კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წიგნების გამო სტალინს ცოლთან ოჯახური კონფლიქტი ჰქონდა

 

უზარმაზარ იმპერიაში ერთ-ერთი თუ არა, ერთადერთი ინტერესიანი და ერთგული ხელმომწერი სოსო ჯუღაშვილი იყო – მას უამრავი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალი ჰქონდა გამოწერილი. იმავდროულად, ისევ ითვლებოდა ჟურნალ „განათლების“ მუდმივ თანამშრომლად. ლიტერატურულ განყოფილებას ამ ჟურნალში მაქსიმ გორკი განაგებდა. სხვათა შორის, სწორედ მის სახლში, ნიკიტსკის ქუჩაზე,  იკრიბებოდნენ მწერლები და აქტუალურ საკითხებზე მსჯელობდნენ, თუნდაც ისეთზე, როგორიც მიხეილ შოლოხოვის „წყნარი დონის“ მესამე ტომის გამოქვეყნება, ან ანდრეი პლატონოვისა და მიხეილ ბულგაკოვის ნაწარმოებების პუბლიკაციის აკრძალვა იყო. მართალია, ზოგი მწერლის მიმართ სტალინი მწყრალად იყო განწყობილი, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვებს ყურადღებას არ აკლებდა, მეტიც, განსაკუთრებულ  ზრუნვას იჩენდა მათდამი. ასეთები იყვნენ ალექსანდრე ტოლსტოი, რომლის „პეტრე პირველი“ აშკარად სტალინის შეკვეთით დაიწერა; შოლოხოვი, რომელიც პირადად ბელადის განკარგულებით გადაურჩა რეპრესიებს. სტალინი უფრო შორს წავიდა და ისტორიკოსი, ევგენი ტარლე გადასახლებიდან გაათავისუფლა. მისი „ნაპოლეონი“ კი სტალინმა დიდი ყურადღებით წაიკითხა და ტენდენციური კრიტიკისგან იხსნა. 1936 წლის დეკემბერში ცენტრალური კომიტეტის ბეჭდვითი და საგამომცემლო განყოფილების უფროსმა, ტალმა, შეკითხვით მიმართა, თუ რომელი ემიგრანტული გამოცემები გამოეწერა მისთვის უცხოეთიდან. ყველა! – უბრძანა სტალინმა, შემდეგ ცალკე დაიბარა და სია გადასცა: 1. „უკანასკნელი ცნობები“, 2. „აღმშენებლობა“, 3. „სოციალური მაცნე“, 4. „რუსეთის დროშა“, 5. „ახალი რუსული სიტყვა“, 6. „თანამედროვე ჩანაწერები“, 7. „ილუსტრირებული რუსეთი“, 8. „რუსული აზრი“. ამ ჩამონათვალის გარდა ბელადს სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი ლიტერატურაც ჰქონდა გამოწერილი, რასაც ცალკე კარადაში, მისი პოლიტიკური ოპონენტების ნაშრომებთან ერთად ინახავდა. აინტერესებდა ყველაფერი, რასაც მასზე უცხოეთში წერდნენ. გარდა ამისა, ყველა წიგნზე, ჟურნალსა თუ გაზეთზე წარწერებს აკეთებდა, სადაც საკუთარ პოზიციას აფიქსირებდა – ჩაკეცილი გვერდები, ფანქრით მოხაზული აბზაცები, კითხვის და ძახილის ნიშნები. ანუ, მაქსიმ გორკის რომ დავესესხოთ, „ყველგან სტალინის კვალი იყო. ის წიგნებს არა მხოლოდ კითხულობდა, „ჭამდა“ კიდეც“. თანაშემწეებს ნაბრძანები ჰქონდათ, პერიოდულ გამომცემლობათა ნებისმიერი სიახლე შეეტყობინებინათ, რასაც ბელადი შესვენების დროს ეცნობოდა. მწერალი ან გამომცემელი ბევრჯერ დაუბარებია და შენიშვნებიც მიუცია. მაგალითისთვის, სტალინის მიერ კორნეიჩუკისადმი გაგზავნილი წერილიც საკმარისია: „ღრმად პატივცემულო ალექსანდრე ევდოკიმის ძევ! წავიკითხე თქვენი „უკრაინის სტეპებში“. ბრწყინვალეა – მხატვრულად მიზნობრივი, მხიარული, სასიამოვნოდ საკითხავი, მაგრამ მიჩნდება შეკითხვა, ზედმეტად მხიარული ხომ არ არის? ამან შეიძლება, მკითხველის ყურადღება მოადუნოს და შინაარსს ვერ ჩასწვდეს. სხვათა შორის 68-ე გვერდზე რამდენიმე სიტყვა ჩავამატე. ვფიქრობ, ასე აჯობებს“, – ი. სტალინი. აი, რა ჩაამატა ბელადმა: 1. „ამიერიდან გადასახადს არა საქონლის რაოდენობიდან გადავიხდით, არამედ საკოლმეურნეო მიწის ჰექტრების რაოდენობის მიხედვით“. 2) „...რამდენიც გინდა, იმდენი საქონელი იყოლიე, გადასახადი იგივე დარჩება“. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ შესვენებების დროსაც კი, სტალინი სარგებლობდა  შემთხვევით და მხატვრულ ნაწარმოებებს ცენტრალური კომიტეტის მითითებების, ანუ პოლიტიკის პროპაგანდისთვის იყენებდა.

