კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოაჩინა ლალი მოროშკინამ შვილი დიდ, ნახევრად შიშველ ბევრ გოგოსთან კატასავით მოკრუტუნე

ახალმა რუბრიკამ პირველივე რესპონდენტთან გაამართლა. მართალია, ლალი მოროშკინასთან ცოტა უიმედოდ მივდიოდი – მეშინოდა, ინტერვიუ ბავშვური არ გამოსულიყო და 12 წლის გიორგის ასაკის შესაბამისი კითხვები არ დაესვა, მაგრამ, თურმე, ვცდებოდი. ინტერვიუმ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და გიომ დედისგან საკმაოდ გულახდილი და საინტერესო ინტერვიუ აიღო. 

 

– პირველ ყოვლისა, მაინტერესებს, ძალიან ბევრი ფული რომ გქონდეს ჯერ რას გააკეთებდი?

– შენ ჩაგიკუჭავდი ჯიბეში (იცინიან). გავისტუმრებდი ჩემი და ჩემი ახლობლების ვალებს, რომელიც ყველა ბანკიდან არის გამოტანილი. თუ ძალიან დიდ ფულს გულისხმობ, რომელიც საბანკო კრედიტებს სცდება, მაშინ, ერთ დღეში დავცლიდი ქალაქს მათხოვრებისგან. ავუშენებდი ძალიან კარგ საცხოვრებელ სახლს, თავისი პირობებით, რომ ქალაქის სხვა მობინადრეები მათგან დატერორებულები აღარ იყვნენ. მარტო იმიტომ კი არა, რომ მორალურად ცუდად ხარ ამ ადამიანების სიდუხჭირით, არამედ, პირდაპირი მნიშვნელობით, გიკაკუნებენ, გიჩხაპნიან ფანჯრებს, იფურთხებიან.

– მე და სანდრო ასეთი კარგები და ჭკვიანები რომ არ ვყოფილიყავით, შენ როგორი დედა იქნებოდი?

– ვეცადე და თქვენი სახით ეს საყვარელი და სანუკვარი შედეგი მივიღე. როგორებიც იქნებოდით იმის მიხედვით მოვიქცეოდი. უზრდელობას რომ ვერ ვიტან, ხომ იცი?! ცემა-ტყეპაზე არ გადავიდოდი – იცი, ეს ჩემი სტილი არ არის. ადამიანმა თუ ცემა დაიმსახურა, მასთან ურთიერთობას ვწყვეტ. თქვენთანაც ანალოგიურად მოვიქცეოდი. სანდროს ვუთხარი ადრე, ნარკოტიკს რომ გაეკარო ან იქურდო, ფეხებში გესვრი და დაგაინვალიდებ-მეთქი. სახლში იქნები, საჭმელი-სასმელი გექნება, მაგრამ, ეტლიდან ვერ ადგები-მეთქი. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ ამის გამკეთებელი ვარ. ვინმემ, შეიძლება თქვას – „ბავშვთა უფლებები“... ბავშვის უფლებაა, იცოდეს, რას უნდა ელოდეს დედისგან, თუ არასწორად მოიქცევა. 

– შენი ახალი წიგნი გამოდის და როდის გავა გასაყიდად? ბევრი მეკითხება უკვე, თან, „ათიანები“ მინდა.

– წიგნები სკოლაში მასწავლებლებისთვის საჩუქრად მიაქვს და „ათიანებს“ იღებს (მე მომმართავს, – ავტორი). ერთ თვეში გამოდის ორი ახალი წიგნი იმ პრობლემატიკაზე, რომელიც თანამედროვე ადამიანებს ძალიან აწუხებთ. ჩემს და ჩემზე უმცროს თაობაშიც, ეს არის ინტერნეტში ჩაძირვის პრობლემა, როდესაც სიყვარულსაც სკაიპით ეძებენ, რასაც, უმეტეს შემთხვევაში, სავალალო შედეგები მოაქვს. მე და ერთმა ახალგაზრდა ყმაწვილმა (ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ბიჭია, რომელსაც წიგნის პრეზენტაციაზე წარვადგენ), ჩავატარეთ ექსპერიმენტი: მთელი წლის განმავლობაშაი სკაიპით მე მამაკაცებს, ის კი ქალბატონებს ვესაუბრებოდით. მათ არ იცოდნენ, ვინ ვარ, სულიერი ვარ თუ არა. გასაგიჟებელია, სადამდე მოჰყვებიან ისინი ამ ავანტიურას, როგორ არ ეცოდებათ საკუთარი თავი, მიფრინავენ სხვა ქვეყანაში... საზარელი ექსპერიმენტი იყო...

– მაინცდამაინც ვიღაც უნდა დაგვადგეს სახლში რაა!..

