კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სკანდალი ჰერცოგინია ალბას შიშველი ფოტოს გამო

 

 

უძველესი თავადური სახლის წარმომადგენელი და ყველაზე მდიდარი ქალი ესპანეთში, 85 წლის ჰერცოგინია ალბა, რომელიც უკვე გათხოვდა 25 წლით მასზე უმცროს უბრალო ჩინოვნიკზე, მოულოდნელად სკანდალში გაეხვია: ჰერცოგინიას „ტოპლესის“ ფოტომ, რომელიც გადაღებულია კუნძულ იბიცაზე 30 წლის წინათ, ესპანური ჟურნალის „ინთერვალის“ ყდა დაამშვენა. ფოტოზე ჰერცოგინია კლდეებს შორის ზის, ამასთან, ის საცურაო კოსტიუმის მხოლოდ ქვედა ნაწილშია გამოწყობილი. აქსესუარებიდან კი მზის სათვალეები უკეთია და თავზე „პანამა“ ახურავს. როგორც ჩანს, ფოტოგრაფმა ჰერცოგინია, სწორედ იმ მომენტში გადაიღო, როდესაც ის სხეულს დამწვრობის საწინააღმდეგო კრემით იზელდა. ფოტოზე გამოსახული ალბა 55 წლისაა და ამ ასაკისთვის შესანიშნავად გამოიყურება.

უცნობია, რა რეაქცია ჰქონდა ამ სკანდალურ პუბლიკაციაზე ჰერცოგინიას რჩეულს, სამაგიეროდ, ალბას ადვოკატმა განაცხადა, რომ გამოიყენებს შესაძლებლობას, სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ფოტოს პუბლიკაციასთან დაკავშირებით, რომელსაც იგი განიხილავს, როგორც უკანონო შეჭრას თავისი კლიენტის პირად ცხოვრებაში.

 

скачать dle 11.3