პაემანი ჩაიშალა
მამაკაცებო, ეს უფრო თქვენთვის არის. ყურადღებით წაიკითხეთ და შემდგომში ილუზიებს ნუ აჰყვებით. თუ პირველი პაემანი ჩაგეშალათ და ურთიერთობა არ აგეწყოთ, ის მაინც მოახერხეთ, რომ გამოცდილება მიიღოთ.
1. თუ ქალი თქვენთან შეხვედრაზე მარტო არ მოვიდა, ცუდის ნიშანია. მით უფრო სრული კრახია, თუ ის მამრობითი სქესის წარმომადგენელთან ერთად გამოგეცხადებათ.
2. თუ საუბრისას ქალი საკუთარ თმას ეთამაშება და ირონიულად იღიმება, შანსი მის მოსახიბლავად ცოტა გაქვთ.
3. ხშირად იმეორებს, რომ დრო ცოტა აქვს და სადღაც ელოდებიან?! – ნუღარ შეეცდებით მასთან მეორედ შეხვედრას – ძნელად სავარაუდოა, ის ამაზე დაგთანხმდეთ.
4. კაფეში შესვლისთანავე ტუალეტი მოძებნა და საათზე მეტია, იქიდან აღარ გამოდის? – რისი იმედიღა გაქვთ?!
5. მენიუში ყველაზე ძვირად ღირებული კერძები ამოარჩია და, თანაც, იმდენი, აშკარად ძნელად რომ მოერევა?! – მოკლედ გეტყვით: გეთამაშებათ!
6. მობილური ხელიდან არ გაუშვია და ვიღაცას თავგადაკლული ემესიჯება? – ამ შემთხვევაში სამი ვარიანტია: კიდევ ვიღაცას უნიშნავს პაემანს, ანუ, უკვე ჰყავს ალტერნატივა და თქვენ ფეხებზე ჰკიდიხართ; უბრალოდ, იმას აეჭვიანებს; უზრდელია. რომელიმე ვარიანტი არის თქვენთვის მისაღები? თუ არა, დაემშვიდობეთ და სხვა მოძებნეთ.
წარმატებებს გისურვებთ!
P.S. ქალბატონებო, თუ ინტერესმა გძლიათ და თქვენც წაიკითხეთ ეს რჩევები, უკვე იცით, როგორ უნდა მოიშოროთ აბეზარი თაყვანისმცემელი. თქვენც წარმატებებს გისურვებთ!