სტალინის ბიბლიოთეკა მისი სიკვდილის დროისთვის ასტრონომიულად გაიზარდა, ის 20 000-ზე მეტ წიგნს ითვლიდა. აბსოლუტურად ყველა მათგანს ჰქონდა შტამპი „ბèხëèîòåêჭ თ. ბ. ჟòჭëèíჭ“. წიგნების ორმოცდაათი პროცენტი ისტორიული ლიტერატურა იყო. სამწუხაროდ, დღეს ენთუზიასტების მიერ გადარჩენილი ასეულობით წიგნის გარდა, მუზეუმებში არაფერია. წიგნები ან დაკარგულია და უგუნური მიზნებისთვისაა გამოყენებული, ან  გაბნეული. ეს შეგნებულად გაკეთდა, რადგან მაშინდელ ხელმძღვანელობას დიდი სურვილი ჰქონდა, მომავალი თაობებისთვის ეთქვა, რომ სტალინი დაბალი ინტელექტის მქონე, გაუნათლებელი ადამიანი იყო. სინამდვილეში კი, იოსებ სტალინი ყოველდღე, მინიმუმ 500 ფურცელს კითხულობდა. მრავალ ნიჭთა შორის მას წიგნის კითხვის ჰობიც ჰქონდა, რაც ახალგაზრდა ქალბატონებს, რომელთაც სიცოცხლით ტკბობა და გართობა სურდათ, აშკარად არ მოსწონდათ. ოქტომბრის რევოლუციამდე სოსო ჯუღაშვილი უსახლკარო გახლდათ, რომელსაც სხვათა ჭერქვეშ უწევდა ცხოვრება. უარს არავინ ეუბნებოდა, ზოგი მასპინძელი მას სტუმრობის შემდეგ, სახელმწიფო დაწესებულებებითაც კი (ციხე, გადასახლება...) „უზრუნველყოფდა“. მხოლოდ და მხოლოდ მონარქიის დამხობისა და სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ეღირსათ სტალინსა და მის ახალგაზრდა მეუღლეს ბინა სამსართულიან სახლში, სადაც მეფის დროს რომელიღაც კომერციული კანტორა ფუნქციონირებდა. ესეც ლენინის პირადი პროტექციით მოხდა. ამ მომენტიდან „მოხეტიალე“ რევოლუციონერმა კერა შეიძინა და მისი საკუთარი გემოვნებით მოწყობა დაიწყო. არქივში დაცულია ნადეჟდა ალილუევას მეგობრის, ოლგა სმირნოვას წერილი, სადაც გულისტკივილით აღნიშნავს, რომ „არანაირი კომფორტი და ადამიანური, ქალური პირობები ნადიას არ ჰქონდა“. თუმცა, აღიარებს, რომ სახლში ყველაფერი აკურატულად, სუფთად და ესთეტიკურად იყო მოწყობილი. 

