ვალუევი ახალ სპეციალობებს ითვისებს
ნიკოლაი ვალუევი ნოვოკუზნეცკის კერძო ტელევიზიის ეთერში ახალი შოუს – „კაცის საქმის” წამყვანად მოგვევლინება ახლო მომავალში. WBA-ს ვერსიით, მსოფლიოს ექსჩემპიონმა კრივში უკვე მოასწრო გადაცემის რამდენიმე ეპიზოდის ჩაწერა, სადაც იგი სხვადასხვა პროფესიით ინტერესდება და ერთი დღით იცვლის პროფილს. ვალუევმა მაღაროელის, სატვირთო ავტომობილის მძღოლის, ამფეთქებლის, ოქროს მომპოვებლისა და სხვა პროფესიები უკვე აითვისა და ტელემაყურებელი ამ შოუს ახლო მომავალში იხილავს. სულ ახლახან ვალუევი კემეროვოს ოლქში იმყოფებოდა, სადაც თოვლის კაცს – იეტს ეძებდა ექსპედიციასთან ერთად, თუმცა, წარუმატებლად.