ბექჰემის პირველი ჭაღარა
ინგლისის ნაკრების ექსკაპიტანმა და „ლოს-ანჯელეს გელექსის” ვარსკვლავმა დევიდ ბექჰემმა ჟურნალისტებს პირველი ჭაღარის გაჩენის ამბავი უამბო: „პირველი ჭაღარა თმა რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, ქალიშვილის დაბადების შემდეგ კი ჭაღარების რაოდენობამ ჩემს თავზე საგრძნობლად იმატა”. გარდა ამისა ბექჰემი სამომავლო გეგმებსაც შეეხო და გამოთქვა სურვილი, რომ ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მონაწილეობას მიიღებს „გაერთიანებული სამეფოს საფეხბურთო ნაკრების“ რიგებში. რაც შეეხება მის შესაძლო გადასვლას ბებერ კონტინენტზე და კონტრაქტის გაფორმებას ფრანგულ კლუბ „პარი სენ ჟერმენთან”, ბექჰემი ჯერჯერობით თავს იკავებს რაიმე სახის კომენტარის გაკეთებისგან.