    ცნობილი მკვლევარი და სტალინმცოდნე ევგენი გრომოვი წერს: „პიროვნების კულტთან ბრძოლის დროს, ხრუშჩოვის მითითებით, ბიბლიოთეკა, რომელიც ათასობით ტომს ითვლიდა, ფაქტობრივად, განადგურდა. მხოლოდ ენთუზიასტებმა, დიდი რისკის ფასად, შეძლეს რამდენიმე ასეული წიგნის გადარჩენა. თითქმის ყველა წიგნზე ბელადის წარწერები და მონახაზებია დაფიქსირებული“. ეს საქმე ვინმე იური შარაპოვს დაევალა, რომელიც იხსენებს, რომ 1957 წელს, სტალინის სახლის დათვალიერების დროს, თვალში ეცა უზარმაზარი შვედური კარადა მოძრავი თაროებით. ბელადის ბიბლიოთეკა ნებისმიერ პრესტიჟულ მუზეუმს დაამშვენებდა, თუმცა პარტიულ მუშაკს მაკომპრომეტირებელი ინფორმაციების მოპოვება ჰქონდა დავალებული. მანაც, ტრადიციული, რუსული, სალდაფონური მეთოდებით, დალუქული კუნცევოს აგარაკი დაარბია. მისთვის სამწუხაროდ, იქაც წიგნების გარდა ვერაფერი იპოვა. ერთადერთი, რაც გაუკვირდა, აგარაკის ნახევრად მიწური, თითქმის სარდაფი იყო, რომელიც რაღაცით ცნობილ ავლაბრის არალეგალურ სტამბას ჰგავდა. ჩინოვნიკმა ბელადის მაკომპრომეტირებელი იქაც ვერაფერი ნახა, ვერაფერი – წიგნების გარდა. ამ ამბავს ვერც დაუძინებელი მტერი ვოლკოგონოვი უარყოფს: „იმის მიუხედავად, რომ სტალინი სხვადასხვა გარემოებების გამო, მეტად დატვირთული იყო, ინტელექტუალური დონის ამაღლებაზე დღენიადაგ ზრუნავდა. ბიბლიოთეკა მას სჭირდებოდა, როგორც ყოველდღიური, მიმდინარე სამუშაოსთვის, ცნობებისთვის, ინფორმაციისთვის, ისე დასვენების დროსაც. მეტიც, ბელადი წიგნის კითხვის დროს ისვენებდა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართულ და რუსულ კლასიკას. 1925 წლის მაისში სტალინმა თავის თანაშემწეს, ივან პავლეს ძე ტოვსტუხას, დაავალა პირადი ბიბლიოთეკის შევსება. მაგიდას მიუჯდა და 10-15 წუთში უბრალო ფანქრით ჩვეულებრივ ფურცელზე მიაწერა: „ჩანაწერი ბიბლიოთეკარისთვის. ჩემი რჩევა (და თხოვნა): 1. მოახდინეთ არა ავტორების, არამედ თემების მიხედვით წიგნების კლასიფიკაცია: ა) ფილოსოფია, ბ) ფსიქოლოგია, გ) სოციოლოგია, დ) პოლიტეკონომია, ე) ფინანსები, ვ) მრეწველობა, ზ) სოფლის მეურნეობა, თ) კოოპერაცია, ი) რუსეთის ისტორია, კ) სხვა ქვეყნების ისტორია, ლ) დიპლომატია, მ) სამხედრო საკითხი, ნ) ეროვნული საკითხი, ო) პარტიის ისტორია (ყრილობები, კონფერენციები), პ) რევოლუციები, ჟ) ბელეტრისტიკა, რ) მხატვრული კრიტიკა, ს) პოლიტიკური ჟურნალები, ტ) სამეცნიერო ჟურნალები, უ) მემუარები; 2. ამ კლასიფიკაციიდან ცალკე გამოყავით შემდეგი ავტორები: ა) ლენინი, ბ) მარქსი, გ) ენგელსი, დ) კაუტსკი, ე) პლეხანოვი, ვ) ტროცკი, ზ) ბუხარინი, თ) ზინოვიევი, ი) კამენევი, კ) ლაფარგი, ლ) ლუქსემბურგი, მ) რადეკი; 3. დანარჩენი ლიტერატურა ავტორების მიხედვით დაალაგეთ (გვერდზე გადადეთ სხვადასხვა სახელმძღვანელო, წვრილმანი ჟურნალები, ანტირელიგიური მაკულატურა და ასე შემდეგ). 29 მაისი. 1925 წ. ი.სტალინი“. შემონახულია კიროვის მეუღლის მოგონებებიც, სადაც ის იხსენებს, რომ ერთხელ ქმარს ბიბლიოთეკარის მოყვანა შესთავაზა, რათა წიგნების სისტემატიზაცია მოეხდინა. სერგეი მირონის ძეს უპასუხია: „ერთხელ სტალინის ცოლმაც მოიწვია ბიბლიოთეკარი, რომელმაც წიგნები ბიბლიოთეკური ტექნიკის ყველა წესების დაცვით დაალაგა. ამის შემდეგ სტალინი კატალოგის გარეშე ვერც ერთ წიგნს ვერ პოულობდა და იძულებული გახდა, ყველაფერი ხელახლა დაელაგებინა.“ ამის გამო, ნადეჟდასთან სერიოზული ოჯახური კონფლიქტიც ჰქონდა, რის შემდეგაც კატეგორიულად აუკრძალა მის  პირად ბიბლიოთეკასთან მისვლა.

 

 

скачать dle 11.3