კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

იოანე ოქროპირი: „და იყო ცდუნება ამქვეყნად”, – თქვა ქრისტემ. ვფიქრობ, ამ გამონათქვამის დედააზრი ასეთია: ჭეშმარიტების წვდომა საკმარისი არაა იმისთვის, რომ ადამიანებმა ბოროტებაზე უარი თქვან და სიკეთისკენ მობრუნდნენ. ჭეშმარიტების წვდომისთვის აუცილებელია, უმრავლესობა ცოდვებით, ცრუმორწმუნეობით, წყალობით მივიდეს უკანასკნელ ზღვრამდე და, შეცოდებათაგან გამომდინარე – ტანჯვამდე.

მარკოზ განშორებული: ხშირად ადამიანის გონება მომართულია არა იმისთვის, რომ ჩასწვდეს ჭეშმარიტებას, არამედ, დამალოს იგი. ამგვარად, აზროვნება ცდუნებათა მთავარი მიზეზია.

კირილე ალექსანდრიელი: ადამიანი დიდ საფრთხეშია, როცა ცოდვებთან ისეთი მოვალეობებითაა დაკისრებული, რომ მათგან გათავისუფლება მტკივნეულია. მას ჯერ ერცხვინება ცოდვების აღიარებისა, შემდეგ კი უჭირს მისგან გათავისუფლება; შემდეგ ისე ხდება, რომ ცოდვებზე უარის თქმა დაღუპვის ტოლფასი ხდება საზოგადოების თვალში. ვინც ცოდვათა პირველ საფეხურზე არ შეჩერდება, ბოლო საფეხურამდე ივლის.

იაკობ მოციქული: გაიხსენე, როგორ ძლიერ გსურდა წარსულში ბევრი ისეთი რამ, რაც ახლა შენში ზიზღს თუ არა, გულგრილობას მაინც იწვევს. იგივე უწერიათ იმ სურვილებსაც, რომლებიც ახლა გაღელვებს. გაიხსენე, რამდენი დაკარგე ადრინდელი სურვილების დაკმაყოფილებისას. ახლაც იგივე მოგელის. მოთოკე, ალაგმე ისინი – ეს ყველაზე სასარგებლოა და, ამავდროულად, ყოველთვის შესაძლებელი.

ბერი პაისი: ცილისწამება, დაუმსახურებელი ცუდი წარმოდგენა შენზე, რისგანაც თავის მართლება შეუძლებელია – სიკეთის საუკეთესო სკოლაა.

ალექსი ბერი: რასაც სალოსს უწოდებენ, ანუ ქცევას, რომელიც ადამიანებში გაკიცხვასა და რისხვას ბადებს, უსამართლობაა იმდენად, რამდენადაც მათ ცუდი საქციელისკენ უბიძგებს, მაგრამ გასაგებია და სასურველიც იმის გამო, რომ ესაა ერთადერთი საშუალება ღმერთისა და მოყვასისადმი სიყვარულის გამოსაცდელად.

***

ნატრობენ, ღელავენ და იტანჯებიან ცუდის გამო. ჭეშმარიტად კარგი ჩვენი სურვილით კი არ ხდება, არამედ, პირიქით, უფრო ხშირად, ცუდის გამო – აღელვებისა და ტანჯვის შემდეგ.

იოსებ ათონელი: ადამიანი უნდა ემსახურებოდეს ორიდან ერთს: სულს ან ხორცს. სულისთვის უნდა ებრძოდე ცოდვებს, ხორცისთვის კი არაა საჭირო ცოდვებთან ბრძოლა. საკმარისია, აკეთო მხოლოდ ის, რაც ყველასათვის მისაღებია.

ეპიფანე თეოდოროპულოსი: ადამიანი ცუდად იმიტომ ცხოვრობს, რომ ურწმუნოა. იგივე ხდება ხალხის ცხოვრებაშიც. ხალხი ცუდად იმიტომ ცხოვრობს, რომ დაკარგა რწმენა. 

ანტონ დიდი: ნუ იქნებით მკაცრი და ულმობელი იმის მიმართ, ვინც ცდუნებას ვერ სძლევს, ეცადეთ, ისე ანუგეშოთ, როგორც თქვენ გინდათ განუგეშონ.

ტიხონ ზადონელი: ღმერთს ნებით კი არ ვაცნობიერებთ, არამედ მისი ნების ქვეშ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც ჩვილი ბავშვი დედის ხელში.  ბავშვმა არ იცის, ვის ხელთაა, ვინ ათბობს, ვინ კვებავს, მაგრამ იცის, რომ ვიღაც არსებობს; უფრო მეტიც – უყვარს ის, ვის ხელშიცაა. ასევეა ადამიანიც.

წმიდა სილუანი: მოსემ მიმართა ღმერთს: „უფალო, სად გპოვებ შენ?” ღმერთმა უპასუხა: „უკვე მიპოვე, რადგან მეძებ.”

 

 

скачать dle 11.3