რა მოხდა ამ დღეს
17 ოქტომბერი
1855 – ჰენრი ბესემერმა დააპატენტა ფოლადის წარმოების ორიგინალური წესი.
1902 – დეტროიტში გამოვიდა „კადილაკის“ მარკის პირველი ავტომობილი.
1931 – ალ კაპონეს მიუსაჯეს თერთმეტწლიანი პატიმრობა გადასახადების გადაუხდელობის გამო.
1933 – გამოვიდა ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიკის“ პირველი ნომერი.
1945 – ხუან პერონი გახდა არგენტინის დიქტატორი.
18 ოქტომბერი
1867 – რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალურად გადასცა ალასკა.
1922 – დაარსდა ბრიტანული ტელე-რადიოკორპორაცია „ბი-ბი-სი“.
1941 – იაპონიაში დააპატიმრეს საბჭოთა მზვერავი რიჰარდ ზორგე.
19 ოქტომბერი
1860 – იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში, გაიხსნა შიდაწვის ძრავების პირველი ქარხანა.
1941 – ამ დღეს გერმანული ჯარები ყველაზე ახლოს იდგნენ მოსკოვთან (42 კილომეტრი).
1944 – მარლონ ბრანდოს სასცენო დებიუტი.
20 ოქტომბერი
1818 – ინგლისმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადგინეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის საზღვრები 49-ე პარალელზე.
1947 – ჰოლივუდში დაიწყო კომუნისტ მსახიობთა დევნა.
1953 – გამოვიდა რეი ბრედბერის ლეგენდარული რომანი – „451 გრადუსი ფარენჰეიტით“.
1968 – ჟაკლინ კენედისა და არისტოტელე ონასისის ქორწილი.
1970 – საბჭოთა კავშირში ჩატარდა „სპორტლოტოს“ პირველი გათამაშება.
21 ოქტომბერი
1805 – ტრაფალგარის ბრძოლაში ინგლისელთა ფლოტმა, ჰორაციო ნელსონის მეთაურობით, გაანადგურა ფრანგული ფლოტი. თვით ნელსონი ბრძოლაში დაიღუპა.
1879 – თომას ალვა ედისონმა პირველად გამოსცადა თავისი გამოგონებული ელექტრონათურა.
1923 – მიუნჰენში გაიხსნა პირველი პლანეტარიუმი.
1950 – ჩინეთმა მოახდინა ტიბეტის ოკუპაცია.
22 ოქტომბერი
1797 – ფრანგი ჟაკ გარნერენი მსოფლიოში პირველად გადმოხტა პარაშუტით (საჰაერო ბურთიდან).
1842 – სანკტ-პეტერბურგში გაიხსნა „გუსტავ ფაბერჟეს“ პირველი საიუველირო სალონი.
1883 – ნიუ-იორკში გაიხსნა „მეტროპოლიტენ ოპერა“.
1962 – ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კუბის ბლოკადით დაიწყო კარიბის კრიზისი.
23 ოქტომბერი
1917 – ბოლშევიკებმა მიიღეს 25 ოქტომბერს გადატრიალების მოწყობის გადაწყვეტილება.
1956 – უნგრეთში დაიწყო ანტისაბჭოთა გამოსვლები.