ყველაზე სწრაფი გოლი მსოფლიოში
ბრიტანულმა გაზეთმა „სანმა” რუსი ფეხბურთელის, მიხაილ ოსინოვის გოლი მსოფლიოში ყველაზე სწრაფ გოლად დაასახელა. რუსეთის მეორე დივიზიონის კლუბ ნოვოჩერკასკის „მიტოსის” 36 წლის ფეხბურთელმა გოლი მატჩის დაწყებიდან მესამე წამზე გაიტანა – ფეხბურთელმა მოედნის ცენტრიდან გათამაშებული ბურთი პირდაპირ კარებში გადაგზავნა და ამით ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა. „სანის” ცნობით, მანამდე რეკორდი ბრაზილიელ ფრედს ეკუთვნოდა, რომელმაც გოლი 3,17 წამზე გაიტანა, თუმცა, ოსინოვის შემთხვევაში, გოლი უფრო სწრაფად გავიდა.