კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით კაიფობს სოსო თოლორაია და სად აღმოჩნდა ის მარტინ სკორსეზესთან და უილ სმიტთან ერთად

 

სოსო თოლორაია: ორი კვირაც ვერ დავრჩი საქართველოში – ამაღამ მივფრინავ. 7 წლის შემდეგ როგორც იქნა ჩამოვედი, ახლა, სექტემბრის ბოლოს. 

– შენს გარეგნობაზე ვერც იტყვი, რომ 7 წელი გასულა – ისევ ის სოსო ხარ...

– ეს მარინების, ანუ, დედაჩემისა და ჩემი სიდედრის დამსახურებაა. რაც აქ ვარ, გაძლიერებულ კვებაზე ვყავარ ორივეს. კოვზებით, ჩანგლებითა და სხვადასხვა მენიუთი შეიარაღებულებმა, ისეთები ჩამიტარეს, არ შეიძლებოდა, ჭამა რომ არ დამეწყო (იცინის). ისე, ძალიან უჭმელი ვარ. მამაჩემი იყო ასეთი. სულ გადაპატიჟება-გადმოპატიჟებასა და სუფრებში ვარ, მოკლედ, რაც ჩამოვედი, წონაში საგრძნობლად მოვიმატე. ახლა ვხვდები, კოტიკო რატომ გამოიყურება ასე. (იცინის)... 

– პირად ცხოვრებაში რა მოხდა ამ შვიდი წლის განმავლობაში?

– იმდენი რამ მოხდა, მგონი, ერთ ინტერვიუში არ ჩაეტევა (იცინის). 

– ჩვენ მაინც შევეცადოთ... ამერიკაში ჩასვლა შენი დიდი ხნის ოცნება იყო თუ, ყველაფერი უცებ, დაუგეგმავად მოხდა?

– წასვლაზე მანამდეც დიდხანს ვფიქრობდი – მთელი ჩემი აქაური კარიერის განვითარების განმავლობაში. მანამდე ხომ რაღაცას ვაკეთებდი ტელევიზიაში, მაგრამ, ეს სულ ბუნებრივად ხდებოდა, ისეთი მონაწილეობა ამ პროცესებში არ მიმიღია, ყოველთვის ვიღაცეები წყვეტდნენ ჩემს მაგივრად, მე კი, უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებდი და, ამიტომ, რაღაცნაირად, ეტაპობრივად, კიბესავით მივდიოდი, წინ... ყოველ შემთხვევაში უკან არ მგონია. სოსო თოლორაია – ეს სტატუსი ძალიან დამეხმარა ამერიკაში ჩასვლის მომენტში. ჩვენები, ქართველთა სათვისტომო, ვინც იქ დამხვდნენ, ყველას ძალიან ვუყვარდი, ვახსოვდი, ჩამიხუტეს და ამიტომ ჩემთვის ცოტა ადვილად გადაიარა პირველმა სიძნელეებმა. ჩავედი ნიუ-იორკში, შემდეგ კი წავედი პენსილვანიაში. იქ არის ქართველების დიდი საძმო, სამეგობრო, რომლებიც იქ ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ეკლესიაა მართლმადიდებლური, სადაც ძალიან ხშირად დადიან. ძნელია, არალეგალი ხარ – ნოსტალგია, ახლობლები... თან, ჩემთვის ყველაზე მტკივნეული მომენტი, რასაც აქ ვტოვებდი, ეს იყო ჩემი შვილი – ანდრია. 

– ანდრია სად დარჩა?

– ანდრია დარჩა დედამისთან. ძალიან ხშირად დადის ბებიასთან. სკოლაში ავლაბარში დაჰყავთ. 

ამერიკაში ჩასვლიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ გავიცანი სოფო ბედოშვილი, რომელიც შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა და 2006 წლიდან ერთად მოვდივართ. სოფო ჩემზე ადრე, 2001 წელს წავიდა ამერიკაში.  

– როდისმე ერთ სფეროში მოღვაწეობდით?

– არა, სოფოს იურიდიული აქვს დამთავრებული. ჩვენ ერთ-ერთ ქართულ საღამოზე გავიცანით ერთმანეთი და მოგვიანებით დავქორწინდით.

