კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტკბილი ნოემბერი

„გამაქანე, გამაქანე“…

ჯერ ნოემბერი არ დამდგარა, თუმცა, უკვე ვიცით, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს – ნატოს საბჭოს მორიგი სხდომა თბილისში სწორედ შემოდგომის ბოლო თვეს გაიმართება. ეს მართლაც „სამაღარიჩო“ ამბავი პირადად ნატოს გენმდივანმა რასმუსენმა მოგვახსენა. მომყავს ციტატა: „ნატო საქართველოში სრული შემადგენლობით ჩავა!“ ბუნებრივია, ჩვენი ჩრდილოატლანტიკელი მეგობრები მხოლოდ შუშის ხიდის შესათვალიერებლად და რიყის პარკში რელაქსაციისთვის არ მოცდებიან. ამიტომაც, ბ-ნმა რასმუსენმა განმარტა, რომ ამ გამსვლელი სხდომის მიზანი სიტუაციის ადგილზე შესწავლაა. შესასწავლი სიტუაციის თემატიკა კი შემდეგნაირია: „რამდენად შეესაბამება დღეს საქართველო ნატოს სტანდარტებს, შეფასდეს მისი სამხედრო ბიუჯეტი და თავდაცვითი პოტენციალი. ასევე, საქართველოს მონაწილეობა თავდაცვით ოპერაციებში.“
პარლამენტის თავმჯდომარე (ბუნებრივია, ჩვენი პარლამენტის) დარწმუნებულია, რომ „ჩვენ ამისთვის მზად ვართ“ (ამისთვის, ანუ, ნატოში გაწევრიანებისთვის). აი, ვიცე-პრემიერი ბარამიძე კი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ ნატოში, შესაძლოა, ტერიტორიების დაბრუნებამდე გავწევრიანდეთ (აი, იმასაც თუ დაგვიზუსტებს, დარჩენილ ტერიტორიებს რას მოუხერხებს, ააშენებს ღმერთი!).
ასეა თუ ისე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი ისევ აშშ-ა, დანარჩენი წევრებისა და, ბუნებრივია, სრულიად ნატოს პოზიციას კი მორიგ სამიტზე შევიტყობთ (აშკარაა, ის „მაფზე“ უკეთესი არ გამოგვადგა, ასე რომ, მგონი, ისევ „მაფი“ გვირჩევნია).
რაც შეეხება რასმუსენის განცხადებას (ნატო სრული შემადგენლობით თბილისში ჩავაო): ჩვენ რომ წაგვიყვანონ, ის არ ჯობია?!

скачать dle 11.3