კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იკეტებოდა საპირფარეშოში ელიზაბეტა კანალისი და ვისთან ერთად დააფიქსირა იგი ჯორჯ კლუნის ადვოკატმა

 

ორი წლის წინ ელიზაბეტა კანალისის სახელი მხოლოდ მშობლიურ იტალიაში იყო ცნობილი. ამ ლამაზმანს მიჰყავდა პოპულარული ტელე-შოუ და თავისი მომხიბვლელი ღიმილით სარეკლამო აბრებიდან რომის, მილანის, ფლორენციის ქუჩებს ამშვენებდა. თავის დროზე ელიზაბეტას ფილოლოგობა სურდა და შესაბამისი განათლების მიღებასაც გეგმავდა, თუმცა თვალისმომჭრელმა გარეგნობამ ელიზაბეტას კარიერა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. მოდელობა, ტელევარსკვლავობა და სელებრითული ცხოვრება – ეს იყო ელიზაბეტას ბედისწერა. „დროა მივეჩვიო ჩემს წარმატებას. თუმცა ეს წარმატება ნარკოტიკივითაა – მიღწეულზე უფრო მეტი მინდა... სახლი, ოჯახი, შვილები და თავბრუდამხვევი კარიერა ჰოლივუდში”, – საკმაოდ სტანდარტული ოცნებების პაკეტი ლამაზმანისგან. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად ორი წლის განმავლობაში ის პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცის, გამოუსწორებელი ფლეიბოის, ჯორჯ კლუნის ოფიციალური „გერლფრენდი“ იყო, არ დაგავიწყდეთ, რომ კლუნს ოფიციალურად ჰქონდა დადებული ფიცი, რომ ცოლს არასდროს მოიყვანდა. მართალია, მათი რომანი ზაფხულში დამთავრდა, მაგრამ მოდით, ამ ისტორიის გახსენებამდე ელიზაბეტას წარსულს შევეხოთ.

ბეტა, როგორც მას მშობლები უწოდებენ, მზიან სარდინიაზე მოევლინა ქვეყანას. მამა ჩეზარე – რენტგენოლოგი, ხოლო დედა – ბრუნა ლიტერატურის მასწავლებელი გახლდათ. ბავშვების განათლებაზე კანალისების ოჯახში ლონდონიდან მოწვეული ქალბატონები ზრუნავდნენ, რომლებიც ინგლისური ენისა და კარგი მანერების საუკეთესო სპეციალისტები იყვნენ. ერთი ჭიქა რძის მიღების შემდეგ ბეტა და ლუიჯი ბაღში პირად მწვრთნელთან ერთად ვარჯიშობდნენ სუფთა ჰაერზე, შემდეგ ლიცეუმში მიდიოდნენ. ბრუნა თვლიდა, რომ მის შვილებს ყველა მონაცემი ჰქონდათ, მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამხდარიყვნენ და ფილოლოგიის დიპლომი მიეღოთ. საინტერესოა, რომ იგივეს ფიქრობდნენ ბეტაც და ლუიჯიც. ისინი ხმას არ იღებდნენ მშობლების გადაწყვეტილებების საწინააღმდეგოდ და ყველაფერზე თანახმა იყვნენ. ბავშვები არც მთელი ზაფხულით ბებია ფიოლას ფერმაში ყოფნას აპროტესტებდნენ, პირიქით, ელიზაბეტა ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ მას ძალიან სიამოვნებდა ფერმაში ცხოვრება, ვენახში, ატმისა და ზეთის ხილის პლანტაციებში მუშაობა და საყვარელ ცხენთან, ლილუსთან ერთად სეირნობა. ბავშვობის იმ პერიოდს ელიზაბეტა მუდამ სევდით იხსენებს, რადგან უბედური შემთხვევის გამო, საჯინიბოში სახურავი ჩაინგრა და ლილუ ქვეშ მოიყოლა, რის გამოც აუცილებელი გახდა ცხენის ლიკვიდირება. ბებია და ბაბუა დიდხანს ფიქრობდნენ, თუ ვინ გაბედავდა ცხოველის მოკვლას და მათთვის მოულოდნელად, ბეტამ თავად გამოთქვა სურვილი, მოეკლა თავისი საყვარელი ცხენი. ამ ისტორიის შემდეგ, ელიზაბეტას სულ სხვა თვალით შეხედეს მშობლებმა, ხოლო ლუიჯიმ მას კაცი უწოდა. როდესაც ელიზაბეტამ მილანში საცხოვრებლად გადასვლის სურვილი გამოთქვა, მშობლები უსიტყვოდ დათანხმდნენ. მილანში, ვია ზანიოლოზე, ერთ პატარა ოთახში, ელიზაბეტა სრულიად განსხვავებულ სამყაროს ეზიარა და სარდინიაზე გატარებული პერიოდი ციხის პატიმრობად ჩათვალა. ელიზაბეტა ყოველღამე სახლის სახურავზე ადიოდა, ეწეოდა სიგარეტს და ფიქრობდა თავის მომავალზე. ერთხელ, მორიგი შოპინგტურის დროს, ელიზაბეტა მეგობრებთან ერთად კაფეში იჯდა, მას უცნობი სინიორა მიუახლოვდა და სავიზიტო ბარათი გაუწოდა. ელიზაბეტას შესთავაზეს  მოდელობაში ეცადა ბედი და ქასთინგზე მიიწვიეს. ელიზაბეტა უცებ გახდა პოპულარული. თავდაპირველად, მან სილამაზის კოკურსში გაიმარჯვა, ამას მოჰყვა რამდენიმე ტელე-შოუ და როლი პოპულარულ იტალიურ სერიალში „კარაბინერები”. ასე გახდა ელიზაბეტ კანალისი ვარსკვლავი.

