სისხლის ანალიზით შესაძლებელია ყველა ორგანოს მდგომარეობის გარკვევა
ამა თუ იმ დაავადების დასადგენად, სისხლის ანალიზი უნდა გაიკეთოთ. მისი საშუალებით შესაძლებელია თითქმის ყველა ორგანოს მდგომარეობის გარკვევა. სისხლის ბიოქიმიური ანალიზი განსაზღვრავს ზუსტ დიაგნოზს.
ორგანიზმიდან შარდოვანა თირკმელებით გამოიყოფა და ის სისხლში არ ხვდება. თუ სისხლში შარდოვანა დაფიქსირდა, ეს თირკმელების დაავადების ნიშანია.
სისხლში კრეატინინის მომატება თირკმელებისა და კუნთების დაავადებებზე მეტყველებს. მისი შემცველობა, ძირითადად დიაბეტის ან ფეხმძიმობის დროს იზრდება.
ბილირუბინი ღვიძლში სისხლის წითელი უჯრედების, ანუ ერითროციტების გადამუშავების პროდუქტია. თუ სისხლში მისი შემცველობა მომატებულია, ეს ღვიძლის დაავადებაზე, კერძოდ კი, ჰეპატიტზე მიგვანიშნებს. შეიძლება ის ნაღვლის სადინარების დაზიანების მიზეზიც იყოს.
ფოსფორისა და კალციუმის მაღალი შემცველობა სისხლში სხვადასხვა დაავადებაზე მეტყველებს. კალციუმი მომატებულია, როცა დაავადებულია ფარისებრი ჯირკვალი ან განვითარებულია კიბოს ფორმები.
ელექტროლიტები მოლეკულების დამუხტული ნაწილაკებია. მათი ბალანსის დარღვევა ღვიძლის, თირკმელებისა და გულის დაავადებების დროს შეინიშნება სისხლში. ასევე, დამახასიათებელია მათთვის, ვინც შარდმდენ პრეპარატებს სვამს. სისხლში დიდი რაოდენობით ქოლესტერინის შემცველობა ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, ინსულტისა და სისხლძარღვების დაავადებების განვითარებაზე მიგვანიშნებს.
ტრიგლიცერიდები სისხლის ცხიმოვანი მოლეკულებია. მათი შემცველობის მკვეთრი ზრდა სისხლში მუცლის ქვედა ჯირკვლის ანთებაზე მეტყველებს.
ალბუმინის მაღალი მაჩვენებელი სისხლში იმუნური სისტემის ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მანიშნებელია.