კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გურიაში სათარეშოდ ჩასული მხედრიონელები და თავის გარყვნილებას გადაყოლილი კოკერ-სპანიელი

 

მხედრიონელები გურიაში

ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში მცხოვრებმა თემურ მანტკავამ მხედრიონელთა თარეშის დროს (როგორც თავად აღნიშნა), იმ მიზნით, რომ სიმწრით გამოხდილი არაყი მაინც შეენარჩუნებინა, შემდეგ ხერხს მიმართა: ორი ბოცა წყლით გაავსო და მარანში მოათავსა. როდესაც სასმელს მოწყურებული მხედრიონელები მის სახლში მივიდნენ და არაყი და ღვინო მოითხოვეს, ამ უკანასკნელმა ისინი მარანში ჩაიყვანა და უთხრა: თვითონ დარწმუნდით, რომ არც ერთი მაქვს და არც მეორეო. „სტუმრებს” გაუკვირდათ – აბა, ამ ბოცებში სხვა რა უნდა იყოს, თუ არა არაყიო?” ბატონმა თემურმა შესთავაზა: გასინჯეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ეს წყალია და არა არაყიო. როდესაც აღნიშნული სითხე ყველამ სათითაოდ დალია, გაკვირვებულებს შემდეგ კითხვა დაებადათ, რისთვის ინახავდა მასპინძელი წყალს მარანში. ბატონმა თემურმა მათი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და უპასუხა: მამაჩემმა  გარდაცვალების წინ მთხოვა, მიცვალებულს რომ გავაბანინებდი, წყალი არ გადამეღვარა და შემენახა. მეც მამის უკანასკნელი თხოვნა შევასრულე – ის წყალი ბოცებში ჩავასხი და მარანში შევინახეო.

ბუნებრივია, სანამ ქუჩაში გავიდოდნენ, ყველა სათითაოდ გამხდარა ცუდად, თუმცა, სინამდვილეში, ის წყალი ჭიდან ახალი ამოღებული ყოფილა.

გარყვნილი ძაღლი

ლალი მდინარაძე: „ჩემმა მეგობარმა დაბადების დღეზე საჩუქრად კოკერ-სპანიელის ლეკვი (კინგი) მომიყვანა, რომელიც ძალიან უწესო გამოდგა – ხალიჩა და საწოლი ტუალეტად აქცია, რაც საშინლად მაღიზიანებდა, მაგრამ ვერ ვაგდებდი, რადგან ძალიან მიყვარდა. ჩემმა მეგობარმა მასწავლა: კინგს თავის განავალში ჩააყოფინე ცხვირი და აბაზანის კედელზე მიარტყმევინე თავი და აუცილებლად გადაეჩვევა ხალიჩაზე და ლოგინზე მოსაქმებსო. რა თქმა უნდა, გავითვალისწინე ჩემი მეგობრის რჩევა და ერთი თვის განმავლობაში, როცა კინგი უადგილო ადგილას მოისაქმებდა, დავიჭერდი, ჩავაყოფინებდი ცხვირს თავისსავე განავალში და აბაზანის კედელზე მსუბუქად ვარტყმევინებდი თავს. მაგრამ, გადაჩვევის ნაცვლად, კინგი ამას ისე დაეჩვია, რომ როცა მოსაქმავდა, განავალში თვითონვე ყოფდა ცხვირს, მერე კი შევიდოდა აბაზანაში და კედელს ურტყამდა თავს. სამწუხაროდ, ამ ჩვევას ვეღარ გადავაჩვიეთ და ექვსი თვის შემდეგ ჩემი ძაღლი გარდაიცვალა.”

 

 

 

скачать dle 11.3