– ანუ, პირადი ცხოვრება მოიწყვეთ. ახლა ის გვიამბე, რა მოხდა შენს კარიერაში, თუმცა, სანამ ამას გავიხსენებთ, ენის ბარიერსაც შევეხოთ – როგორ გადალახეთ?

– ჰო, ეს ორი თემა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. ამიტომ იყო, რომ თავიდან ფიზიკური შრომით ვიყავი დაკავებული. მოგვიანებით კი მაღაზიაში დავიწყე მუშაობა, სადაც ერთი სასაცილო ისტორია შემემთხვა.

– რა ისტორია?

– ამ მაღაზიაში ტყავის ქურთუკების რეალიზაციას ეწეოდნენ და მთელი პროცესი იყო მათი გაყიდვა. მე ჩემი მსახიობური მონაცემები მქონდა ჩართული, იმიტომ რომ მარტო ენა ვერაფერს მიშველიდა (იცინის). თან, ვმუშაობდი ებრაელებთან და, როგორია – სხედან და გიყურებენ, როგორ ყიდი. გამიმართლა იმაში, რომ მუშაობა დავიწყე ახალ წელს, ანუ მაშინ, როცა ყველა ყველაფერს ყიდულობს. სანამ ამ სეზონმა ჩაიარა, უკვე ენაც დავხვეწე და შემეძლო, კონკრეტულ თემაზე დიალოგი ამეწყო. ერთხელ ნეკა სებისკვერაძემ დამირეკა, ჩემმა მეგობარმა, მაშინ რადიოში მუშაობდა. მითხრა, ინტერვიუ მინდა შენთან პირდაპირ ეთერშიო. გავედი მაღაზიის უკანა ნაწილში, ქურქებს შორის არ ვჩანვარ და პირდაპირ ეთერში ვლაპარაკობ რადიომსმენელთან (იცინის). უცებ, ჩემი უფროსი შემოვარდა და მეუბნება, ხუთი მყიდველი შემოვიდა და ჩქარა გამოდიო. მე ვუთხარი ვერაფრით ვერ გამოვალ, პირდაპირ ეთერში ინტერვიუს ვაძლევ-მეთქი. 

– გაბრაზდა?

– არა. ჩვენ ვმეგობრობდით. მერე გამომკითხა ყველაფერი, დაინტერესდა, ჩემი ვიდეოები ვაჩვენე და გახარებულიც კი იყო. 

ერთი სიტყვით, ენის ბარიერის მხრივ მაღაზიაში მუშაობის პერიოდი ძალიან დამეხმარა. ამის შემდეგ მე და სოფო მივედით იმ დასკვნამდე, რომ რამე ერთობლივი უნდა გვეღონა და დაგვეწყო.  გადავწყვიტეთ, საოჯახო სერვისი შეგვეთავაზებინა.

– ანუ, იურისტმა და მსახიობმა საერთო საქმე წამოიწყეთ?

– არის ასეთი თანამდებობა – პერსონალური ასისტენტი, როდესაც მთელი დღის განმავლობაში ხარ ვიღაც პერსონალური ადამიანის ოჯახში ან გარემოცვაში, ცალკე გაქვს შენი აპარტამენტები, მაგრამ, დროის დიდი ნაწილის გატარება  მათ გარემოცვაში გიწევს. მოკლედ, დიდი ტერიტორიის ორგანიზატორი ხარ: უნდა იცოდე, რა ხდება, როგორ, აუზი როგორი გამართული უნდა იყოს, პირსახოცები სად უნდა ეწყოს; იქ მებაღე თავის საქმეს აკეთებდეს, იქ მშენებელი სად არის საჭირო, სტუმარი... ანუ, ზოგადად უყურებ ტერიტორიას, სადაც ყველაფერი უნდა იყოს „ოქეი“.

ეს რეალური პროფესიაა ამერიკაში, ასევე, არის „პროპორტი მენეჯერ”. ზოგიერთ პიროვნებას ხუთი-ექვსი სახლი აქვს მთელ ამერიკაში, გემები, მანქანები და ეს ყველაფერი უნდა მართო. ამ საქმეს ახლა სოფო სწავლობს. 

ეს არის ჩვენი ამერიკული ცხოვრების მესამე ეტაპი. მიდიხარ სპეციალურ სააგენტოებში, სადაც შენს შესაძლებლობებს, ენას, ყველაფერს ამოწმებენ და შემდეგ გასაქმებენ. 

– დღეს ვისთან მუშაობ?

