კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მყავს ახალი ავტომანქანა 2.0 ძრავათი, გავლილი აქვს 7 400 კილომეტრი და ფაქტობრივად, წვავს ნორმაზე ბევრად მეტ საწვავს. იქნებ მითხრათ, რამე აქვს დაზიანებული, თუ რა ხდება? რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს?

პასუხი: თქვენს შემთხვევაში, რადგან ავტომობილი ახალი და უცხოურია, ქარხანა-დამამზადებლის მიერ მას აუცილებლად ექნება მინიჭებული შესაბამისი გარანტია. მაგრამ, საეჭვოა, თქვენი პრობლემა კვების სისტემისგან იყოს გამოწვეული. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ნუ შეეხებით ქარხნის მიერ დარეგულირებულ მარეგულირებელ მოწყობილობებს. ავტომობილს მინიშნებული აქვს, თუ რა საწვავზე მუშაობს და უნდა უზრუნველყოთ იმ ხარისხის საწვავით. დაბალი ხარისხის საწვავით სარგებლობის შემთხვევაში, წვის კამერაში საწვავის სრული აფეთქება  არ ხდება და იმ დაწოლის ძალას ვერ გამოყოფს, რომელმაც დგუში შესაბამის ბრუნვის მომენტამდე უნდა მოიყვანოს. ამიტომ, საწვავის მიმწოდებელი, ეგრეთ წოდებული „დროსელის” საშუალებით, მოუმატეთ საწვავის მიწოდებას, რომ სასურველ ბრუნვასა და სიჩქარეს მიაღწიოთ. წვის კამერაში კი იგივე მეორდება – რაც მეტი ძალით გვინდა, იბრუნოს ძრავამ, მით მეტ საწვავს ვაწვდით სისტემას. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ საწვავის დაბალი ხარისხის გამო, მისი გარეთ გამობოლვა ხდება ნახევრად დაუწვავი აირის სახით. ანუ, ის საწვავი, რომელიც არ დაიწვა და მხოლოდ მიმწოდებლის ფუნქცია შეითავსა, გარეთ გამოვა. კატალიზატორიან ავტომობილებში კი ეს, ხშირ შემთხვევაში, მის ძალიან ინტენსიურ გაბიდვნას გამოიწვევს და მაშინ, შესაძლებელია, ძრავა საერთოდ აღარ დაიქოქოს. ამიტომ, გირჩევთ, მაინცდამაინც ამ საკითხში ნუ მოგინდებათ ყველაზე დიდი ეკონომია. ჩაასხით ის საწვავი, რომელიც გათვალისწინებულია თქვენი ავტომობილის ძრავასთვის. ეს ის შემთხვევაა როცა, ეკონიმია უფრო მეტ ხარჯს იწვევს. 

კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი „ფორდ ესკეიპის ჯიპი“. იქნებ, დამიხასიათოთ, როგორი მანქანაა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. თუ შევიძენ, მინდა ბუნებრივ აირზე გადავიყვანო. შესაძლებელია თუ არა ეს ამ მოდელზე და როგორ იმუშავებს?

პასუხი: თქვენს შეკითხვაზე პასუხის გაცემას ბოლოდან დავიწყებ. „ფორდ ესკეიპი” ამერიკული „ჯიპია“, რაც ნიშნავს, რომ ის არაჩვეულებრივად მუშაობს ბუნებრივ აირზე და ეს, პრობლემებს ნამდვილად არ შეგიქმნით. კარგი ნომინალი აქვს, შესაბამისად, არც კი შეემჩნევა, რომ წვის სისტემა გადაკეთებული იქნება. რაც შეეხება თავად მანქანას, ის კროსოვერია და პირდაპირ ზედგამოჭრილია თბილისის ქუჩებისთვის. არც ძალიან დიდია და არც ბევრ საწვავს მოიხმარს. ადრე მისი პრობლემა ის გახლდათ, რომ მცირე რაოდენობით იყო შემოსული და ნაწილები ძნელად იშოვებოდა. ახალი ეს მოდელი საკმაოდ ბევრი დადის და აღარც ნაწილების შოვნაა პრობლემა. 

 

скачать dle 11.3