როდის დგება ადამიანისთვის „მეფური” პერიოდი და რამდენ ასტროლოგიურ პერიოდს გავდივართ
ყველა ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში 12 ასტროლოგიურ პერიოდს გადის. თითოეული ეს პერიოდი კი, შვიდ წელიწადს გრძელდება.
პირველი – დაბადებიდან 7 წლამდე ადამიანი „ვერძის” ზოდიაქოს პერიოდს გადის. ამ დროს ბავშვებში მომატებულია „ვერძის” ზოდიაქოს ნიშან-თვისებები, კერძოდ, ახირება, სიჯიუტე, გულწრფელობა, იმპულსურობა, აჩქარება.
მეორე – 7-დან 14 წლამდე პერიოდში ადამიანი „კუროს” ზოდიაქოს პერიოდს გადის. ამ დროს მოზარდი იძენს „კუროს” ისეთ თვისებებს, როგორებიცაა: ერთგულება, დამოუკიდებლობა, სინაზე, სიზარმაცე, ხელოვნებისადმი განსაკუთრებული სიყვარული.
მესამე – 14-დან 21 წლამდე ადამიანი „ტყუპების” ზოდიაქოს პერიოდს გადის. ეს არის ცოდნის შეძენის, სწავლის, კონტაქტების, თანამოაზრეების შეძენის პერიოდი. ასევე, ამ დროს ადამიანი ცვალებადი ხასიათის, აჩქარებული, ნერვიული, გაფანტულია.
მეოთხე – 21-დან 28 წლამდე ადამიანი „კირჩხიბის” ზოდიაქოს პერიოდში იმყოფება. ამ დროს ყალიბდება ნამდვილი სიყვარულის გრძნობა. ჩნდება ოჯახის შექმნის სურვილი, ტრადიციებისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება: ასევე, ამ პერიოდში იწყება ნევროზები. ეჭვიანობა კი, „კირჩხიბის” ზოდიაქოსთვის მეტად დამახასიათებელი უარყოფითი თვისებაა.
მეხუთე – 28-დან 35 წლამდე „ლომის” ზოდიაქოს პერიოდია, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს „მეფური”, „ლომური” ასაკია, როცა ხდება ადამიანში საკუთარი ძალებისადმი რწმენის ჩამოყალიბება, წინსვლა კარიერაში, ასევე, სწორი ცხოვრებისეული ხედვა.
მეექვსე – 35-დან 42 წლამდე პერიოდი „ქალწულის” ზოდიაქოს პერიოდია, ყველაზე მეტად ამ პერიოდში ეძებს ადამიანი ჰარმონიულ გარემოს, რადგან „ქალწულის” ზოდიაქო სწორედ კავშირებს და სახლს მართავს.
მეშვიდე – 42-დან 49 წლამდე პერიოდი „სასწორის” ზოდიაქოს პერიოდია. ამ დროს ადამიანს ეწყება სექსუალური პრობლემები. ასევე, ამ პერიოდშივე იძენს ადამიანი ყველაზე მეტად პარაფსიქოლოგიურ თვისებებს და ინტუიციაც ძალიან უვითარდება.
მერვე – 49-დან 56 წლამდე „მორიელის” ზოდიაქოს პერიოდს გადის ადამიანი. სწორედ ამ დროს მიისწრაფის იგი სულიერებისკენ, ხდება მეტად მგრძნობიარე, დიდსულოვანი და გულუხვი.
მეცხრე – 56-დან 63 წლამდე პერიოდი კი „მშვილდოსნის” ზოდიაქოს პერიოდად მოიაზრება. ეს დრო ნებისმიერი ჩვენგანისთვის ერთგვარი კარმული პერიოდია. თუ ცუდ საქციელს სჩადიოდით წარსულ პერიოდებში, „მშვილდოსნისაში” მეტად დაისჯებით ამის გამო. მას ასტროლოგები „კოსმიურ სასამართლო” პერიოდს უწოდებენ.
მეათე – 63-დან 70 წლამდე ადამიანი „თხის რქის” პერიოდს გადის. ამ დროს დიდია წარსული ცხოვრების ნოსტალგია. არ არის გამორიცხული სინანული. ასევე, „თხის რქის” ზოდიაქოს ნიშანი ადამიანს აძლევს კოსმიურ სიმტკიცეს. თუმცა, ეს კრიტიკული პერიოდია.
მეთერთმეტე – 70-დან 77 წლამდე ადამიანი „მერწყულის” პერიოდს გადის. თუ ადამიანმა გადალახა წინა კრიტიკული ფაზა, მაშინ ის ამ პერიოდში მეტად ინტუიციური ხდება.
მეთორმეტე – 77-დან ზევით, ადამიანი „თევზების” ზოდიაქოს ასტროლოგიურ პერიოდს გადის. ეს არის მონანიების დრო. ჯამდება განვლილი ცხოვრება, სუსტდება ფიზიკური შესაძლებლობები, ნელ-ნელა უახლოვდება ადამიანი სხვა სამყაროში გადასვლის მომენტს და თან ამზადებს ამისთვის თავის კარმას.