კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაღალი მოდა ჩვენს გარდერობში

 

 შემოდგომა-ზამთრის 2011-2012 წლების ყველაზე კაშკაშა და მიმზიდველი ტენდენციების შესახებ საინტერესო მასალები დაიბეჭდა „ვოგის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე. „ვოგის“ სტილისტები, რომლებიც მოდის დედაქალაქებში ყველა ჩვენებას ესწრებიან, მნიშვნელოვან დაკვირვებებს ახდენენ და შემდეგ მოდის მიმდევრებს უზიარებენ, თუ როგორ უნდა ჩაიცვან იმ კონკრეტულ სეზონზე. ეს შემოდგომა-ზამთარი ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია. თუ გასულ წლებში, ზამთარი შავ-თეთრი ან ხორცისფერი, გეომეტრიულად აწყობილი იყო, წელს ეს ყველაფერი მთლიანად ამოყირავდა. ის კი არა, ბეწვეულიც კი გაფერადდა და სწორედ „შიზოფრენიული ბეწვეული” იქცა ამ წლის მთავარ ტრენდად. „მიუჩია პრადას“ მიერ წარმოდგენილმა კოლექციამ რევოლუცია მოახდინა – გიჟური, კანფეტების ფერებში გადაწყვეტილი, ჟოლოსფერ-ფოსფორისფერი ბეწვეული ზამთრის სუსხს არანაირად არ გაგახსენებდათ. პოდიუმზე მოსეირნე მოდელები საღებავების ქარხანაში მოხვედრილ კატებს, მელიებს, ვირთხებსა და კურდღლებს ჰგავდნენ. 

„მიუჩია პრადას“ გავლენის ქვეშ მოექცნენ თუ თავადაც ცისარტყელა ესიზმრათ გასული ზამთრის მოღრუბლულ დღეებში, ძნელი სათქმელია, მაგრამ, ამ სტილის ტენდენციად ქცევა ძალიან ბევრი დიზაინერის დამსახურებაა. „ბარბერი პროსპამი”, „ქარვენი”, „სელინი”, „დაიან ვონ ფურსტენბერგი”, „დოო.რი”, „ემანუელ უნგარო”, „ემპორიო არმანი”, „გუჩი”, „ლუი ვიტონი”, „მარნი”, „მისონი” და სხვები ფერადი ბეწვეულის „მონებად” იქცნენ. „სელინის” შემთხვევაში ბეწვეული, მართალია, ალაგ-ალაგ შეფერადებული იყო, მაგრამ, კლასიკური ხაზი მაინც არ დაირღვა: ელეგანტური, დახვეწილი მუხლამდე ქურქები ერთიანად ლამაზია, როგორც ახალგაზრდა გოგონასთვის, ისე ზრდასრული, საქმიანი ქალბატონისთვის. „სელინის” ქურქები იდეალურია საღამოს კაბაზე მოსასხამადაც, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით „მისონის” ხელოვნურ ბეწვეულზე. ცისფერის გრადაციებში გადაწყვეტილი მოდელი ბურატინოს მეგობარ მალვინას მოგაგონებდათ. დიდ ბერეტში, მოიასამნისფრო ფუმფულა მოსასხამში გახვეული გოგონა ტყეში, პატარა ქოხის პირას, დიდ თოვლში ჩამჯდარი უფრო წარმომიდგენია, ვიდრე მეგაპოლისის ატალახებულ ქუჩებში. „მისონიმაც”, ალბათ, ამაზე გათვალა და ქურქები შემოდგომა-ზამთრის ისეთი დღეებისთვის შექმნა, როდესაც საქმიანი ქალი საშობაო-საახალწლო შვებულებაში ან კურორტებზე  სათხილამუროდ მიემგზავრება. 

 „ემანუელ უნგაროსა” და „ემპორიო არმანის” ბეწვეულის სტილი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. მოკლე, თეძოსთან გადაჭრილი ხელოვნური ბეწვისგან შექმნილი პიჯაკი-ქურქები სულ სხვადასხვა ფერის იყო და საკმაოდ მხიარულ განწყობაზე აყენებდა მნახველს. ის საკმაოდ მოხერხებულია ქალაქის პირობებში გამოსაპრანჭავად, მანქანით სიარულისას და საღამოს, ახლო მეგობრების წრეში წვეულებაზე წასასვლელადაც. თუმცა, კლასიკურ სამოსზე ამ მოსასხამებს ნამდვილად ვერ მოირგებთ.

 

 

скачать dle 11.3