კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დაუშანტაჟებლობის“ გარანტია

გულწრფელობის დეფიციტი

იმას გარდა, რომ საქართველოს პარლამენტი საგადასახადო კანონმდებლობაში ცლილებების შეტანაზეა დაქიჩმაჩებული, თითქმის უკვე დაამტკიცა (მესამე მოსმენაღა დარჩა) „სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის ძალითაც სახელმწიფო ქონების აქციები და წილები უცხოურ ბირჟებზე, შეიძლება, გაიყიდოს. ამ გზითა და საშუალებით, მთავრობა რკინიგზის, ელექტროსისტემისა და, ზედაც, გაზისა და ნავთობის კორპორაციის აქციების საპრივატიზაციოდ ემზადება. რაც შეეხება საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე მაგისტრალური გაზსადენის აქციების განთავსებას (ეს ის მაგისტრალური გაზსადენია, რომლის გაუსხვისებლობის პირობაც ამერიკის მთავრობას ჩვენი მშობლიური მთავრობისთვის 2011 წლის მარტამდე ჰქონდა ჩამორთმეული და რომლის ლამის ერთადერთი მყიდველი „გაზპრომია“, რომ რუსეთიდან ირანამდე გაზსადენი განაღდებული ჰქონდეს): სწორედ ამ გაზსადენის შესახებ აცხადებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, რომ აქციებს ნებისმიერს მიჰყიდიან, ვისაც კი ჯიბეში საკმარისი თანხა უჩხრიალებს (უფრო ზუსტად, „მას მიჰყიდის, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის“) და არც იმის გამო დაიხევს უკან, თუ ასეთებად თვით მარსელებიც კი მოგვევლინებიან. ამ იუმორისტული პასაჟიდანვეა გასაგები, რომ ამით ბ-ნი ხეთაგური საკითხის პოლიტიზებას აქილიკებს (კერძოდ, მისი აზრით, „საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორია და ამ მიმართულებით ვერც გეოპოლიტიკურ პრობლემას ხედავს“).
რთული სათქმელია, რამდენად გულწრფელია ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი ენერგეტიკოსი, რადგან, მაგალითად, „ვიკილიქსის“ ცნობით, 2008 წელს იგივე ბ-ნი ხეთაგური აშშ-ის სახდეპარტამენტს შესჩიოდა, ენგურჰესით რფ გვაშანტაჟებს, ამიტომაც მართვაში უნდა გადავცეთო (ხოლო, მოარული ხმებით, 2005 წელს ელექტროენერგია იმიტომაც გაძვირდა, რომ „რაომ“ იმავე ხერხს მიმართა).
ვითომ დაუშანტაჟებლობის გარანტია მიიღო „მარსელებისგან“ თუ უფრო – პირიქით?!

скачать dle 11.3