კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და რატომ მიიჩნევს დავით კალანდაძეს მოღალატედ და რისი გაკეთება მოახერხა მან რამდენიმე თვეში, რისთვისაც სხვებს მრავალი წელი სჭირდებათ

მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი, დავით კალანდაძე, სულ უფრო და უფრო წინ მიიწევს და პოპულარული ხდება რუსულ შოუ-ბიზნესში. მისი პოპულარობა წლების წინ დაიწყო, პროექტით „დომ დვა”, რომლის ფინალისტიც ის გახდა. უკვე წელიწად-ნახევარია, დავითი აქტიურად ჩაება შოუ-ბიზნესში და დროის ამ მცირე მონაკვეთში ბევრი რამ გააკეთა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ მას მაშინ დავუკავშირდით, როცა გეზი იტალიისკენ ჰქონდა აღებული. თუ რა გეგმებით მიდიოდა იქ მომღერალი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. 

 

– როგორც ვიცი, ძალიან წარმატებულად მიიწევს შენი კარიერა წინ და ბევრი სიახლე გაქვს.

– დიახ, მართლაც ბევრი ახალი რამ გავაკეთე. დუეტი („მეჟდუ ნამი ნებო”), რომელიც ანასტასია პრიხოტკოსთან ერთად ჩავწერე, უკრაინაში უკვე 3-4 თვეა, ჰიტ-პარადში პირველ ადგილს არავის უთმობს. ამ სიმღერას მალე მოსკოვშიც დავატრიალებთ. ამჯერად მოსკოვის რადიოებში ჩემი სიმღერა – გიგა კვენეტაძის „როგორ მინდა მოგეფეროს” რუსული ვერსია გადის აქტიურად. ამ დღეებში, იტალიიდან რომ ჩამოვალ, კლიპის გადაღებებს ვიწყებთ სიმღერაზე „ტი ბოლშე ნე მოია,” რომელსაც რეპერ ძინო ემსთან ერთად ვმღერი. ძალიან მაგარი სიმღერაა, რადიოები უკვე ელოდებიან, როდის მივცემთ გაშვების უფლებას. რუსეთის ტელევიზიის „პირველმა არხმა“ ჩემი სიმღერა, „მეჟდუ ნამი ნებო,” ფილმის საუნდთრეკად აიღო, რაც, დამეთანხმებით, დიდი მიღწევაა და დღემდე მე თვითონ მიკვირს. ამ ფილმში ბევრი ცნობილი მსახიობი მონაწილეობს. უკრაინის ერთ-ერთმა არხმაც აიღო ჩემი სიმღერა „ესლი სოლნცე ნე სვეტიტ” საუნდთრეკად. ამ სიმღერაზეც გადავიღე უკვე კლიპი, რომელშიც ქართველი გოგონა მონაწილეობს. ის ჯგუფ „ნიკიტას” წევრია – იულია ქავთარაძე. 

– მასთან ერთად მღერი?

– სიმღერით არა, უბრალოდ, კლიპში გადავიღე როგორც სიმპათიური, ლამაზი გოგო. 

– არც მომავალში გეგმავთ ერთად დუეტში სიმღერას, როგორც რუსულ შოუ-ბიზნესში მოღვაწე ორი ქართველი? 

– ასეთი რამ ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.

– მოკლედ, როგორც ინტერვიუს დასაწყისში აღვნიშნე საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობ.

– დიახ, რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი ამ ზაფხულს გაკეთდა. ყოველდღე გადაღებებითა და სიმღერების ჩაწერით ვიყავი დაკავებული. ჯერ ყველაფერი წინ არის, რადგან, ძალიან ცოტა ხანია რუსულ შოუ-ბიზნესში ვარ. წელიწადნახევარი შოუ-ბიზნესისთვის არაფერს ნიშნავს. ამიტომ, რაც ამ პერიოდში გავაკეთეთ, ძალიან დიდი მიღწევაა. ზოგი ამას 10-15 წელიწადი მაინც უნდება. ყველაფრისთვის ჩემი პროდიუსერის, ოქსანა ბოიკოს მადლობელი ვარ.

