კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბევრჯერ გაცხელებული კერძი კიბოს წარმოქმნის პროვოცირებას იწვევს

 

ყველა ჩვენთაგანმა უნდა დაიცვას კვების რაციონალური პრინციპი, ეს უბრალოდ, აუცილებელია. კერძოდ, საკვები ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს უნდა ჭამოთ, არანაკლებ სამჯერ დღეში, ან 4-5-ჯერ, ოღონდ მცირე ულუფებით. საკვების ძირითადი ნაწილი დღის პირველ ნახევარში უნდა მიიღოთ. სადილი კალორიულობით და მოცულობით ვახშამს უნდა აღემატებოდეს. ვახშამი კი დაძინებამდე 4 საათით ადრე უნდა მიირთვათ.

საკვები ადვილად მოსანელებელი, მსუბუქი უნდა იყოს. მაგალითად, შეგიძლიათ ღამის საათებში მიირთვათ რძის პროდუქტი, კისელი, ხილი. რაც შეეხება ხორცეულს და ცხიმიან საკვებს, ისინი დაძინებამდე 5-6 საათით ადრე ჭამეთ, ან ეცადეთ, იმდენი ჭამოთ, კუჭს მათი მონელება არ გაუჭირდეს. გაითვალისწინეთ, რომ ძილის დროს კუჭის სეკრეცია მნიშვნელოვნად მცირდება და ჭარბად მიღებული საკვები ცუდად მოინელება. ეს კი ძილის ხარისხზე უარყოფითად აისახება.

მომზადების დროს კი ყურადღებით იყავით, რომ საკვები არ გადახარშოთ ან ზომაზე მეტად არ შეწვათ. ბოსტნეული ხარშეთ ათი წუთის განმავლობაში. ეს მათში ბიოლოგიურად აქტიურ და საკვები ნივთიერებების შენარჩუნებას უწყობს ხელს. მოერიდეთ საკვების ბევრჯერ გაცხელებას. ბევრჯერ გაცხელებისას, კერძში ნადგურდება ვიტამინები და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებები. ასევე, წარმოიქმნება ახალი, ტოქსიკური კომპონენტები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის დაავადებებს წარმოშობს და კიბოს განვითარებას უწყობს ხელს.

 

скачать dle 11.3