კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა გაიცნოს და რაში უნდა გამოსცადოს ბიჭი „პირველმა ვიცე-მის საქართველომ“ და რა გამოცდილება მიიღო მან ცხოვრებისგან

მას შემდეგ, რაც 19 წლის სალი ხომერიკი „პირველი ვიცე-მის საქართველო“ გახდა, მისი ცხოვრება, გარკვეულწილად, შეიცვალა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრა. სალი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. მეორე კურსზეა. ის კონკურსზე „მის სამყარო“ მომავალ წელს გაემგზავრება.

 

სალი ხომერიკი: სამი თვეა, რაც ვმოდელობ, მანამდე, თითქმის 12 წლის განმავლობაში, ქართულ-ხალხურ ცეკვაზე დავდიოდი. მოსწავლეთა სასახლეში ავიდგი ფეხი. შემდეგ რამდენიმე ანსამბლში ვცეკვავდი. გვქონდა კონცერტები, გასტროლები, ბოლოს, „სუხიშვილების“ სტუდიაში დავდიოდი ოთხი წელი. ცეკვა იმდენად მიყვარს, მუსიკა რომ მესმის, სკამზეც კი ვცეკვავ. „მის საქართველოს“ ყოველ წელს ვუყურებდი და მინდოდა, ასეთ კონკურსში მონაწილეობა. ჩემი ბიძაშვილი მოდელია და დედაჩემს სულ ვეუბნებოდი, რატომ მეც არ მიმიყვანეთ სამოდელო სტუდიაში-მეთქი. ცეკვა ყველაფერზე მეტად მიყვარს, მაგრამ მოდელობაც მინდოდა. ჩვენებაზეც ხშირად დავდიოდი, ამ სფეროში აქტიურად ვიყავი ჩართული და ასე, დაუგეგმავად, შემთხვევით, აღმოვჩნდი კონკურსზე. ძალიან დატვირთულები ვიყავით: დილის 9 საათზე რომ ვდგებოდით, შეიძლება, ღამის 4 საათზე დაგვეძინა. გვქონდა ცურვა, ვარჯიში, საუნა, ტრენაჟორები, ცეკვა, სირბილი, დეფილე, მეტყველების გაკვეთილები. ისეთი დაღლილი ვიყავი, არაფრის თავი აღარ მქონდა, დაძინებაც კი არ შემეძლო. მაგრამ, იმავდროულად, ძალიან სასიამოვნო იყო.

– როდესაც ასეთ კონკურსში იღებ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, გამარჯვების იმედი გაქვს.

– ხუთეულში მოხვედრის იმედი მქონდა, თუმცა ბევრ გოგონაზე ვფიქრობდი, რომ ფინალში გავიდოდა. გოგონებიც მეუბნებოდნენ, ხუთეულში აუცილებლად გახვალ, „პირველი ვიცე“ მაინც გახდებიო. როდესაც ხუთეულს ასახელებდნენ, ბოლოს მე გამომაცხადეს. ჩემი სახელი და გვარი რომ გავიგე, ერთი წუთის განმავლობაში ვერ გავინძერი ადგილიდან, გოგონები მეუბნებოდნენ: წადი, წადიო. არ მჯეროდა, უზომოდ დიდი ბედნიერება და მღელვარება ერთად განვიცადე.

– ალბათ, ადრეც აქცევდი გარეგნობას ყურადღებას და ცდილობდი ფორმაში ყოფილიყავი?

– ბავშვობიდან მიყვარდა გამოპრანჭვა. მაღაზიაშიც არ ჩავალ მოუწესრიგებელი და არც სადარბაზოში გავალ, თუნდაც ორი წუთით. უფრო კლასიკური სტილი მაქვს, სპორტულად იშვიათად ვიცვამ და სადაც უნდა გავიდე, ყოველთვის ფორმაში და მოწესრიგებული ვარ. ახლა, ჩემი ტიტულიდან გამომდინარე, უფრო მეტი მომეთხოვება, მაგრამ რადგან ისედაც ასეთი ვიყავი, ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა.

– როგორია „ვიცე-მის საქართველოს“ ერთი დღე?

