ამა წლის მარტში ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ჰაკერული თავდასხმა მოხდა. საუბარია სწორედ პენტაგონის საიტებიდან 24 ათასი ფაილის გატანაზე. ძარცვა ვირტუალური იყო, მაგრამ, ეს მის სერიოზულობას არ ამცირებს. პენტაგონის საიტებზე თავდასხმა საკმაოდ ხშირია. ცოტა ხნის წინ გატეხეს სამხედრო მოსამსახურეთა პირადი ბაზა და 90 000 ამერიკელი სამხედროს პირადი მონაცემები საჯარო გახდა. 28 მაისს იყო მცდელობა, გაეტეხათ ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის „ლოკედ მარტინის” საიტი, რომელიც პენტაგონისთვის აეროკოსმოსურ ტექნიკას აწარმოებს. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ, კომპიუტერული სისტემების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭიროა დიდი თანხის გამოყოფა. ოცდამეერთე საუკუნეში ბიტები და ბაიტები ტყვიებზე და ბომბებზე საშიშია. საკმარისია კომპიუტერის კლავიშებზე ერთი თითის დაჭერა, რომ ძალიან სერიოზულ შედეგებამდე მივიდეთ, ანუ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი ჰაკერების სინდისზე აღმოჩნდეს.

 

скачать dle 11.3