– დამშვიდდი, რამეს მოვახერხებთ. მეორე პრობლემაა, როდესაც პატარა ბიჭებს ჩემი ასაკის ქალები უყვართ, ან – პირიქით. ეს არის ამ საუკუნის პრობლემა. საინტერესოა, ფსიქოლოგიურად რა ხდება ამ დროს. შენც სულ დიდ გოგოებს ეპრანჭები...

– 18-19 წლის დიდი არ არის. 

– როგორ არ არის დიდი, 12 წლის ხარ. მაგრამ, ვერაფერს დაგიშლი, ჩვენ ერთმანეთის პირად ცხოვრებაში არ ვერევით. სხვათა შორის, სანდროზეც იგივე ამბავი გვჭირს...

– სანდრო საერთოდ სხვა პლანეტაზეა.

– სიყვარულის პლანეტაზეა ჩემი უფროსი ვაჟიშვილი. სანდროს თავისი ცხოვრება აქვს. ჩვენ არ ჩავერიეთ ჩვენი ბებიის ცხოვრებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაგვითხოვდა. მოკლედ, ყველა თავის ბუდეს იწნავს ჩვენს ოჯახში. მე და შენ შევრჩით ერთმანეთს, გიო (იცინიან). 

– რთულია თუ არა პოპულარობა და ორი ბიჭის დედობა?

– შენ, როგორც ჩემმა ეჭვიანმა მამაკაცმა, გადასარევად იცი, რომ პოპულარობა რთულია და ამის მსხვერპლი არაერთხელ ყოფილხარ...

– კი, მანქანიდან ერთს თავი ისე ჰქონდა გადმოყოფილი კინაღამ ხეს დაეჯახა.

– ფან-კლუბების თემაზე შენ, გიო, განსაკუთრებით ნერვიულობ. ძალიან რთულია, როდესაც  გვერდით ამხელა შვილები მოგყვებიან და ვიღაც კაცი აბსოლუტურად უტაქტოდ და უზრდელად მანქანაში გიძვრება. 

– კარგი მარტო ის აქვს, წიგნებს რომ წერ და „ათიანებს“ მიწერენ. ახლა თუ ორი წიგნი ერთად გამოვა, ნიშნების ოთხმოცი პროცენტი მაგაზე წავა და მე ოცი პროცენტის მეცადინეობა მომიწევს. 

– მოკლედ, შენი ბუღალტერია გაქვს (იცინიან). რაც შეეხება ბიჭების გაზრდას, მართლა რთულია და, თან, ამასთან ერთად, უნდა იზრუნო კარიერაზე, გქონდეს პირადი ცხოვრება. მიზეზი, რის გამოც, ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ მქონია, ერთია: თქვენ მხედავთ, სახლში როგორ ვალაგებ, ვაკეთებ სადილს, ვხეხავ იატაკებს, ვმეცადინეობ... ეს საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ, რადგან პოპულარული ვარ, საღამოს შამპანურის აბაზანაში ვარ ჩაწოლილი და კართან საჩუქრებიანი მამაკაცების რიგი დგას. 

– ერთხელ თანაკლასელმა მთხოვა სადღაც გამყევიო. ვერა, დედას უნდა მივეხმარო-მეთქი და გადაირია – დედაშენს დამხმარეები არ ჰყავსო?! 

– ასეთი წარმოდგენა აქვთ და მათი საპირისპიროში დაჯერება, პრაქტიკულად შეუძლებელია. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ, ჩემი შვილები ზრუნავენ ჩემზე და აფასებენ ჩემს შრომას. სახლში მისულს კისერი რომ მწყდება და ფეხზე ვეღარ ვდგავარ, ცოტა ხანს თუ არ მივწექი, არ არსებობს. ისე ჩუმად დადიან, ისე მიფრთხილდებიან, ვერ წარმოიდგენთ. ჩვენ ყოველთვის ერთად დავდივართ დასასვენებლად. სანდრო უკვე 25 წლის ხდება და, შეიძლება, დედასთან და 12 წლის ძმასთან დასვენების ინტერესი დიდად არ ჰქონდეს, მაგრამ არ არსებობს, ჩვენთან ერთად არ წამოვიდეს. ამიტომ, ის სისულელე, რაც შეიძლება ითქვას და დაიწეროს, მათთვის იმდენად მტკივნეული აღარ არის. 

– გასულ წელს ციმბირში გადასახლებას ველოდებოდით...

– „უსექსობა პატარა ქალაქში” რომ დავწერე, გიო ნივთებს ალაგებდა – ციმბირში გაგვასახლებენო. 

– პოპულარული კი არა, მათხოვარი რომ იყო, რას გააკეთებდი?

– შევეცდებოდი, არ მივსულიყავი გამათხოვრებამდე.

– თუ უკვე მათხოვრობ?