– დილიდან დღის მეორე ნახევრამდე უნივერსიტეტში ვარ, შემდეგ სავარჯიშოდ დავდივარ „მედიში“. მერე სახლში მოვდივარ და გაკვეთილებს ვამზადებ. ისე არ გავალ სახლიდან, შემდეგი დღის დავალება არ მქონდეს მზად. როცა დრო მრჩება, მივდივარ მეგობრებთან, მაგრამ, ამ მხრივ ძალიან შეზღუდული ვარ. კლუბებში იშვიათად დავდივარ.

– არ გიყვარს ასეთი ტიპის გართობა თუ ოჯახიდან გაქვს შეზღუდვები?

– არ მიყვარს და თან, უფროსი ძმა მყავს და ოჯახიდანაც მაქვს შეზღუდვები, ანუ 10 საათზე სახლში უნდა ვიყო – დღემდე ვერ გავიზარდე მათ თვალში. საკმაოდ პუნქტუალური ვარ, ამიტომ არ მიყვარს და ვბრაზდები, როცა სხვები აგვიანებენ. არაპუნქტუალურ ადამიანებს ყველაზე მეტად ვერ ვიტან. სხვათა შორის, ძალიან ადვილად მწყინს, ადვილად ვბრაზდები და ძნელად ვპატიობ – მიჭირს ამის გაკეთება. არ შემიძლია, ვითამაშო, ვაგრძნობინო, რომ შევურიგდი ან ვაპატიე და ამ დროს გულში წყენა მქონდეს. მირჩევნია, სანამ წყენა არ გამივლის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დავშორდე, ვაგრძნობინო, რომ ნაწყენი ვარ. ფიცხი ხასიათი მაქვს, გურული ვარ. ობიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ცუდი ხასიათი მაქვს, ანუ ფეთქებადი. მაგრამ, როცა საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხება, ამ დროს ბევრს ვფიქრობ, რომ მერე არ ვინანო.

– როგორ გამოხატავ სიბრაზეს?

– ვიბუტები და შანსი არ არის, როგორი დამნაშავეც არ უნდა ვიყო, ბიჭებთან ურთიერთობაში არასდროს გადავდგამ პირველ ნაბიჯს, თუმცა, ისეთ რამეს არ დავაშავებ, ბოდიში გამიხდეს მოსახდელი. ადამიანში ყველაზე მეტად ვერ ვიტან ტყუილს და ღალატს. თუ ამას დავინახავ, შეიძლება, შანსი მივცე, მაგრამ, როდესაც ადამიანი შეცდომას უშვებს, ეს შეიძლება გამოასწოროს ერთი კვირით, შენ რომ კარგად მოგაჩვენოს თავი, მერე კი იმ შეცდომას ისევ გაიმეორებს. ასეთი ხასიათი აქვს და რა ქნას. ჩემი შემორიგება, ალბათ, მაინც შესაძლებელია, გამოსწორებით, შეცვლით და იმაში დარწმუნებით, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება.

– კრიტიკული ხარ?

– ძალიან კრიტიკული და მომთხოვნი ვარ. ზოგადად მაქსიმალისტი ვარ და მინდა იმაში, რასაც დღეს ვაკეთებ, მაქსიმალურად წარმატებული ვიყო. მინდა, განვვითარდე და უკან არ დავიხიო.

– ჯიუტიც ხარ?

– რქიანი ვარ. რაღაცას რომ დავისახავ მიზნად, რამდენი შრომაც უნდა დამჭირდეს, მაინც ყველაფერს გავაკეთებ და მიზანს მივაღწევ, დასახულ წერტილამდე მივალ.

– შეგიძლია, მიხვდე, სად დაუშვი შეცდომა და მერე გამოასწორო, თუ ბევრჯერ უნდა დაეჯახო ცხვირით, რომ გამოცდილება მიიღო?

