კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე ხისტი და ბრუტალური ჰოკეისტების ტოპ-ათეული

 

სულ ახლახან ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული, „ჰოკეის ნაციონალური ლიგის“ მორიგი სეზონი დაიწყო და პლანეტის საუკეთესო ჰოკეისტები „სტენლის” თასის მოსაპოვებლად დაირაზმნენ. ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად, ჰოკეის ყინულის მოედნებზე ხისტი შეტაკებები და ჩხუბი განახლდება, რაც მაყურებლისთვის სპორტის ამ სახეობას უფრო მიმზიდველს ხდის. „თბილისელების” ამ ნომერში „ჰოკეის ნაციონალური ლიგის“ ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ შედგენილ, ყველა დროის 10 ყველაზე ხისტი ჰოკეისტისგან შემდგარ რეიტინგს გთავაზობთ.

ლეო ბოივინი

1932 წელს ონტარიოში დაბადებული ბოივინი ომის შემდგომი ჰოკეის ნამდვილი სიმბოლო იყო. არცთუ დიდი გაბარიტების მქონე (170 სანტიმეტრი სიმაღლე, 80 კილოგრამი) ბოივინი „ჰოკეის ნაციონალური ლიგის“ ლეგენდაა და, ამავე დროს, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ხისტი მოთამაშე. მისი საყვარელი ილეთი კი, ბარძაყიდან გდება იყო. ჰოკეიზე მწერალ ბობი ორის თავის წიგნში იდეალურად აქვს ახსნილი ბოივინის საფირმო ილეთი: ლეო მუხლებზე ჩაჯდებოდა და ისე მისრიალდებოდა ზურგის მხრიდან მეტოქესთან, რომელიც შაიბას ფლობდა, ხელს ბარძაყში ჰკიდებდა და ჰაერში აგდებდა. 

კელ კლატერბეკი

დასამახსოვრებელი წვერ-ულვაშის მქონე, 23 წლის კელ კლატერბეკი  „ჰოკეის ნაციონალური ლიგის“ მოქმედი მოთამაშეებიდან ერთ-ერთ ყველაზე ხისტ ჰოკეისტად ითვლება. „მინესოტა უაილდის” ფორვარდი ძალისმიერი ბრძოლის მთავარ სპეციალისტად ითვლება და თამაშის ეს კომპონენტი მისი საფირმო ნიშანია. კლატერბეკს ლიგის ამჟამინდელი რეკორდი ეკუთვნის დარტყმებში მოედანზე – 2008-2009 წლების სეზონზე მას 356 მუჯლუგუნი დაუთვალეს, მანამდე კი რეკორდსმენი „ლოს-ანჯელეს კინგსის” მოთამაშე დასტინ ბრაუნი იყო – 311 მუჯლუგუნით.

ერიკ ლინდროსი

90-იანი წლების დასაწყისში კანადელი ერიკ ლინდროსი ლიგის ნამდვილ ვარსკვლავად ითვლებოდა, რომელშიც 1992 წელს „ფილადელფიამ” 6 ჰოკეისტი გადაცვალა. 2002 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლინდროსი ძალისმიერი ილეთების მოყვარული იყო და თავისი კარიერის განმავლობაში არაერთი ტვინის შერყევა გადაუტანია, რის გამოც დაასრულა კიდეც კარიერა 2007 წელს. სხვათა შორის, ლინდროსის ნიჭის დიდი ქომაგია „იუვენტუსის” გოლკიპერი ჯან-ლუიჯი ბუფონი, რომელიც ტრავმირებული ლინდროსის მხარდასაჭერად, წარსულში, მოედანზე 88 ნომერი მაისურით გადიოდა. 

ზდენო ჰარა

 სლოვაკელი ზდენო ჰარა 1997 წლიდან თამაშობს „ნაციონალურ ლიგაში“ და ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ მცველად ითვლება. ჰარას გაბარიტების გათვალისწინებით (206 სანტიმეტრი 116 კილოგრამი) არავის უკვირს მისი ხისტი თამაში. სწორედ მისი სათამაშო სტილის გამო, ჰოკეის ქომაგებმა ჰარას რამდენიმე თიკუნი მოუგონეს: „დიდი ჰარა”, „დიდი ზეტი”, „ცხოველი”. „ბოსტონ ბრუინზის” მცველს ხუთჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა „ყველა ვარსკვლავის მატჩში”, ხოლო „სტენლის” თასი მან 2011 წელს მოიგო.

