ლონდონი 2012 წლის ოლიმპიადისთვის მზად არის
ლონდონის მერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქალაქი სრულად მზად არის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის. მისი თქმით, უკვე დასრულებულია ყველა ოლიმპიური ობიექტისა და ოლიმპიური პარკის მშენებლობა; გარდა ამისა, თითქმის დასრულებულია სატრანსპორტო სისტემის გასაუმჯობესებელი სამუშაოები, რაზეც ლონდონის ბიუჯეტმა 6,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოყო. ლონდონი მესამედ მასპინძლობს ოლიმპიადას, მანამდე ეს 1908 და 1948 წლებში მოხდა. ოლიმპიადის ოფიციალური გახსნა 2012 წლის 27 ივლისს არის დანიშნული.