კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაიარა თუ არა გიორგი გასვიანმა „ბეწვის ხიდზე“ და იპოვა თუ არა ნამდვილი სიყვარული

ახალგაზრდა მსახიობმა, გიორგი გასვიანმა თავისი ნიჭისა და უნარის წყალობით, უკვე მოასწრო მაყურებლის მოხიბვლა. მის მიერ შესრულებულმა როლმა, სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. თუმცა, თვითონ მიაჩნია, რომ კარგი მსახიობი ისაა, ვისაც ყველა სიუჟეტის პროფესიულ დონეზე გადმოცემა შეუძლია. ის მზადაა, კვლავ ითამაშოს ინტიმურ სცენებშიც კი, თუ ასეთი შემოთავაზება ექნება. დარწმუნებული ვარ, მისი შრომის მარგი ქმედების კოეფიციენტი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან სულ ახლახან ისეთი გოგონა გაიცნო, ეჭვგარეშეა, ყურებამდეა შეყვარებული, ეს გიორგის ნაამბობიდან კარგად ჩანს და ახლა  ინტერვიუში შემოგთავაზებთ.

 

– გიორგი, მსახიობობა შენი პროფესიაა, საინტერესოა, კარიერის დასაწყისში რატომ გადაწყვიტე „ბეწვის ხიდზე“ გაგევლო, ანუ გეის როლი გეთამაშა?

– გარკვეული რისკი, რა თქმა უნდა, იყო. მე მქონდა სხვა ასეთივე შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი. ტელესერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ სხვა სიტუაციაა. ეს პროექტი ძალიან მოსწონს მაყურებელს, თანაც კომედიისა და დრამის ნაზავია, რაც მნიშვნელოვანწილად, რაღაც განსაკუთრებულ სკანდალს გამორიცხავს. ყველაფერი წინასწარ ავწონ-დავწონე, ისიც ვიცოდი, რომ ვიღაცას გარკვეული კითხვაც გაუჩნდებოდა, მაგრამ ჩვენი მაყურებელი საკმაოდ გათვითცნობიერებულია და კარგად ესმის, როცა მსახიობი ხარ, სხვადასხვა როლის შესრულება მოგიწევს. ამიტომ, აბსოლუტური უმრავლესობა გაგებით ხვდება. ალბათ, ამ როლზე დათანხმება იმიტომაც გამიადვილდა, რომ ბევრ ცნობილ  ქართველ მსახიობს მანამდეც ბევრჯერ უთამაშია ანალოგიური როლი და არანაირი სკანდალი არ მოჰყოლია.

– მაინც საინტერესოა. შენ ხომ „მაჩოს“ იარლიყს, დიდი ხანია, ატარებ და უცბად...

– (იცინის) თურმე, ახალი სახელიც მქონია. არა, მთლად ეგრეც არ არის. ხომ იცი, ბევრი რამ გაზვიადებულია ხოლმე. რამდენჯერმე სხვადასხვა „ტუსოვკაზე“, ვიღაცასთან ერთად დაგინახავენ და ჭორებიც მყისვე გორდება.

– შენ თუ გსმენია რამე ჭორი?

– ძალიან უმნიშვნელო. სხვათა შორის, ისეთი რამ არც ჩამიდენია, ფართო განხილვისა და ჭორაობის საბაბი გამხდარიყო. მე მეგონა, ამ როლის შემდეგ უფრო გავხდებოდი ჭორიკნების ობიექტი. სიმართლე გითხრა, ოჯახისგან და ახლობლებისგან უფრო მეტი შენიშვნა მივიღე. ზოგისთვის მსუქნად გამოვიყურებოდი, ზოგიც გარკვეულ მითითებებს მაძლევდა.

– ქუჩაში რიგითი მაყურებლისგან რას გრძნობ, როგორი დამოკიდებულება აქვთ შენ მიმართ?

– ძალიან თბილ დამოკიდებულებას ვგრძნობ, ალბათ, იმიტომ, რომ თვითონ ეს სერიალია ძალიან პოპულარული. მეორე და მთავარი: რიგითი მაყურებელი ყველაზე კარგი შემფასებელია. საზოგადოების ეს ნაწილი მაღალი გემოვნებითა და მიუკერძოებლობით გამოირჩევა. შენი შინაური ყოველთვის ტენდენციურია. ასე რომ, ჩემთვის ყველაზე სასიხარულოა, როცა მათგან სითბოსა და დადებით ეპითეტებს ვისმენ. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ მათ.

– პედრო ალმადოვარიმ რომ შემოგთავაზოს გეის როლი, თამამი ინტიმური სცენებით, დათანხმდები?