ცალკე თემაა ელიზაბეტას მიერ წაყვანილი შოუ, რომელიც იტალიურ ფეხბურთს ეხებოდა. ლამაზმანი იმდენად ემოციურად უკეთებდა ამა თუ იმ მატჩს კომენტარს, რომ იფიქრებდით, იტალიის ნაკრების ყველა ფეხბურთელზეა შეყვარებულიო, თუმცა, ერთ მათგანთან მას მართლაც ჰქონდა განსაკუთრებული ურთიერთობა. კრისტიან ვიერი, ერთ დროს იტალიის ნაკრების ლიდერი და გამოუსწორებელი მექალთანე, ელიზაბეტას ცოლად გაყოლას ეხვეწებოდა, თუმცა ქალისგან უარს უარზე იღებდა. იმ პერიოდში საკმაოდ შეძლებულ და დამოუკიდებელ ბეტას, რომელსაც სოლიდური ანგარიში ჰქონდა ბანკში და ორსართულიან აპარტამენტებში ცხოვრობდა პრესტიჟულ უბანში, სულ სხვა გეგმები ჰქონდა. იტალიელი დივა ჰოლივუდზე ოცნებობდა. თითქოს მისი სიტყვები ანგელოზებმა შეისმინესო და ერთ-ერთ წვეულებაზე, რომელიც რობერტო კავალის ვილაზე იმართებოდა, ელიზაბეტა კანალისი ჰოლივუდელ სექს-სიმბოლოს, ჯორჯ კლუნის წარუდგინეს. ამბობენ, ჯორჯმა პირველივე შეხვედრაზე მოხიბლა ელიზაბეტაო. თუმცა, იტალიელ ქალბატონთან რომანი მას ჯერ არ ჰქონია. ელიზაბეტ კანალისი აღმოჩნდა პირველი, რომელმაც ჯორჯი თავის ბადეში გააბა.  სხვათა შორის, პირველივე პაემანზე, ელიზაბეტამ ჯორჯს გიდობა გაუწია და საკუთარი მოტოციკლით მილანისა და ახლომდებარე ადგილების ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინა. მეორე დღესვე კი გაზეთებში, პირველ გვერდებზე წერდნენ: ჯორჯ კლუნი შეყვარებულიაო და არგუმენტად კანალისთან გადაღებული ფოტოები მოჰქონდათ.

კლუნისთან დაწყებული ურთიერთობით, ელიზაბეტამ წერტილი დაუსვა კრისტიან ვიერისთან ხუთწლიან რომანს. ვიერი გააოგნა ბეტას საქციელმა, ბოლო შეხვედრის დროს მან ავეჯი და ჭურჭელი დაამტვრია, კლუნის კი ბებერ მძორად მოიხსენიებდა, წინასწარმეტყველებდა, რომ მსახიობი აუცილებლად მიატოვებდა კანალისს, როგორც კი ახალ „მსხვერპლს” გაიჩენდა. კრისტიანის მშობლებმა ელიზაბეტა „შავ სიაში” შეიყვანეს, ხოლო მათი საერთო მეგობრების სიიდან კანალისი საერთოდ ამოიღეს. თუმცა, ეს ფაქტი ელიზაბეტას ნაკლებად ანაღვლებდა. იგი შეყვარებული იყო და გაცნობიდან ერთ კვირაში, ჯორჯის აპარტამენტებში გადავიდა საცხოვრებლად. ელიზაბეტას მშობლებს არ ესიამოვნათ, როცა შვილის ახალი „ბოიფრენდის“ სახელი შეიტყვეს და ის არასტაბილურობაში დაადანაშაულეს, რაზეც ელიზაბეტა განაწყენდა. კლუნის „გერლფრენდის” სახელმა კანალისს კარები სულ სხვა სამყაროში გაუხსნა. 

