კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავის მოვლის რჩევები ზარმაცი ქალბატონებისთვის

 

პატივცემულო ქალბატონებო! სიტყვა „ზარმაცს“ შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ. ჩვენ ამ სიტყვაში მხოლოდ თავის მოვლის სიზარმაცე ვიგულისხმეთ. ჩაიხედეთ გულში, ხომ ხშირად დაგზარებიათ ვარჯიში, დიეტის დაცვა ან სახისა და სხეულის მოვლის პროცედურების ჩატარება?! მართალია, ამის გამო ხშირად წუხხართ, მაგრამ, მაინც ვერა და ვერ პოულობთ დროს ამ ყველაფრისთვის. არადა, თქვენც გინდათ, კარგად გამოიყურებოდეთ და ქუჩაში თვალი გაგაყოლონ. მაგრამ, ყველაფერს ეშველება, თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ და შეასრულებთ. თუმცა, წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ცოტა გარჯა მაინც მოგიწევთ.

დილით, გაღვიძებიდან ხუთი წუთის შემდეგ, ლოგინშივე წაივარჯიშეთ. ვარჯიშის სახეობები თავად შეგიძლიათ, მოიფიქროთ. ამას სულ რაღაც 5 წუთი დასჭირდება.

ვარჯიშის შემდეგ მიიღეთ შხაპი, მოწესრიგდით და მიუჯექით საუზმეს. ფინჯანი ყავა შეგიძლიათ, დამჯდარმა დალიოთ, მაგრამ, თუ რაიმეს მიყოლებასაც აპირებთ, ნება იბოძეთ, ადექით და ასე, ფეხზე მდგომმა მიირთვით.

თუ სამსახური ახლოს გაქვთ, ფეხით წადით (თუნდაც გადასარევი მანქანის მფლობელი იყოთ) და იქიდანაც ფეხით დაბრუნდით. თუ შორს მუშაობთ და საჭესაც ვერ ელევით, აუცილებლად გამოყავით შესვენებიდან 15 წუთი და ფეხით გაიარ-გამოიარეთ. სიარულის დროს ისუნთქეთ ღრმად და, შეეცადეთ, მხოლოდ კარგზე იფიქროთ.

როგორი დაღლილიც არ უნდა იყოთ, სახლში იქნებით თუ სამსახურში, სადილიც ფეხზე ამდგარმა უნდა მიირთვათ (წვნიანის გამოკლებით), ოღონდ, ნელ-ნელა. ასე ნაკლებსაც შეჭამთ და, რაც მთავარია, მიღებულ საკვებს კუჭ-ნაწლავი სწრაფად და ადვილად გადაამუშავებს.

მუშაობის დროს, ყოველ ორ საათში გააკეთეთ 5-წუთიანი შესვენება: სკამზე (ან-სავარძელში) მოხერხებულად მოთავსდით, ფეხები გაშალეთ, თვალები დახუჭეთ და თქვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წუთები გაიხსენეთ.

სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს, ალბათ, ერთი სული გაქვთ, როდის წამოწვებით ტელევიზორთან, მაგრამ ათასი საქმე გხვდებათ გასაკეთებელი და, ყველაფერი რომ მოასწროთ, ვახშამს დიდი ლუკმებით და ნახევრად დაუღეჭავად მიირთმევთ, ხომ ასეა?! სწორედ ეს არის გასუქების „წყარო“. მოიკრიბეთ ძალისხმევა და ამჯერადაც დაიცავით მთავარი წესი: ივახშმეთ ფეხზე მდგარმა, ნელა და პატარა ლუკმებით. მხოლოდ ამის შემდეგ გეძლევათ უფლება, დაჯდეთ, ცოტა დაისვენოთ და მერე საქმესაც მიხედოთ.

საღამოს, შხაპის ნაცვლად, უმჯობესია,  15-წუთიანი აბაზანა მიიღოთ. კარგი იქნება, თუ წყალში ჩაყრით ზღვის მარილს ან რაიმე მცენარის (პიტნის, გვირილის ან ნაძვის წიწვების) ნაყენს შეურევთ.

დაძინების წინ კი, თუ ელემენტარული ვარჯიშის შესრულების თავი აღარ გაქვთ, რამდენჯერმე კარგად გაიზმორეთ, ისე, რომ ყველა კუნთი მოქმედებაში მოვიდეს. ეს უზრდელობად ნამდვილად არ ჩაგეთვლებათ, რადგან, ოჯახში, ალბათ, უკვე ყველას სძინავს და ვერავინ დაგინახავთ.

 

скачать dle 11.3