კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროექტი – „ოკუპაცია“

ანუ ოკუპაციის რეალური ფასი

იმის გარდა, რომ დედაქალაქს „ოკუპაციის მუზეუმი“ გვიმშვენებს (რაც, ერთი მხრივ, საბჭოთა ტირანიისგან გამიჯვნის გამოხატულებაა და, მეორე მხრივ, რუსული იმპერიალიზმის არგუმენტირებული ლანძღვის დაუშრეტელი საშუალება), პროექტ „ოკუპაციასაც“ ვახორციელებთ. თუმცა, ჩვენ რა, იქ, ზემოთ, ახორციელებენ. პროექტის სულისჩამდგმელი, სხვათა გვერდით, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის შეუცვლელი თავკაცი, ხალხის რჩეული შოთა მალაშხიაცაა (რომლის ღვწამაც, მართალია, დე-ფაქტო ტერიტორიების ერთი გოჯიც ვერ შეგვმატა, სამაგიეროდ, თავად ამ თემაზე წიგნებსაც გამოსცემს და აგერ უკვე კინოდოკუმენტალისტიკასაც შეეჭიდა). ჰოდა, რაკი „ჭიდაობას რა უნდა“, 7 ნოემბრიდან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით ყოველდღე გავა ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი 20 დოკუმენტური ფილმი. როგორც შევიტყვეთ, პროექტის მესვეურები ოკუპაციის მხოლოდ ადგილობრივი პრობლემატიკით არ შემოფარგლულან. ასე მაგალითად, სულ ბოლო, მეოცე სერიას ეწოდება: „ბოლო საბჭოთა ოკუპაცია“ და ის, არც მეტი, არც ნაკლები, საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთის ოკუპაციას შეეხება (თუმცა ისიცაა, რომ ეს ჩვენთვის ფრიად ახლობელი თემაა, რადგან კოალიციის მხარდამხარ ზეაქტიურად ვართ ჩართული ავღანეთის გადემოკრატიულების საქმეში). ასეა თუ ისე, ზემოხსენებული ბ-ნი მალაშხია დარწმუნებულია, რომ „დღევანდელი, თანამედროვე რუსეთის ხელისუფლება სწორედ საბჭოთა კავშირის საოკუპაციო პოლიტიკას განაგრძობს“.
ჩვენ, ბუნებრივია, ხალხის რჩეულისა და ახლა უკვე კინოდოკუმენტალისტის აზრს თავიდან ბოლომდე ვიზიარებთ, ოღონდ, „ოკუპაციის“ მთელ ამ პროექტს შავ ლაქად გასდევს ერთი მეტად უსიამოვნო ფაქტი: ქართულ სასამართლოს (ესე იგი, ქართულ სახელმწიფოს) საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთათვის კომპენსაციად 200-დან 400 ლარი ემეტება (გამოდის, რომ ოკუპაციის რეალური ფასი, ჰა და ჰა, 400 ლარია). ეს კი, პროექტ „ოკუპაციის“ მასშტაბის გათვალისწინებით, გვაფიქრებინებს, რომ კვლავაც ცოცხალია ოკუპაციისდროინდელი ლოზუნგი: „მილიონების სიკვდილი მხოლოდ სტატისტიკაა“?!

скачать dle 11.3