კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ რაიმე შინაური რეცეპტი, რომ სახლის პირობებში დავამზადო სკრაბი სახეზე გამონაყარის მოსაშორებლად.

პასუხი: გთავაზობთ 4 რეცეპტს.

1. სკრაბი სახის კანის პილინგისთვის, დამამშვიდებელი ეფექტით: ერთმანეთში კარგად აზილეთ თითო ჩაის კოვზი ცხიმიანი ხაჭო, ნატურალური თაფლი და შაქარი.

2. კანის დასატენიანებლად 3 სადილის კოვზ შაქარს შეურიეთ 5 წვეთი ზეითუნის ზეთი.

3. 2 სადილის კოვზ დაღერღილ „ჰერკულესს“ შეურიეთ 120 მილილიტრი თბილი წყალი. მიღებული მასა წაისვით სახეზე. 5 წუთის შემდეგ მსუბუქად დაიმასაჟეთ და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

4. 3 სადილის კოვზ უცხიმო იოგურტს შეურიეთ 3 სადილის კოვზი ბლენდერში გატარებული ნუში. წაისვით სახეზე და წამოწექით. 10-15 წუთის შემდეგ გაიკეთეთ პილინგი, ჩამოიბანეთ გრილი წყლით და ბოლოს სახე გაიწმინდეთ ტონიკით.

კითხვა: თუ შეიძლება, მასწავლეთ, როგორ გავიკეთო სხეულის მატონიზებელი აბაზანა?

პასუხი: 6 ცალი მოზრდილი ფორთოხლისგან გამოწურეთ წვენი, შეურიეთ 2 ლიტრ წყალში, ჩაუმატეთ 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და ეს ხსნარი ჩაასხით თბილი წყლით სავსე აბაზანაში (წყალი ძალიან გრილი არ უნდა იყოს). ამ სურნელოვან ნაზავში 20 წუთი ინებივრეთ. ამოსვლის შემდეგ შხაპი არ მიიღოთ.

კითხვა: როგორ გავიკეთო პილინგი ტერფებზე?

პასუხი: 2 სადილის კოვზი წვრილად დაფხვნილი ზღვის მარილი ასრისეთ 4 სადილის კოვზ თაფლში, წაისვით ტერფებზე და კარგად დაიმასაჟეთ. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. ეს პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ორჯერ.

კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ სკრაბის რეცეპტი, რომელშიც ზღვის მარილიც შედის (სხეულისთვის მინდა).

პასუხი: 100 გრამი ზღვის მარილი კარგად აურიეთ 100 მილილიტრ ზეითუნის ზეთში. წაისვით სხეულის წინასწარ დასველებულ უბნებზე და წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ. შემდეგ ეს მასა დაიტოვეთ სხეულზე 10 წუთის განმავლობაში, ბოლოს კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს სკრაბი განსაკუთრებით კარგია ცელულიტის მოსაშორებლად.

 

 

скачать dle 11.3