– ვისთანაც ახლა მე და სოფო ვმუშაობთ, არის ავტომრბოლელი, რომელსაც ხშირად უწევს გადაფრენა-გადმოფრენა. მას მამამისმა ძალიან დიდი უძრავი ქონება დაუტოვა. 

–  ასე თუ ისე მესამე ეტაპიც განვიხილეთ. ახლა გეგმებზეც მომიყევი.

– ახლა ვაპირებ, სიგარეტს თავი დავანებო და თუ საკუთარ თავს მოვერევი, წინსვლები მელოდება... ამერიკაში მნიშვნელოვანია,  ხარ თუ არა მწეველი. იქ ისე მივეჩვიე, აქ რომ ჩამოვედი, ტაქსიში ჩაჯდომისას ფასი კი არ ვიკითხე, არამედ, მოწევა თუ შეიძლება-მეთქი. „კი, ძმაო”, – იყო პასუხი. აუ, შენ გაიხარე (იცინის)... აბა, იქ რომ მოწიო, ან ორმაგს გადაგახდევინებენ, ან მანქანიდან გადაგაგდებენ.

– როგორც მსახიობს, არ გაქვს სიახლეები?

– როგორც მსახიობმა, რამდენიმე პროექტში მივიღე მონაწილეობა. მანამდე, ჯერ მამაჩემი გარდაიცვალა და, ისე მოხდა, რომ ვერ ჩამოვედი დაკრძალვაზე, შემდეგ – დეიდაშვილი, ჩვენ ერთად გავიზარდეთ, მაგრამ, ვერც მის დაკრძალვას დავესწარი. ფსიქოლოგიურად დიდი დარტყმა მივიღე. თუმცა, ამ ტრაგედიების შემდეგ ჩემი მსახიობური აღმასვლა დაიწყო.

– როგორ?

– ამერიკაში არის ერთ-ერთი ცნობილი სააგენტო და, ჩემდა ბედად, აღმოჩნდა, რომ ამ სააგენტოს ქასთინგის დირექტორი ჩემი მეზობელი ყოფილა, რომელიც შემთხვევით გავიცანი ლიფტში.

– ესე, იგი ქართული მეზობლობის ტრადიციამ თავისი შედეგი გამოიღო...

– ერთი სიტყვით, როდესაც მეთხუთმეტე სართულზე ავდიოდი, ის კი მეჩვიდმეტეზე, მივხვდი, რომ ჩემთან ერთად ის გრანტ ვილფლი მგზავრობდა, რომელზეც ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ვიცოდი, რომ ის არის სარა-ჯესიკა პარკერის მეგობარი... მოკლედ, მოვხვდი ამ სტუდიაში და მომდის რაღაც პროექტებში მონაწილეობის უფლება. მაქვს პატარ-პატარა კიბეებზე ასვლის მომენტები.

– ამ პროექტებზეც გვიამბე. 

– პირველი არის მარტინ სკორსეზეს პროექტი, სადაც უმნიშვნელო ეპიზოდში ვიღებ მონაწილეობას, მაგრამ ჩემთვის საინტერესოა, რომ რაღაც ნაბიჯი გადავდგი. მეორედ უფრო გამიმართლა და პირადად უილ სმიტთან ერთად მომიხდა მუშაობა გადასაღებ მოედანზე. ეს არის „მენ ინ ბლექ”, ანუ, „კაცი შავებში“, მესამე ნაწილი.

– აქ რა როლი გაქვს?

– ძაღლების გამსეირნებელი ვარ.  ძალიან საინტერესოა ამ ადამიანებთან ურთიერთობა. მაგალითად, უილ სმიტმა ჯორჯია იცოდა. 

მესამე პროექტი პილოტებზეა. იქ ცუდ ბიჭს ვთამაშობ. 

– თქვენ და სოფოს საერთო შვილზე არ გიფიქრიათ?

– როგორ არა. ბოლო პერიოდში ბევრი სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში: ჯერ ის, რომ სოფო გავიცანი, თუნდაც ის, რომ ჩამოვედი და მოვინახულე ყველა... იმედია, რომ ეს სასწაულიც, რაზეც შენ მეკითხე, მალე იქნება. ანდრია ძალიან ელოდება და ძალიან აინტერესებს,  ბიჭი იქნება თუ გოგო.

 

 

скачать dle 11.3