კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: მაინტერესებს, ძაღლზე თუ მოქმედებს უარყოფითად კონკრეტულად რომელიმე ფერი ან პარფიუმერიის არომატი? ხანდახან შემინიშნავს, რომ ჩემი ძაღლი ღიზიანდება ყვითელ ფერზე, ზოგჯერ კი სუნამოს სუნზე ცემინება ეწყება.

პასუხი: ფერმა არა, მაგრამ, პარფიუმერიის არომატმა შეიძლება, მოკლე ცხვირის გამო ძაღლს ალერგიული რეაქცია მისცეს. უცხოეთში, გარკვეული მოთხოვნების მიხედვით, ძაღლების სუნამოებსაც კი უშვებენ. სუნამო არ უნდა იყოს სპირტზე დამზადებული, ისე უნდა დამზადდეს, რომ ძაღლში არ გამოიწვიოს ალერგია, თვალების გაღიზიანება, ცემინება. ამ შემთხვევაში თავად მიხვდებით, მოსწონს თუ არა თქვენს ძაღლს იმ სუნამოს არომატი, რომელიც გასხიათ. თქვენ მართალი ხართ, თქვენი ძაღლი რომელიღაც სუნამოზე ცუდად იმიტომ რეაგირებს, რომ ეს სურნელი მასზე უარყოფითად მოქმედებს და ამიტომაც იწყებს ცემინებას. ამიტომ, თუ ასეთ რამეს შენიშნავთ, ან სუნამო შეცვალეთ, ან საერთოდ ნუ იპკურებთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, თქვენი ოთხფეხა მეგობარი, სანამ სუნი არ განელდება, ნაკლებად მოგეკაროთ. 

კითხვა: მაინტერესებს, შოუ-ძაღლისა და ოჯახის პეკინესის განსხვავება ლეკვობიდანვე შეიძლება? მინდა შოუ-ძაღლი შევიძინო და ამიტომ მაინტერესებს.

პასუხი: რა თქმა უნდა, მათი განსხვავება შეიძლება, თუმცა ჩემი რჩევაა, როცა მის ყიდვას დააპირებთ ან კლუბში შეიძინოთ, ან მისი ყიდვისას კომპეტენტური პირი გაიყოლოთ. ვინც ამრავლებს, იცის, რა ხაზის ძაღლს ამრავლებს – შოუ-ძაღლს თუ ჩვეულებრივს, ოჯახისას. ერთ ნაყარში ერთი ან ორი შოუ-ძაღლი თუ გამოდგა ხარისხით, დიდი მიღწევაა. შეიძლება, გამოფენაზე გაიყვანო და კარგი შეფასებაც მიიღოს, მაგრამ, ეტალონური რომ გახდეს და წარმატებას მიაღწიოს, ეს ერთეულების ხვედრია. 

კითხვა: მაინტერესებს, აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა ძაღლის კბილების თანწყობას? ჩემს ძაღლს, მაგალითად, ვატყობ, რომ რაღაც რიგზე ვერ აქვს ამ საკითხში. მართალია, გამოფენებზე არ გამყავს, მაგრამ მაინც მაინტერესებს. მისი ჯანმრთელობისთვის ხომ არ არის საზიანო?

პასუხი: თუ ძაღლი გამოფენისთვის არ გინდათ, მაშინ ამას დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. საერთოდ კი, რომ იცოდეთ, კბილები ძაღლების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია. დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ არის განლაგებული ერთმანეთთან წინა კბილები. არის თანკბილვა, ანუ მაკრატლისებური, როცა ზედა ყბის კბილები ქვედაზე გადმოდის; მეორე როგორია პირდაპირი, როცა კბილები ერთმანეთს პირი-პირზე ედება და, მესამე – პროგენია, ანუ, წინ გამოწეული ქვედა ყბა, როცა ქვედა ყბის კბილები უფრო წინ არის ვიდრე ზედა. კბილების ასეთი მახასიათებლები ძაღლის თავის ფორმაზეა დამოკიდებული. არიან უფრო განიერთავიანი და შედარებით წვრილთავიანი ძაღლები. წვრილთავიან ძაღლებს მჭრელი კბილები ხშირად ძალიან ვიწროდ უდგას ერთმანეთთან და მჭიდრო წყობა აქვთ. ფართოთავიან ძაღლებს კი ეშვებს შორის მანძილი დიდი აქვთ და ექვსი კბილის ნაცვლად უფრო მეტიც ეტევა. კბილების მომატებული რაოდენობა სასურველი არ არის, თუმცა, არის შემთხვევა, როცა ძაღლებს კბილები, პირიქით, აკლიათ. ძირითადად ეს პლემოლარებს ეხება, რაც გარკვეული დისბალანსის მანიშნებელია ძაღლის გენეტიკაში.

 

 

скачать dle 11.3