წვენები და ხილი უზმოზე მიირთვით
ქლიავის წვენი დაბლა სწევს წნევას და კარგად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობაზე. უზმოზე მიღებისას ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და წმენდს ორგანიზმს წიდებისგან.
ყურძნის წვენი ამაგრებს გულს, რგებს სისხლძარღვებს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
ფორთოხლის წვენი უნდა მიიღოთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
სიცხეში უნდა დალიოთ ცხელი მწვანე ჩაი. მისი სისტემატური სმა გაგიხანგრძლივებთ სიცოცხლეს და დაგიცავთ ონკოლოგიური დაავადებებისგან.
უმჯობესია, კიტრი მიირთვათ, როგორც ხილი და არა ძმრიანი და მაიონეზიანი სალათის სახით. ის წყურვილს კლავს და წმენდს ორგანიზმს.
უმჯობესია, ხილი მიირთვათ სადილობამდე ნახევარი საათით ადრე – მშიერი ორგანიზმი უკეთ აითვისებს ვიტამინებს.