კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კუჭზე გავლით

„როცა გშია, ზაქარია“

 

მართალია, პოლიტიკური პარტიები უფრო იმას არკვევენ, ვის და რამდენი პროცენტი ერგო, თუმცა, „ენ დი აის“ კვლევაში არანაკლებ საინტერესოა, თუ როგორ გადანაწილდა ადგილები საქართველოს მოქალაქეთა მიერ „ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების“ შეფასებისას. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა 62 პროცენტს ნომერ პირველ პრობლემად უმუშევრობა მიაჩნია (სხვათა შორის, ზუსტად იმდენს, რამდენიც პრეზიდენტ სააკაშვილის კურსს იწონებს), მეორე ადგილი (42 პროცენტით) ფასების ზრდასა და ინფლაციას ერგო, ხოლო ტერიტორიული მთლიანობა მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა (31 პროცენტი) და სიღარიბის მაჩვენებელს გაუტოლდა.

მეორე მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებში 74 პროცენტით, თურმე, დასაქმება ლიდერობს, მეორე ადგილს ელექტროენერგიისა და დასუფთავების ერთმანეთზე გადაბმა იკავებს, კომუნალური მომსახურების ღირებულებით შეწუხებულებს კი (37 პროცენტს) ტერიტორიების რღვევით შეწუხებულებისთვის გადაუჭარბებია (ვიმეორებ, 31 პროცენტი). მეტიც, 32 პროცენტს პრობლემად ტრანსპორტის გაძვირება მიაჩნია. სხვათა შორის, საბავშვო ბაღების საკითხი მნიშვნელოვან პრობლემად გამოკითხულთა მხოლოდ 9 პროცენტს მიაჩნია, ხოლო საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა –ოთხად ოთხ პროცენტს (რაც, სავარაუდოდ, იმასაც ნიშნავს, რომ ბავშვების სიმრავლით მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნით).  

თუ გავიხსენებთ, რომ 2011 წლის მარტში ჩატარებული კვლევით, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა 7 პროცენტით მეტს აწუხებდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ „როცა გშია, ზაქარია,“  არა მხოლოდ ცივი მჭადი შაქარია.

 

скачать dle 11.3