კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გათურქმენბაშებულები

ანუ სკოლის დირექტორთა უკიდეგანო ვნებანი.

იმ მარტივი მიზეზით, რომ პოლიტსცენაზე ისეთი ამბებია, ლამის თავიც და ორიენტაციაც დაგეკარგოს (სხვათა შორის, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით), განათლებისა და მეცნიერებისთვის მაინცდამაინც არავის სცხელა. ჰოდა, რაკი ნაკლებად სცხელათ, მოსწავლე-პედაგოგთა მოარული ხმებით, სკოლის დირექტორები თავ-თავიანთი ვნებების დაოკებით გართულან (თან, აგერ უკვე ზაფხულიდან მოყოლებული). სანდო წყაროს ცნობით, სახელდობრ, თბილისის 52-ე სკოლის დირექტორს მასწავლებელთა ეგრეთ წოდებული „შავი სია“ შეუდგენია (ვითომ ოკუპაციის სევდა მოეძალა). სახელწოდებიდანვე ჩანს, რომ „შავ სიაში“ პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო პედაგოგები მოუთავსებია. როგორც „შავსიელებისთვის“ თავად განუმარტავს, „დავალება ქვეყნის უშიშროების სამსახურიდან მიუღია (გაწმინდეთ სკოლა მავნე ელემენტებისგანო)“. იმის გამო, რომ კანონების კარგად მცოდნე ერთ-ერთი პედაგოგი რკინის ქალამნების ჩაცმითა და თვით უშიშროების სამსახურის შეფთან ამ საკითხის გარკვევით დამუქრებია, დირექტორი სანგარში გაწოლილა (მეორე მხრივ, ამ აგენტ-რეზიდენტებით გაძეძგილ ქვეყანაში, ნაკლებ სავარაუდოა, საქართველოს უშიშროება სკოლის მასწავლებლებისთვის მომცდარიყო).
როგორც აღმოჩნდა, ეს დირექტორთა თვითშემოქმედების მხოლოდ ერთი გამოვლენა არ ყოფილა. მაგალითად, 52-ს მინუს ერთ ნომერ სკოლაში დირექტორს პედაგოგები დაუვალდებულებია, სამედიცინო შემოწმება გაიარონ (ოღონდ, არა სახელმწიფო დაზღვევის პოლისებით), ბუნებრივია, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა პედაგოგებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების სურვილი. მეტიც, სამედიცინო დაწესებულებაც თავად შეურჩევია და, რაც მთავარია, განუმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის საჭირო თანხას ხელფასებიდან ავტომატურად ჩამოაჭრიან. რაკი სიტყვამ მოიტანა, აქვე ვიტყვი, რომ ზემოხსენებულ 52-ე სკოლაში პედაგოგები კორპორატიულად „ჯეოსელის“ ქსელში ჩაურთავთ (ბუნებრივია, დირექციის გადაწყვეტილებით) და განუმარტავთ, რომ, იმის მიუხედავად, ისარგებლებენ თუ არა „ჯეოსელის“კორპორატიული ნომრით, ხელფასიდან ყოველთვიურად 3-3 ლარს ჩამოაჭრიან (მიმიქარავს პინოჩეტი!). თუმცა, მაგალითად, 117-ე საჯარო სკოლის დირექტორი სულ სხვა გზით წასულა და მეთორმეტეკლასელებისთვის გამოუცხადებია, რომ დეკემბერში სასკოლო გამოცდებს ატარებს და, იმ მოსწავლეებს, რომლებიც ამ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ, სკოლიდან გაყრის (სამწუხაროდ, სკოლის მოსწავლეებმა არ იციან, რომ, მათ კი არა, სწორედ იმ სკოლის დირექტორებს მიაბრძანებენ, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ სწავლებას).
აქედან გამომდინარე კი, ვფიქრობ, არ გვაწყენდა, თუკი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის დირექტორთა ქცევით დაინტერესდებოდა (ფინანსების შემოწმების ჩათვლით), სანამ ეს უკანასკნელები თვალსა და ხელს შუა გათურქმენბაშებულან!

скачать dle 11.3