– ამ წუთებში გასამგზავრებლად ემზადები და აეროპორტისკენ მიეშურები. რა ხდება იტალიაში?

– იტალიაში შოპ-ტურზე მივდივარ. მომღერალი კარგად უნდა იმოსებოდეს და ამიტომ გავაკეთე იტალიაზე არჩევანი.

– რამდენ დღეს გასტანს შენი შოპ-ტური?

– ალბათ, ერთი კვირით დავრჩები იტალიაში. უკან რომ დავბრუნდები, მოსკოვში ჩემი პირველი ალბომის პრეზენტაციაა დაგეგმილი. ამის მერე კი ახალი კლიპის პრეზენტაციას ვგეგმავთ. 18 ოქტომბერს დაბადების დღე მაქვს და, ალბათ, იუბილესაც აღვნიშნავ. ერთ რამეზე მწყდება გული. რუსეთში კი ვაკეთებ ბევრ რამეს, მაგრამ, საქართველო ნაკლებად ინტერესდება ჩემით და ისე აქტიურად არც სიმღერები ჟღერს რადიოში და არც კლიპი ტრიალებს ტელევიზიაში.

– ეს იმის ბრალი ხომ არ არის, რომ საქართველოში ძალიან იშვიათად ჩამოდიხარ და ხალხს დავიწყების საშუალებას აძლევ?

– მართალია, საქართველოში იშვიათად ვახერხებ ჩამოსვლას, მაგრამ, რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ. პრინციპში, ყველა მიცნობს, რადგან ქართული პრესიდანაც მიცნობენ და ტელევიზიიდანაც. არ ვიცი, ჩემგან რას ელოდებიან. მე პირადად მათგან ველი მხარდაჭერას.

– ქართულად გიჭირს საუბარი.

– უკვე 15 წელია, აქ ვარ და, ალბათ, ამიტომ.

– შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? გავიგე რომ სიახლეებია.

– მაგალითად, რა?

– ერთ-ერთი მომღერლისა და შენს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ დაიწერა რუსულ პრესაში. მართალია?

– ალბათ ანასტასია პრიხოტკოს გულისხმობთ. ჩვენ შესახებ დაიწერა, მაგრამ, ეს სიმართლე არ არის, მხოლოდ ყვითელი პრესის მონაჭორია. ანასტასიას ქართველი მეუღლე ჰყავს, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია. მე, როგორც ქართველი მამაკაცი, ასე ვთქვათ, ჩემი ძმის მეუღლეს არასდროს შევხედავ როგორც ქალს, ეს გამორიცხულია. 

– ჭორაობენ იმაზე, ვინც პოპულარულია, ასე რომ, ეს არც არის გასაკვირი. რაც დრო გავა ალბათ, ყვითელი პრესის მსხვერპლიც უფრო ხშირად გახდები.

– ალბათ ასე იქნება და მე მზად ვარ. აქ მომღერლები შოუ-ბიზნესში სახელის დასამკვიდრებლად და ხალხის ყურადღების მისაპყრობად სულსაც კი მიჰყიდიან ეშმაკს. ყველაფერზე წამსვლელები არიან, რაც ჩემთვის მიუღებელია. მე ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ პატიოსანი კაცი ვარ და ასეთ რაღაცეებს არ ვიკადრებ. 

– როცა საკუთარ თავზე ჭორს იგებ, თუ მოქმედებს შენზე?

– არა, არანაირად. რატომ უნდა იმოქმედოს? ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ.

– საქართველოში თუ გეგმავ ჩამოსვლას?

– ალბათ, ნოემბრის დასაწყისში ჩამოვალ, ჩემი ძმის ქორწილისთვის. 

– შენ არ გეგმავ დაოჯახებას ახლო მომავალში?

– უჰ, ალბათ მალე. 

– ანუ, შენს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელთანაც ოჯახს შექმნი?

– ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. ეს იმიტომ კი არა, რომ თავს ვიფასებ, არამედ, თვალი რომ არ ეცეს ჩვენს ურთიერთობას (იცინის). როცა ამის დრო მოვა, ფაქტის წინაშე დაგაყენებთ.

– მართალია, რუსულ შოუ-ბიზნესში აქტიურად ხარ ჩართული, მაგრამ, საქართველოში დაბრუნებაზე ჯერჯერობით არ ფიქრობ?

– იცი რა, ახლა რომ ჩამოვსულიყავი მოსკოვში, ან ორი-სამი წლის წინ, არც დავფიქრდებოდი, უკვე თბილისში ვიქნებოდი, ასპროცენტიანი. მაგრამ, უკვე 15 წელია, მოსკოვში ვარ და ყველაფერი აქ მაქვს. ამდენი ხანია, ვწვალობ, ახლა დავიწყე საძირკველიდან შენება და ახლა ამ ყველაფერს მართლა ვერ მივატოვებ. სადაც მე და ჩემს ოჯახს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება გვექნება, იქ ვიცხოვრებ. შეიძლება, საქართველოსთვის აქედან უფრო მეტი გავაკეთო, ვიდრე თბილისში ცხოვრების შემთხვევაში. თავის დროზე საქართველოში რაღაცის გაკეთების საშუალება რომ მქონოდა, არსად არ წავიდოდი და მანდ ვიცხოვრებდი. მე რომ საქართველოდან წამოვედი, ომი და უბედურება იყო თბილისში: არც შუქი გვქონდა, არც წყალი და არც არაფერი. რა უნდა მეკეთებინა? იძულებული ვიყავი, სადმე წავსულიყავი და დრო უქმად არ დამეკარგა. ბევრი ჩემნაირ ხალხს მოღალატეებად თვლის, მაგრამ ეს ასე არ არის. წლების წინ საქართველოდან იმიტომ წავედი, რომ, ელემენტარულად ოჯახი მერჩინა. ყველას გასაგონად ვიტყვი: რადგან აქ ვარ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ნაკლების გაკეთება შუმიძლია. შეიძლება, უფრო მეტიც გავაკეთო, ვიდრე ნებისმიერმა მანდ მცხოვრებმა ქართველმა. რუსეთმა კი ძალიან დიდი შანსი მომცა და კარგად მიმიღო. მადლობის მეტი რა მეთქმის. 

– შენს გულშემატკივარს რას ეტყვი ინტერვიუს დასასრულს?

– ყველას ვუსურვებ, ყოველთვის ერთად იყვნენ, რადგან ეს ქართველებს ყოველთვის გვაკლდა. რაც საქართველოში ახალმა პრეზიდენტმა გააკეთა, მე პირადად, ძალიან მომწონს. ვერ ვუგებ ქართველებს, რომლებიც მაინც მისი უმადურები არიან. ინდივიდუალურად ყველა ქართველს თავი მეფე ჰგონია და, უნდათ, რომ სამსახურიც და ფულიც ეგრევე „პოდნოსით“ მიუტანონ. ასე არ ხდება... თუ ყველამ არ დაუჭირა მაგ კაცს მხარი, ისე არაფერი გამოვა. მე კარგად მახსოვს, გუშინ „კერასინკაზე“ ხელებს რომ ითბობდნენ ქართველები და ნატრობდნენ: ღმერთო, შენი ჭირიმე, ისეთი კაცი მოგვიყვანე, შუქი მაინც რომ მოგვიტანოსო. კაცმა ყველაფერი გააკეთა, რაც მთავარია, საქართველოში ქურდული მენტალიტეტი მოსპო... ხომ უნდა დავაფასოთ ერთმანეთი? რამდენჯერ უნდა შევცვალოთ პრეზიდენტი?! ყოველ შემთხვევაში, რაც საქართველოში ხდება, ძალიან მომწონს და ძალიან მოხარული ვარ. 

 

 

скачать dle 11.3