ნუ მოაკლებთ ორგანიზმს D ვიტამინს
კალციფეროლის ანუ D ვიტამინის მთავარი და ძირითადი ფუნქციაა, ხელი შეუწყოს ორგანიზმის მიერ კალციუმის შეთვისებას, არეგულიროს ფოსფორისა და კალციუმის ბალანსი. ვიტამინი D აუცილებელია სისხლის შედედებისთვის, გულის ნორმალური მუშაობისთვის, ნერვული სისტემის აგზნების დროს, მისი რეგულაციისთვის. ზოგიერთი თვალის დაავადება და ართრიტის სახეობა სწორედ ამ ვიტამინის დახმარებით იკურნება.
კალციფეროლი მონაწილეობს ძვლის ტვინის წარმოქმნასა და ზრდის პროცესში. კვების რაციონში მისი უკმარისობის დროს ან მზის სინათლის ხანგრძლივი უკმარისობისას, ბავშვის ძვლები რბილდება და წარმოიქმნება რაქიტი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ვიტამინის აუცილებელი დოზის მიღება არ შეიძლება მხოლოდ კვების პროდუქტებით, რადგან მხოლოდ ზოგიერთი მათგანი შეიცავს მას და ისიც არასაკმარისი რაოდენობით.
D ვიტამინს შეიცავს: კვერცხი, რძე, კარაქი, ღვიძლი, თევზეული. ეს ვიტამინი, ასევე ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით.
სხეულის მასაჟი ასტიმულირებს D ვიტამინის წარმოქმნას, ინახავს კანს ჯანმრთელად და აახალგაზრდავებს მას.