– გულახდილად გეტყვი, თუკი ანტონიო ბანდერასმა ითამაშა ალმადოვარის ფილმში გეის როლი და კიდევ რამდენმა მსახიობმა, რატომ მე არ უნდა ვითამაშო? ეს ხომ მსახიობის მოვალეობაა. ამით რა, ჩემი ორიენტაცია შეიცვლება? შეიძლება, ვინმემ ინტერვიუში გითხრას, არა, რას ამბობთო. მაგრამ, არც დაფიქრდება, ისე დათანხმდება ასეთი როლის თამაშზე. რაც შეეხება პედროს – ან შემომთავაზებს, ან არა.

– მეგობრები გახასიათებენ, როგორც ძალიან ერთგულს, რომელსაც უანგარო სიყვარული შეუძლია. მართლა ასეთი ხარ თუ გადაჭარბებულია?

– ძალიან კარგია, ასე რომ ფიქრობენ. სხვათა შორის, ერთგულება მართლა შემიძლია. ცოტა მწარე ენაც მაქვს, იმ გაგებით, რომ სიმართლის პირში მთქმელი ვარ, ზურგს უკან ხმას ვერავინ ამომაღებინებს. მინდა, ყველა იყოს კარგად, არ შემიძლია, ვინმეს გამიზნული ზიანი მივაყენო.

– სიყვარულზე გვითხარი, თორემ არასრულყოფილი პასუხი გამოგივა. თანაც, შემდეგ კითხვებში სიურპრიზი გელის.

– ო! სიურპრიზი? კარგი, მაშინ ჩქარა გეტყვი, ძალიან დამაინტერესა. თანაც შემიძლია, გულწრფელად გიპასუხო, ძალიან ცოდოა ადამიანი, ვისაც სიყვარული არ  შეუძლია. ეს გრძნობა თუ არ გააჩნია ადამიანს, მას, ალბათ, არც უცხოვრია ამქვეყნად. აქ არ ვგულისხმობ მარტო საპირისპირო სქესს. აბა, მითხარი, რა სიურპრიზია?

– დამალვა არ გამოგივა, შენ შეყვარებული გყავს და ეს უნდა აღიარო აქ, ამ ინტერვიუში.

– (იცინის) ჟურნალისტები ხომ ჩვენზე ადრე იგებთ ყველაფერს. ურთიერთობა მაქვს და ძალიან კარგი გოგოა. სულ ახლახან დავუახლოვდით ერთმანეთს. თუ გადავა ეს სერიოზულ სიყვარულში, ესე იგი, მართლა გადავა. მე ძალიან გიჟური სიყვარული ვიცი. ჯერჯერობით კი ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის, სერიოზულ სიყვარულს, ალბათ, გარკვეული დროც სჭირდება. არ მიყვარს ზედაპირულად და ზერელედ რამის კეთება. მით უმეტეს, როცა საქმე ასეთ გრძნობას ეხება.

– გვითხარი, მის შესახებ რამე.

– ვინ არის, ჯერ ვერ გეტყვით. როცა ოფიციალურ სახეს მივცემთ, პირველი თქვენ გაიგებთ. მაგრამ, უნდა ვთქვა, აზროვნებით თავისუფალი ადამიანია. არ არსებობს, რამეზე ნერვები მოგიშალოს. იმდენად ჰარმონიულია, მასთან არაფერი გაღელვებს. ისე კარგად ვგრძნობ თავს, თითქოს ირგვლივ თავისუფალ სამყაროს მიქმნის. რაც მთავარია, ფასეულობები გააჩნია.

– ლამაზია? როგორც თქვი, ხასიათები მოგწონს.

– კი, ლამაზია. ჩემთვის პირველი მაინც გარეგნობაა, შემდეგ სხვა დანარჩენი. თუმცა, მარტო სილამაზეც არაფერს ნიშნავს, თუ შინაგანადაც ლამაზი არ იქნა. ზუსტად იმიტომაც მომწონს, რომ გარეგნობასთან ერთად, კარგი გემოვნებაც აქვს და აბსოლუტურად რეალისტურია. ანუ, ის არის მაგარი „ტიპი“. კიდევ რა გაინტერესებს?

– რა პროფესიისაა და თუ არის ცნობადი სახე?

