შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: მყავს 31 წლის შვილი. დაბადებულია 1978 წლის 26 ივლისს, გამთენიისას. ბავშვობის ასაკში გაუთვითცნობიერებლად ხატავდა გველებს. რაც წამოიზარდა, იმ პერიოდიდან დღემდე, სულ პრობლემური სიტუაციები აქვს. რით შეგიძლიათ ეს აგვიხსნათ? ხომ არ არის ეს გველებთან დაკავშირებული, რაიმე მისტიკური და ხომ არ აქვს ამას რამე კავშირი მის პრობლემებთან?
პასუხი: რასაკვირველია, ამას კავშირი აქვს, რადგან გველი ეს არის ნეგატიური, შავი ძალის მოციქული. ამიტომ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს შვილს ენერგეტიკული დაბინძურება აქვს. გველი კი მისი ტოტემური შავი ძალების გამომხატველია. უპირველესად, მას სჭირდება ქრისტიანული გამოლოცვა. დაბადებისთანავე ბავშვს შეიძლება წინაპრებიდან გამოჰყვეს, თუ ისინი იყვნენ დაკავებული შავი მაგიით, ენერგოდაბინძურება და შესაძლოა ეს პრობლემაა სწორედ თქვენი შვილის შემთხვევაში.
კითხვა: დავიბადე 1975 წლის 5 მაისს. სავარაუდოდ, ღამის პირველი საათიდან 5 საათამდე. რომელ სფეროში მოვსინჯო ძალები და რა პროფესიაში გამიმართლებს. იქნება თუ არა მომავალი წელი წარმატების მომტანი?
პასუხი: მომავალი წელი გაცილებით უკეთესი და წარმატებული იქნება, განსაკუთრებით კი 26 იანვრის შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ თქვენი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს, ამიტომ სამშობლოში ცოტა მეტი პრობლემები და წინაღობები გექნებათ. მაგრამ, თუ აქაც მეტ ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, შრომისუნარიანობას გამოავლენთ, მეტად დააღწევთ პრობლემებს თავს. კარგია უცხოეთში სწავლა და მუშაობა, სადაც დააგროვებთ ცოდნას და კაპიტალს და შემდგომ სამშობლოში შეძლებთ ამით ბარიერის გადალახვას. პროფესიებიდან კი წარმატების შანსი გაქვთ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია – საელჩოების და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, მედიცინა, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, სპორტი, მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი ან დიზაინი, საინჟინრო საქმიანობა, სამეცნიერო კვლევითი სფერო, სამხედრო სტრუქტურები, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი. ყველა ეს სფერო თქვენთვის წარმატებულია.
კითხვა: დავიბადე 1987 წლის 31 მაისს, 16 საათსა და 40 წუთზე. მაინტერესებს რომელი ქვეყანაა მისაღები, რომელი პროფესია იქნება ჩემთვის წარმატებული, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გაამართლებს ქორწინება და რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმულ მისიაა ის, რომ გამოავლინოთ დადებითი თვისებები, იყოთ აქტიური, ინიციატივიანი, შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა; სადაც საჭიროა, უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების იყოთ, დაეყრდენით კეთილშობილებას, ოპტიმიზმს, ცოდნის ბაზას და კომუნიკაბელურობას. ის ხელს შეგიწყობთ წარმატებების მიღწევაში. პარტნიორებიდან კარგია ურთიერთობა „კუროს”, „ლომის”, „ვერძის”, „სასწორის” და „მერწყულის” ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. უფრთხილდით „მშვილდოსანს”, „ქალწულს” და „თევზებს” ამ მხრივ. დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა საშუალოა. პროფესიებიდან კარგია: მანქანათმშენებლობა, სამხედრო სტრუქტურები, საინჟინრო საქმე. სამეცნიერო-კვლევითი სფერო, ფსიქოთერაპია, ფსიქოლოგია, ქვეყნებიდან კი კარგია: ინგლისი, დანია, ვენესუელა, ავსტრალია, შვეცია, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი; აქვე გეტყვით, რომ ზოგადად უცხოეთი თქვენთვის არ არის წარმატების მომტანი და თუ არ გამოიჩინეთ ორმაგი ძალისხმევა და გადალახეთ ბარიერები, უცხო მხარეში ძალიან გაგიჭირდებათ.
კითხვა: დავიბადე 1993 წლის 6 ივლისს, 4 საათსა და 20 წუთზე. რომელი პროფესიაა ჩემთვის სასურველი და რომელ ქვეყანაში გამიმართლებს უფრო მეტად?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კოსმიური მისიაა. ამიტომ, უცხოეთთან ურთიერთობა სასურველი კი არა, აუცილებელია, თუმცა, კონტაქტი სამშობლოსთანაც უნდა გქონდეთ. ქვეყნებიდან კი კარგია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, ესპანეთი, სერბეთი, სლოვენია, პორტუგალია, იტალია, არგენტინა, ჩინეთის ჩრდილო ნაწილი, ეგვიპტე, ესპანეთის კატალონიის მხარე, ტიბეტი, მონაკო, ლატვია და ავსტრია. პროფესიებიდან კი კარგია, სპორტი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია, იურისპრუდენცია, პედაგოგიური სფერო, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელი სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია და ფსიქოლოგია. ეს სფეროები მეტად წარმატებულია თქვენთვის.