კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კენჭოვანი დაავადების დროს სვით ასკილის თესლის ნახარში

 

ასკილის ნაყოფი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. თესლის ნაყენს სვამენ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს. სამედიცინო პრაქტიკაში ასკილის ნაყოფი გამოიყენება ავიტამინოზის დროს. ის ასევე, არის ნაღველმდენი და სკლეროზის საწინააღმდეგო საშუალებაც.

ასკილის ნაყოფში დიდი რაოდენობითაა ასკორბინის მჟავა, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას. სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ასკილის ნაყოფის ნახარშებისა და ნაყენების სმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუშვებელია, მათთვის ვისაც თრომბოფლებიტები აქვს.

ასკილის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად ერთი სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ნაყოფი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე მჭიდროდ დაახურეთ, დადგით წყლის ორთქლზე დაახლოებით 15 წუთით. გააჩერეთ ნაყენი ოთახის ტემპერატურაზე ერთი დღე-ღამის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ მეოთხედი ჭიქა დღეში ორჯერ.

ასკილის თესლის ნახარშის მოსამზადებლად ერთი ჩაის კოვზი დაქუცმაცებული თესლი ჩაყარეთ ჭურჭელში და დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 10-15 წუთით. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში ერთხელ, ჭამის წინ, თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს.

 

скачать dle 11.3