კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: როგორ მოვიქცეთ საკვებით მოწამვლის დროს? ბავშვი 3 წლის არის.

პასუხი: გამოურეცხეთ კუჭი – შეეცადეთ, დაალევინეთ 1,5-2 ლიტრი ანადუღარი წყალი, ან, რამდენსაც დალევს, შემდეგ აუცილებლად ღებინება უნდა გამოიწვიოთ. ამის შემდეგ მიეცით აქტივირებული ნახშირი: 3 წლის ბავშვს – 3 აბი (თითო აბი ბავშვის ასაკის თითო წელზე).

კითხვა: თირკმლის რა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, თუ გული და სისხლძარღვოვანი სისტემა გამოკვლეულია და დარღვევები არ მაქვს?

პასუხი: პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია არის მოვლენა, რომელიც იონური ცვლის დარღვევების დროს ვითარდება. შესაბამისად, ეს შეიძლება მოხდეს თირკმლის უკმარისობის დროს, რომელიც გამოწვეულია თირკმელების  გლომერულური სისტემის ცვლილებებით – მწვავე მოწამვლა, გლომერულონეფრიტი და სხვა.

კითხვა: რა სხვაობა უნდა იყოს სისტოლურ და დიასტოლურ წნევებს შორის, მოსვენების მდგომარეობაში?

პასუხი: ნორმაში ეს სხვაობა (მას პულსური წნევა ეწოდება) უნდა შეადგენდეს 34-45 მილიმეტრს. თუ დატვირთვის დროს პულსური წნევა მცირდება, ეს მეტყველებს გულსა და სისხლძარღვებს შორის ბალანსის დარღვევაზე. დაბალწნევიან ქალბატონებს ეს სხვაობა შეიძლება ნაკლები ჰქონდეთ (25 მილიმეტრზე ნაკლები მაინც არ უნდა იყოს).

კითხვა: ბოლო დროს მკვეთრად ადგომისას ძლიერი თავბრუხვევა მაქვს. იქნებ, ეს დაბალი ჰემოგლობინის ან დაბალი წნევის ბრალია?

პასუხი: ეს არ უნდა იყოს ჰემოგლობინის ბრალი. ასეთი მოვლენები შესაძლებელია, როდესაც ჰემოგლობინი 80-85-ზე ნაკლებია. უფრო მოსალოდნელია, რომ ეს დაკავშირებულია ადგომის მომენტში მკვეთრ და მოკლევადიან წნევის ვარდნასთან ტვინის სისხლძარღვებში (ეგრეთ წოდებული „ორთოსტატიული ჰიპოტენზია“). ეს, შეიძლება, მოხდეს შემდეგი პათოლოგიების დროს: ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, არითმიის ზოგიერთი ფორმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზი და სხვა.

კითხვა: ხანდაზმულ ქალბატონს თავში გამუდმებით აქვს შუილი, რაც ძალიან მოქმედებს მის ნერვებზე. რით შეიძლება დახმარება?

პასუხი: ხანდაზმულებს ასეთ შემთხვევაში ყველაზე მეტად შველით პრეპარატები, რომლებიც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, რადგან, უფრო ხშირად, ასეთი სიმპტომები თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზით არის გამოწვეული.

 

 

скачать dle 11.3