ჯორჯთან ერთად ცხოვრება კომოს ტბაზე ნამდვილი დღესასწაული იყო. ვილას ხშირად სტუმრობდნენ მეთ დეიმონი მეუღლესთან ერთად, სინდი კროუფორდი, გვინეტ პელტროუ შვილებთან ერთად, უმა თურმანი, ბრედ პიტი (ანჯელინა ჯოლის გარეშე). ყველა ვარსკვლავი ელიზაბეტას თავისი დონის ვარსკვლავად თვლიდა და ეს ფაქტი კანალისს დაუჯერებელ სიზმრად ეჩვენებოდა. მათ რომანზე თითქმის ყველა საუბრობდა და ერთ-ერთ ინტერვიუში, ელიზაბეტამ არ გამორიცხა, რომ სულ მალე ჯორჯი მას ხელს სთხოვდა. თუმცა, ყველაფერი  ასე მარტივი რომ არ იყო, თავად ელიზაბეტასაც მოეხსენებოდა. მან იცოდა, რომ ჯორჯს უამრავი ქალი ჰყავდა ცხოვრების განმავლობაში და მისი მთავარი პრინციპი – „არა ქორწინებას, არა შვილებს” მაინც მეორეხარისხოვნად მიაჩნდა. ელიზაბეტამ ჯორჯი თავის მშობლებსაც კი გააცნო, ხოლო თავად ჯორჯმა დაარღვია დიდი ხნის წინ დადებული პირობა და ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ გამორიცხავდა, ელიზაბეტაზე დაქორწინებას. თუმცა, მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა.

ერთ მშვენიერ დღეს, კლუნის, მისმა იტალიელმა ადვოკატმა, გრაცია მარია მანტელიმ დაურეკა და შეატყობინა, რომ მისი გვარი სილვიო ბერლუსკონის სექსუალურ სკანდალში ამოტივტივდა. კერძოდ, არასრულწლოვანმა მაროკოელმა მეძავმა, ქარიმა ელ-მარუგმა სილვიოს სექსუალური წვეულებების ერთ-ერთ მონაწილედ ჯორჯ კლუნიც დაასახელა. კლუნის ახსნა-განმარტებების მიცემა მოუხდა მოსამართლე პიეტრო საკიალანცასთვის დახურულ კარს მიღმა. რა თქმა უნდა, იგი არანაირ სექსუალურ სკანდალში არ იყო გახვეული, თუმცა საუბარში მან ახსენა, რომ ერთხელ ელიზაბეტამ იგი თავისი „ძველი მეგობრის” მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე წაიყვანა. ეს მეგობარი კი სილვიო ბერლუსკონი აღმოჩნდა. იმ წვეულებაზე მეძავების ნაცვლად იტალიელი ტელე და კინოვარსკვლავები იყვნენ და ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. თუმცა ჯორჯი მაინც უკმაყოფილო იყო იქ სტუმრობით. 

მექსიკაში გატარებული არდადეგების დროს, ჯორჯმა ოფიციალურად სთხოვა ხელი ელიზაბეტას, ბრუნას და ჩეზარეს თანდასწრებით. შეყვარებულები დაქორწინებას შემოდგომაზე აპირებდნენ, თუმცა... ჯორჯი შოკში ჩააგდო ჩეზარეს მოყოლილმა ისტორიამ, თუ როგორ მოკლა ბეტამ თავისი საყვარელი ცხენი. იგი ვერ იჯერებდა, რომ ელიზაბეტა ასეთი ცივსისხლიანი იყო. მაგრამ, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, შემდეგ ჯორჯმა აღმოაჩინა, რომ მისი საყვარელი ბეტა ხშირად იკეტებოდა საპირფარეშოში და იქიდან მობილური ტელეფონის საშუალებით, როგორც თავად ამბობდა, თავის დაქალებს „ემესიჯებოდა“, ხოლო წერტილი კი მათ ურთიერთობას მისმა ადვოკატმა დაუსვა, რომელმაც კლუნის აცნობა, რომ ელიზაბეტა მალულად თავის ყოფილ საყვარელს, ანჯელო ვიტის ხვდებოდა. კლუნი ძნელად იჯერებდა იმ ფაქტს, რომ მას, აღიარებულ სექს-სიმბოლოს, მილიონობით ქალისთვის სასურველ მამაკაცს, სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. თუმცა, საბოლოოდ, ჯორჯმა გადაიფიქრა ელიზაბეტასთან ერთად ამერიკაში დაბრუნება, დარჩა კომოს სანაპიროს აპარტამენტებში და გულიდან საბოლოოდ ამოშალა ელიზაბეტა კანალისი – ქალი, რომელიც მას „იდეალთან” მიახლოებულად მიაჩნდა. 

P.S. სულ ახლახან ელიზაბეტა კანალისმა არდადეგები ნაპოლში გაატარა, ანჯელო ვიტისთან ერთად. ბეტას მეგობრების თქმით, ანჯელო მას ჯორჯთან დაშორებით გამოწვეული დეპრესიის დაძლევაში დაეხმარა. თუმცა, ვინც იყო დამნაშავე ჯორჯისა და ელიზაბეტას ორწლიანი რომანის დასრულებაში, ამაზე კლუნის ადვოკატმა და სანდო მეგობარმა, გრაცია მარია მანტელიმ პირველმა შეიტყო და აცნობა გულგატეხილ ვარსკვლავს.

 

 

скачать dle 11.3