ალექსანდრ ოვეჩკინი

ოვეჩკინი თანამედროვე ჰოკეის კაშკაშა ვარსკვლავია, რომელიც, სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჰოკეისტად ითვლება. მექალთანე  ოვეჩკინი, რომელსაც რომანის არსებობა დაუმტკიცდა რუსული შოუ-ბიზნესის არაერთ ვარსკვლავთან, ძალისმიერი თამაშის სტილით იზიდავს ქომაგებს და ყინულის მოედანზე ნამდვილი ცხოველივით არის, რომელთან შეტაკებაც მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს ტვინის შერყევით ან სხვა სახის ტრავმებად უჯდებათ.

დარიუს კასპარაიტისი

ჰოკეის ლიტველ ვარსკვლავს თავის დროზე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში უთამაშია, ხოლო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მან რუსეთის ნაკრებში გამოსვლა არჩია და ზამთრის ოთხ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და მათ შორის 1992 წელს, დსთ-ის გუნდის შემადგენლობაში ოქროს მედალი მიიღო. კასპარაიტისი ხისტი თამაშის მოყვარული იყო და კარიერის განმავლობაში არაერთხელ გაუძევებიათ მოედნიდან ჩხუბის გამო. კასპარაიტისის მეტსახელი „კასპერია”, პოპულარული ანიმაციური მოჩვენების პატივსაცემად. საინტერესოა, რომ დარიუსს ეპიზოდურ როლს თამაშობს ცნობილ რუსულ ბლოკბასტერში „ძმა 2”, სადაც მან ჰოკეისტის როლი შეასრულა.

კემ ნილი

კემ ნილი „ბოსტონ რუიტსის” ლეგენდაა და კარიერის დასრულების შემდეგ მაისური მისი ნომრით ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღეს. ნილი, გარდა ხისტი თამაშისა, იმით არის ცნობილი, რომ იგი ერთ-ერთია იმ ოთხ ჰოკეისტს შორის (ალექსანდრ მოგილნი, იარი კური და ბობი ჰალი), რომლებმაც ლეგენდარული უეინ გრეცკის რეკორდი გაიმეორეს და რეგულარული სეზონის პირველ 44 მატჩში 50 გოლი გაიტანეს.

დენი პოტვენი

დენი პოტვენი „ნიუ-იორკ აირლენდერსის” ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ და ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კაპიტნად ითვლება. ამასთან ერთად, დამცველი პოტვენი შესაშური შედეგიანობით გამოირჩეოდა და კლუბის ყველა დროის ბომბარდირებს შორის მაღალ პოზიციაზეა განთავსებული. პოტვენი ყველა დროის ყველაზე ხისტ ჰოკეისტებს შორის მესამე ადგილს იკავებს.

დიონ ფანიუფი

 კანადელი დიონ ფანიუფი „ორონტო მეიფლ ლიფსის” კაპიტანი და ლიდერია, რომელიც, ძალისმიერი თამაშის გამო, სპორტულმა ტელეარხმა „იესპიენმა”, 22 წლის ასაკში ლიგის ყველაზე ხისტ მოთამაშედ დაასახელა. ბრუტალური ფანიუფი ყინულის მოედნის გარეთაც არის ცნობილი, რადგან მისი „გერლფრენდი“ ჰოლივუდელი ლამაზმანი ელიშა კატბერტია.

სკოტ სტივენსი

ჰოკეის კანადელმა ლეგენდამ სკოტ სტივენსმა ნაციონალურ ლიგაში 22 წელი გაატარა (1982-2004 წლების სეზონები) და კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა. სტივენსი ძალისმიერი თამაშის მიმდევარი იყო და ხშირად მიმართავდა სხვადასხვა უხეშ ილეთს მოედანზე, თუმცა, თავადაც ხშირად ხდებოდა ძალისმიერ მარწუხებში და, თავის ბოლო სეზონზე, ამავე რეიტინგის წევრ ერიკ ლინდროსთან შეჯახების შემდეგ, მან ტვინის შერყევით დატოვა ყინულის მოედანი. სკოტ სტივენსს ჩატარებული თამაშების რაოდენობით მეშვიდე ადგილი უკავია „ჰოკეის ნაციონლური ლიგის“ ისტორიაში.

 

скачать dle 11.3