კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავბრუხვევა დაავადების თანმდევი სიმპტომია

 

თავბრუხვევა ერთ-ერთი ხშირი, გავრცელებული და ბევრი დაავადების თანმდევი სიმპტომია, რომელიც წონასწორობის დაკარგვის, საგნების ილუზიური ტრიალისა და ბრუნვის შეგრძნებით ვლინდება. ის ხშირად გვხვდება ყურის ლაბირინთის და ვესტიბულური აპარატის გაღიზიანებისას და ხერხემლის არტერიის აუზში სისხლის მიწოდების დაქვეითების დროს.

თავბრუს მიზეზი ხშირად არის კისრის მალების ოსტეოქონდროზი, ყურის ლაბირინთის, ანუ შიგნითა ყურის დაავადებები, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, სიმსივნე, ჰიპერტონიული დაავადება, ქრონიკული და მწვავე არტერიული ჰიპოტონია, ანუ დაბალი წნევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, ქალა-ტვინის ტრავმა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ანემია, თვალის და მისი მამოძრავებელი კუნთების დაზიანება. თავბრუ შესაძლოა დაგეხვეთ ქანაობის, ბრუნვის, მგზავრობის, თავის სწრაფი ან მკვეთრი მოძრაობის, დახველების ან დაცემინების დროსაც. მას ასევე იწვევს ინტოქსიკაცია, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ინფექცია და ასე შემდეგ.

ხადაზმულობის ასაკში თავბრუს მიზეზი სისხლის მიმოქცევის ვერტებრულ-ბაზილური უკმარისობა ხდება.

თავბრუ შეიძლება იყოს შეტევითი ხასიათის, ხანგრძლივი ან ხანმოკლე. ხშირად თან ერთვის ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, სიარულისა და დგომის დროს ბარბაცი, საგანთა ბრუნვის შეგრძნება და ასე შემდეგ.

თავბრუხვევის მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმისა და ხასიათისაა, ხშირად თუ ვითარდება. მის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ფსიქოთერაპია, სამკურნალო ვარჯიში, ანტიინფექციური საშუალებები, ტრანკვილიზატორები. ასევე, აუცილებელია დღის განმავლობაში კვების რეჟიმის დაცვა და ნაკლებმარილიანი საჭმლის მიღება.

 

скачать dle 11.3