– ჯერ მაინც პატარა ვარ, თუმცა რაღაცეები ყოფილა. ერთხელ, სამწუხაროდ, ცხვირით დავეჯახე, მაგრამ ისეთი გამოცდილება მივიღე, ცხოვრება სხვა კუთხით დავინახე, და იმას აღარასოდეს გავიმეორებ. ნათქვამია: სხვა სხვის ომში ბრძენიაო. სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი რამეს, მანამდე ვერ ისწავლი. ის, რაც მოხდა, არ იყო სინანული, უბრალოდ ვიცი, რომ ყოველთვის ბედნიერი ვერ ვიქნები. უბედურებას შემდეგ ბედნიერება მოჰყვება – სადღაც კარი იკეტება, მაგრამ სხვაგან იხსნება. ჩემს შემთხვევაში, რაღაც მომენტში, სადღაც დამეხურა კარი, მაგრამ სამოდელო სფეროში გამეხსნა და ეს იყო ჩემთვის დიდი ბედნიერება.  არაფერს ვნანობ, ალბათ, ასე ჯობდა.

– თაყვანისმცემლები ნამდვილად გეყოლება.

– მყავს, მაგრამ ჯერ არ მინდა, პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილება, არ ვარ ამისთვის მზად. ბიჭი მეგობრებიც ნაკლებად მყავს. გოგონებთან უფრო კარგად ვმეგობრობ. ბიჭებთან ნაკლებად ვკონტაქტობ. ბევრიც მწერს, მაგრამ არ ვპასუხობ. იმიტომ არა, რომ თავს ვიფასებ ან საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს, უბრალოდ, ამ მომენტში, არ მინდა ასეთი ურთიერთობები. არავისზეც არ ვფიქრობ, და არც ჩემი გულია დაკავებული. თუ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც ღირსეული იქნება და ჩემს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვი.

– რა მოთხოვნები გაქვს?

– უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ერთგული, არ მოიტყუოს, უნდა იყოს ყურადღებიანი, არც ზედმეტად მხიარული და არც სერიოზული. თავად გაწონასწორებული, სერიოზული ვარ და ხუმრობაც კი უნდა იცოდეს, მაგრამ კარგია, თუ სერიოზული და თავდაჭერილი იქნება. ძალიან მიყვარს ყურადღებიანი ადამიანები, თუმცა არ ვგულისხმობ, რომ აუცილებლად საჩუქრები მოჰქონდეს. უბრალოდ, ყურადღებიანი უნდა იყოს ყველა საკითხში. აინტერესებდეს, როგორ ხარ, რას აკეთებ. ყველას სიამოვნებს გვერდით ყურადღებიანი მამაკაცი და არ არის აუცილებელი, ეს ძვირფასი საჩუქრებით გამოხატოს. ელემენტარული საჩუქარიც დიდ სიხარულს იწვევს ჩემში. მეც ძალიან ყურადღებიანი ვარ მეგობრებთან, ახლობლებთან, მაგრამ ბიჭებთან ძალიან თავდაჭერილი ვარ. მათთან ურთიერთობაში გარკვეული ზღვარი არსებობს. სანამ ადამიანს გავიცნობ, ამისთვის დრო მჭირდება, რადგან მაინც ბოლოს ავლენენ ნამდვილ სახეს. უცებ და ადვილად არ შემიყვარდება. სანამ არ გავიცნობ, არ გამოვცდი როგორია ყველაფერში, მანამდე სერიოზულ ნაბიჯს არ გადავდგამ. ახლა შეყვარებული რომ მყავდეს, მთელი დღის განმავლობაში ათასჯერ არ დავურეკავ. სანამ აქეთ არ დამირეკავენ, არ ვიწუხებ თავს.

– როცა გიყვარს, ასეთ რაღაცეებს აღარ აქცევ ყურადღებას.

– გამომიცდია და ანალოგიურად ვყოფილვარ. ადამიანმა შენი თავის ფასი უნდა იცოდე, თავდაჭერილი უნდა იყო, თავმოყვარეობას არასდროს არ უნდა გადააბიჯო. როცა ხშირად ურეკავ ბიჭს, რაღაც მომენტში, მოსაბეზრებელი ხდები. არ უნდა იყო ერთფეროვანი, პირიქით, ბიჭისთვის სულ მრავალფეროვანი უნდა იყო. მისთვის უფრო და უფრო საინტერესო უნდა გახდე. თუ ყველაფერს ერთ დღეში ამოწურავ, რაღა უნდა უნდოდეს შენგან, რისთვის მოვა?

 

 

скачать dle 11.3