– ძალიან რთულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ფსიქიკაც მათხოვრული მაქვს. მაგრამ, თუ შენ იმას მეკითხები, რას გავაკეთებ, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდე, მაშინ, გეტყვი: თუ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, რომელმაც მათხოვრობამდე მიმიყვანა, ალბათ, ვიყაჩაღებ. 

– მერე მოვალთ მე და სანდრო და ფეხებში გესვრით (იცინიან).

– აქ ხომ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენ მყავხართ?! აუცილებლად სამაგიეროს გადავუხდი იმ ადამიანს, ვისგანაც ეს ყველაფერი მოდის. 

– წავიდოდი ვიმუშავებდი. სამუშაო ადგილი ყოველთვის მოინახება. 

– გამოვიდა, რომ შენგან განსხვავებით უფრო რადიკალური ვარ. 

– ბევრი პლუსი აქვს შენს პოპულარობას – ყველგან მცნობენ და...

– ბევრი ლამაზი და შენზე დიდი გოგო გეფერება – შენ ლალის შვილი ხარო?! ბაკურიანში ჟიურიში ვიყავი კონკურსზე „მის სპორტი“. საღამოს ვეძებ ჩემს უმცროს შვილს და აღმოვაჩინე ოთახში, სადაც ბევრი ნახევრად შიშველი გოგო იყო, ეს კი სადღაც შიგნით გორაობდა და ამბობდა, დედაჩემი მაღალ ქულებს მოგცემთო. პატარა კნუტივით იყო კუთხეში და კრუტუნებდა (იცინიან). მეორე დღეს კი მოსაკლავად დასდევდნენ, ქულები რომ ვერ მიიღეს... 

– ლალი, გინდა, რომ შენნაირი გოგო მოვიყვანო ცოლად? მე არ მინდა. 

– მოტივაცია მითხარი – რატომ?

– რად მინდა, მთელი დღე სახლში არ იქნება, ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლება. ეჭვიანობის გამო კი არ ვამბობ, არ მინდა ცოლი, რომელიც სულ სამსახურში იქნება.

– მე მინდა. მიყვარს პიროვნებად შემდგარი ადამიანი. გიორგი, როგორც ქართველი კაცი, სიტუაციიდან მარტივ გამოსავალს ეძებს. რად უნდა ცოლი, რომელიც იქნება მასზე პოპულარული და, შეიძლება, ჭკვიანიც?! – მარტივად, კავკასიურად გადაწყვიტა ამბავი. მე კი ვგიჟდები წარმატებულ ადამიანებზე. წარმატება გონებას, ინტელექტს უკავშირდება, სხვანაირად ის მარტივად წარმავალია. 20 წლის ლამაზი გოგო ხომ აღარ ვარ, 41 წლის ქალი ვარ, რომლის ლექცია, წიგნი, გამონათქვამები ხალხს აინტერესებს და, არ დავმალავ, ამისგან საოცარ თვითკმაყოფილებას განვიცდი. საპარლამენტო არჩევნები მოდის და არ დარჩენილა პარტია, საიდანაც შემოთავაზება არ მიმეღოს, თან, საკმაოდ მაღალ პოზიციებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ პოლიტიკაში გადავწყვეტ გზის გაგრძელებას, არჩევანი დიდი მაქვს. 

– ჯერ ხომ ყველა შოუში ლალია და, ახლა, ყველა აქციაზეც შენ უნდა იყო?! 

– შენ კარგად იცი, რომ თქვენთვის დრო ნებისმიერ შემთხვევაში მექნება.

– ვიცი, თუ ოდნავ ყურადღება მოგვაკლდება, სამსახურში თან წამიყვან. 

– ის, რომ თქვენ დედა არც ერთ ეტაპზე არ გაკლდათ, ჩემი გათენებული ღამეების, გაორმაგებული შრომის ხარჯზე მოხდა. ამ ყველაფერთან ერთად კი, პირადი ცხოვრების მოწყობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. არ ვარ ქალი, ვისაც გვერდით სრული ბედნიერებისთვის მამაკაცი სჭირდება. ჩემი ოჯახი ესენი არიან. მთავარია, მუდმივად გამაგრებული ფინანსური მდგომარეობა მქონდეს. მამაშენთან ერთად დასასვენებლად დავდივართ და ნებისმიერ დროს შემეძლოს ამ კავშირის აღდგენა, შერიგება.

– შერიგებულები არ ხართ? (იცინიან). 

– ყოველ შემთხვევაში, არ ვჩხუბობთ, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ცოლ-ქმარი უნდა გვერქვას. რა წუთშიც ხელის მოწერით ხდება კავშირი, იქვე მენგრევა და მეშლება ყველაფერი. არ მინდა, ეს მერე ცხოვრებას მიფუჭებს. 

 

 

скачать dle 11.3