კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამაღიზიანებელი ფაქტორი

 

ძირითადად წვრილმანებია ჩვენი გუნება-განწყობის წამხდენი, ზოგჯერ აფეთქებამდე რომ მიჰყავხარ. თუ შეძლებთ, პოზიტიური მომენტები აღმოაჩინოთ იმ გამაღიზიანებელ ფაქტორებში, ასე რომ გიშლიან ნერვებს, ამით მხოლოდ მოიგებთ.

მაგალითად: მონოტონური ხმაური კედელს მიღმა, მით უფრო – შაბათს ან კვირას, დილის 9-10 საათზე. ხომ შეიძლება, გაგიჟდე?! ძილს ვინ ჩივის, კარგა ხნით დაგეკარგებათ ღიმილისა და დასვენების ხალისი. მეზობლის რემონტი გამაღიზიანებელი ფაქტორი კი არა, სრული კატასტროფა და კოშმარია. რა აზრი აქვს წუწუნსა და ჩხუბს? უმჯობესი იქნება, იმ მეგობრებთან წახვიდეთ სტუმრად, რომლის ჯინიც გჭირთ – ამით თქვენს ნერვებს გადაარჩენთ, მეგობარს კი ისე გამოიყვანთ წყობიდან, აღარასდროს გისაყვედურებთ – სად დაიკარგეო.

ჭუჭყიანი ჭურჭელი, გეთანხმებით, სასიამოვნო ნამდვილად არ არის. მით უფრო, თუ სახლში დაღლილი ბრუნდებით, ამ გროვას რომ დაინახავთ, გაცოფდებით, აბა რა იქნება! ნუ აჰყვებით პირველ ემოციას. ჯერ ივახშმეთ, მერე ერთი ფინჯანი ყავა დააყოლეთ და გაიფიქრეთ: – „რატომ გავაფუჭებინო საღამო უბადრუკ ჭურჭელს? მოდი, სწრაფად დავრეცხავ და მერე დავისვენებ!“

სატელეფონო ზარები. ის იყო, მოხერხებულად მოიკალათეთ ტელევიზორის წინ, რომ ხან ერთმა ტელეფონმა დარეკა, ხან – მეორემ. ეს პრობლემა მარტივად მოსაგვარებელია. სახლის ტელეფონი გამორთეთ, მობილურს კი, ზარის ხმა ჩაუწიეთ.  ვისთან საუბრის სურვილიც არ გექნებათ, ნუ უპასუხებთ, ხვალ კი რამეს მოიფიქრებთ.

საცობები და უხეში მძღოლები: ო, ერთი შეხედვით, პრობლემა სერიოზულია, მით უფრო, თუ საჭესთან თქვენ ზიხართ. ჩართეთ რადიო და რამე წყნარ მელოდიას მოუსმინეთ. ბოლოს და ბოლოს, ქვეყანა არ დაინგრევა. ლანძღვა-გინებას კი არ გირჩევთ. თუ მაინც ფიქრობთ, რომ ამით გულს მოიოხებთ – სცადეთ.

 

скачать dle 11.3