კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უპურო დიეტა

 

პირველი დღე

9-10 საათი: 1 ფინჯანი უშაქრო ყავა (ნალექიანი) ან 1 ჭიქა მწვანე ჩაი; 15 წუთის შემდეგ – 1 ცალი საშუალო ზომის ვაშლი (სასურველია „ანტონოვკა“).

12-13 საათი: 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი (უცხიმო); 15 წუთის შემდეგ – 1 ცალი საშუალო ზომის ვაშლი; კიდევ 15 წუთის შემდეგ – 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული ვაშლის წვენი.

15-16 საათი: 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი; 15 წუთის შემდეგ – 1 ცალი ვაშლი და 1 ცალი ფორთოხალი; კიდევ 15 წუთის შემდეგ – 1 ჩაის ჭიქა ვაშლის წვენი.

18-19 საათი: 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი; 15 წუთის შემდეგ – 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.

სითხე, შეგიძლიათ, გააორმაგოთ.

მეორე დღე

9-10 საათი: 1 ფინჯანი უშაქრო ყავა ან 1 ჭიქა მწვანე ჩაი; 15 წუთის შემდეგ – 1 ცალი პატარა ბანანი.

12-13 საათი: 1 ნაჭერი უცხიმო და ნაკლებმარილიანი ყველი, ერთი ცალი (საშუალო ზომის) კიტრის სალათა; 15 წუთის შემდეგ – 1 ჭიქა ასკილის ნაყენი.

15-16 საათი: თითო ცალი კიტრისა და პომიდვრის სალათა ხახვითა და ყველანაირი მწვანილით; 15 წუთის შემდეგ – 1 ჩაის ჭიქა მაწონი; კიდევ 15 წუთის შემდეგ – 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.

18-19 საათი: 1 ცალი მოზრდილი (უმი) სტაფილოს, 3-4 ფოთოლი კომბოსტოსა და ნახევარი კონა სალათის ფოთლების სალათა ყველანაირი მწვანილით; 15 წუთის შემდეგ – 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი; კიდევ 15 წუთის შემდეგ – 1 ცალი ვაშლი.

სითხე, შეგიძლიათ, გააორმაგოთ.

მესამე დღე:

9-10 საათი: დილის საუზმე – იგივე.

12-13 საათი: 100 გრამი მოხარშული (უცხიმო) თევზი; 15 წუთის შემდეგ – 1 ჩაის ჭიქა უცხიმო კეფირი ან მაწონი.

15-16 საათი: 200 გრამი მოხარშული თევზი და 100 გრამი მოშუშული ბოსტნეული; 15 წუთის შემდეგ – 1 ცალი ბანანი და 1 ცალი ფორთოხალი; კიდევ 15 წუთის შემდეგ – 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.

18-19 საათი: 100 გრამი მოხარშული თევზი, 1 კონა სალათის ფოთლები მწვანილით; 15 წუთის შემდეგ – 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი ან გაზგასული მინერალური წყალი.

დღეს შემოთავაზებული სამდღიანი დიეტის მთავარი პრინციპი ის არის, რომ ამ სამი დღის განმავლობაში არ უნდა მიირთვათ პური, ნებისმიერი სახის ცომეული და ტბილეული. დიეტის განმეორება შეიძლება თითოკვირიანი შუალედების დაცვით. საქონლისა და ფრინველის ხორცი, შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ იმავე რაოდენობის დიეტური სოსისით. ასევე, დასაშვებია, შეცვალოთ ხილი ან ბოსტნეული, მთავარია, ულუფების რაოდენობა და დიეტის რეჟიმი არ დაარღვიოთ.

 

скачать dle 11.3