– არც ხელოვანია და არც ცნობადი. სპეციალობით ეკონომისტია. უყვარს თავისი საქმე და ჩემსასაც გაგებით ხვდება. ამასთან პრობლემა არ გვაქვს. გარკვეული პერიოდი უცხოეთში ცხოვრობდა. საკმაო გამოცდილება შეიძინა და მალე შესაფერის სამსახურსაც მონახავს. ღამის კლუბებში სიარული არ უყვარს, ისევე, როგორც მე. იშვიათად თუ გამოვჩნდები ასეთ ადგილებში. თან, არ მიყვარს ერთი და იგივეს აჩემება. კინოში ან თეატრში თუ წავალ. იშვიათად „ტუსოვკებზეც“ გამოვჩნდები ხოლმე, მაგრამ ძირითადად, მეგობრებთან ერთად გართობა მირჩევნია.

– როგორ გაიცანი ასეთი კარგი გოგო, დიდი „ჩალიჩი“ დაგჭირდა?

– მეგობარმა მითხრა, წამომყევი, ახლობელთან მივდივარო. წავყევი და შევედი თუ არა სახლში, მივხვდი, კარგ ადამიანებთან აღმოვჩნდი. საუცხოო გარემო იყო შექმნილი. ამ გოგომ კი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცა. აი, ასე მოხდა ჩვენი გაცნობა. შემდეგ ცოტა კი „ვიჩალიჩე“, მაგრამ ისე ადვილად გავუგეთ ერთმანეთს, რაღაც განსაკუთრებული „ხრიკის“ გამოყენება აღარ დამჭირვებია.

– შენი საუბრიდან გამომდინარე, ის, ალბათ, ისეთია, როგორიც წარმოგედგინა შენი შეყვარებული.

– ალბათ. საერთოდ, ქალი უნდა იყოს თვითონ კრიტერიუმი. ის, რაც მოგხიბლავს და შენს გემოვნებას დააკმაყოფილებს ყველა კომპონენტი უნდა გააჩნდეს. არაა აუცილებელი, იყოს ამდენი და ამდენი მეტრი, ან ასეთი და ასეთი თვალების ფერი ჰქონდეს. გააჩნია, ვის როგორი მოსწონს. მე, მაგალითად, მომწონს ქერა ქალები.

– შენი რჩეულიც ქერა ხომ არ არის?

– (იცინის) მე ზოგადად ვთქვი. ამ დროს შავგვრემანიც შეიძლება მოგეწონოს, რომელიც ეშხიანი და შინაგანი ბუნებით მდიდარია. აი, რაც შეეხება ჩემს რჩეულს, მგონია, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

– რადგან სულ ახლახან გაიცანით ერთმანეთი, ალბათ, ცხელ ზაფხულს მარტო დაისვენებდი?

– ეგრე გამოვიდა. ჯერ ხუთი დღით ბათუმში ვიყავი, თან ქასთინგიც იყო, რომელიღაც  ფილმისთვის. იმ დღეებში დავდიოდით მეგობრები ზღვაზე. კარგად გავერთეთ. იქიდან რომ ჩამოვედით, მქონდა გარკვეული დისკომფორტი, რომ ბოლომდე ვერ მოვახერხე დასვენება. სვანეთში დამპატიჟეს, მაგრამ არ წავსულვარ. შემდეგ ნუნისში წავედი მეგობრებთან. ენით აუწერელი სილამაზეა, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი საოცარი ადგილი არსებობდა. დავლაშქრეთ იქაურობა, ტყეშიც გავათიეთ ღამე კარვებში. ისე კარგად გავერთე, ალბათ, ცხოვრებაში არ დამავიწყდება.

– რა გეგმები გაქვს უახლოეს მომავალში, რის შეთავაზებას აპირებთ ერთგული მაყურებლისთვის?

– ამჟამად ძალიან მინდა, წავიდე და მოვიარო რამდენიმე ქვეყანა: იტალია, საბერძნეთი. მინდა, დავათვალიერო ღირსშესანიშნავი ადგილები. რაც შეეხება შემოქმედებით გეგმებს, ახლა ვარ სოხუმის თეატრში და რადიო „აფხაზეთის ხმაში“. თეატრში, როგორც კი დაიწყება სპექტაკლების დადგმა, ალბათ, უფრო ინტენსიურად დავკავდები. ბევრ საინტერესო სპექტაკლს შევთავაზებთ მაყურებელს. პარალელურად, მონაწილეობას მივიღებ გადაღებებში და სხვადასხვა ქასთინგში. თუ მოვეწონები, ალბათ, ამიყვანენ და როლსაც შემომთავაზებენ. სეზონი ახლა იწყება და ვნახოთ. ბევრი კარგი ჩანაფიქრი მაქვს, მაგრამ მსახიობობა დამოკიდებული პროფესიაა და ველოდები შემოთავაზებებს.

 

 

скачать dle 11.3