როგორ იპოვი საკუთარ თავს
იყავი ის, რაც ხარ! – ეს მთავარია საკუთარი თავის პოვნის მცდელობისას. თუ თავად არ გჯერა საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების, ვერც სხვას დააჯერებ ამაში. გარდა ამისა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობას კიდევ აქვს ერთი, ძალიან ცუდი თვისება – ის ფანტაზიების კარგი წყაროა, თანაც, არცთუ პოზიტიურის. ადამიანები თქვენ მიმართ ინტერესს ნამდვილად გამოავლენენ, მაგრამ, იმიტომ არა, რომ თქვენ ხართ საინტერესო. შეიძლება, გამოიჩინონ სიბრალული, თანაგრძნობა, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში – აღფრთოვანება. თუ რჩევას არავინ გთხოვთ მარტო იმიტომ, რომ ამით საკუთარი თავი წარმოაჩინოთ, ნუ შეწუხდებით. აჯობებს, ნებისმიერ სიტუაციაში გამოავლინოთ თქვენი ინდივიდუალობა, რაც ბუნებრივი უნდა იყოს.
რაც მთავარია, საკუთარი თავით კი არა, სხვა ადამიანებით დაინტერესდით. მაშინ ისინიც იმავეთი გიპასუხებენ.
ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში, უმჯობესია, იყოთ, რაც ხართ. მაგალითად, რატომ ცდილობთ, ჩაკლათ საკუთარ თავში ის „ბავშვი,” რომელიც იქ ცხოვრობს?! და, კიდევ: არასოდეს იოცნებოთ რევანშზე. როცა საკუთარ თავს ამ სურვილში გამოიჭერთ, დატუქსეთ ის და შეხედეთ ჩავლილ სიტუაციას იუმორით – ასე აღარც დაკომპლექსდებით და ცხოვრებასაც გაიიოლებთ!