უზარმაზარი ოზონის ხვრელი არქტიკიდან სამხრეთით გადაადგილდება
უზარმაზარი ოზონის ხვრელი, რომელიც არქტიკის თავზე პირველად წარმოიშვა, თებერვალ-მარტში დაფიქსირდა, თუმცა ის თანდათანობით ჩრდილო კანადის, ჩრდილოეთ ევროპის, ცენტრალური რუსეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიისკენ გადაადგილდება.
მისი წარმოშობა, ალბათ, დაკავშირებულია გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან და საწარმოებიდან გამონაფრქვევებთან, რომელიც შთანთქავს ქლორს. ატმოსფეროს ზედა ფენებში, დედამიწიდან 20-30 კილომეტრ სიმაღლეზე, არქტიკის თავზე, ოზონის ფენის რღვევის მასშტაბების შესასწავლად, მისი დაწყებიდან მიმდინარეობს რეგულარული დაკვირვება, ასევე, ხდება მისი ზომების შედარება ანტარქტიდის თავზე არსებულ ოზონის ხვრელთან.
ატმოსფეროს ზედა ფენებში ოზონის შემცველობის მონაცემთა შესაკრებად მკვლევრებმა გამოიყენეს ამერიკული და ევროპული მეტეოთანამგზავრებიდან და, ასევე, მეტეოზონდებიდან აღებული მონაცემები, რომლებიც კანადის პოლარული ბაზებიდან გაუშვეს. მათ ხაზი გაუსვეს არქტიკაში ოზონის ხვრელის მასშტაბების ზრდის შესწავლისა და მისგან წარმოშობილი საფრთხის შეფასების მიზნით ინფორმაციის შეკრების გაგრძელების აუცილებლობას, რადგან, როგორც ცნობილი გახდა, არქტიკის ხვრელი, რომლის გავლითაც მზის ულტრაიისფერი გამოსხივება დედამიწაზე იჭრება, დღეისთვის დაახლოებით 2 მილიონი კვადრატული კილომეტრის ტოლია.