კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

*** იარა უფლისწულმა‚ იარა‚ ცხრა ზღვა და ცხრა მთა გადაიარა‚ მიადგა გამოქვაბულს‚ შევიდა და, ხედავს‚ დგას კუბო‚ ნახევრად გამჭვირვალე. მიუახლოვდა და აკოცა უფლისწულმა კუბოში მძინარე მზეთუნახავს... ზურგსუკან გაბრაზებული ხმა მოესმა: – ე‚ დაუჩქარე‚ ნახე, უკან

ამერიკაში არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ კიდევ არ არის ხოლმე ცნობილი‚ ვინ გახდება პრეზიდენტი. რუსეთში კი ორი თვით ადრე უკვე იციან. *** – შეხედე იმ ორ გოგოს‚ წყლიდან რომ ამოდიან!.. ამ სიცივეში რა დროს ბანაობაა, ნამდვილად ბომჟები არიან... – ერთი ნამდვილად ბომჟია‚ მეორეს კი არა უშავს, სიმპათიურია... *** – ექიმო‚ არ არის საჭირო ანალიზის აღება‚ ნამდვილად არავითარი მემკვიდრეობითი დაავადება არ მაქვს‚ ობოლი ვარ. *** ახალმა რუსმა ოქროს თევზი დაიჭირა. – გამიშვი და ნებისმიერ თხოვნას შეგისრულებ. – კარგი. 50 ვაგონი შაქარი შეგიძლია? – რა თქმა უნდა. შემადგენლობა უკვე მოდის. – საზღვარზე საბაჟო გააჩერებს... – არ არის მაგის პრობლემა. – მილიციაა დააკავებს. – ვერაფერს გაიგებენ. – ბანდიტები გაძარცვავენ... – ვერანაირად. ახალმა რუსმა ტაფა გააცხელა: – ახლავე გავარკვევ‚ რას მატყუებ... *** შუახნის ქალბატონი სექსშოპში შევიდა. – იცით‚ ერთი კვირის წინ თქვენთან ვიბრატორი ვიყიდე... – დიახ‚ დიახ... მახსოვხართ. – საქმე ისაა‚ რომ სულ დენს მირტყამს. – გირტყამთ? ესე იგი‚ უყვარხართ... *** – იცი‚ ჩვენს კაცებს რა ღუპავს? – ქალები‚ ღვინო‚ დანობია... – არ თქვა! იაპონიაში კი როგორ ყველაფერი ლამაზია: გეიშა‚ საკე‚ ჰარაკირი... *** – იცი‚ ძალიან მაგარი კერძი მოვამზადე‚ რეცეპტი ახალი ჟურნალიდან ამოვიწერე. მთელი კვირის განმავლობაში ვჭამთ და ვჭამთ... – ო‚ საინტერესოა‚ ასეთი გემრიელია? – არა‚ ვერ შევამჩნიე‚ რომ 12 პერსონისთვის იყო გათვალისწინებული. *** – დასწყევლოს ეშმაკმა ეს დედამიწა! – იკლაკნებოდა მახრჩობელა‚ რომელსაც ვერაფრით ვერ მოენელებინა შემთხვევით გადაყლაპული გლობუსი. *** – იეღოვას მოწმეებო‚ მოდით‚ ერთმანეთს მაგრად ჩავჭიდოთ ხელები‚ ვილოცოთ‚ რომ ღმერთმა თავისთან‚ ცაში წაგვიყვანოს... – დავუჩქაროთ, დებო და ძმებო‚ თორემ, საწინააღმდეგო მიმართულებით მივფრინავთ... – შენიშნა ერთმა. *** კარგი ქმარი სკივრივით არის – ასაკოვანი და ფულიანი... მიწაშიც ადვილად ჩადებ... *** უნივერსალური ნივთიერებების საერთაშორისო კონკურსი მიმდინარეობს. ამერიკელებმა წარმოადგინეს სოია: „ჩვენ ამ გენეტიკურად სრულყოფილი და გამდიდრებული მცენარით ყველაფერს ვაკეთებთ: ხორცს‚ პურს‚ ტკბილეულს‚ ბოსტნეულს‚ ხილსაც კი...“ იაპონელებმა სუპერპოლიმერი წარმოადგინეს: „ჩვენ ამ ორგანული ნივთიერებით პრაქტიკულად ყველაფერს ვაკეთებთ: ქსოვილებს‚ ხისა და ფოლადის შემცვლელებს‚ კერამიკას‚ გამტარებს‚ ნახევარგამტარებს‚ იზოლატორებს“. რუსებმა წარმოადგინეს არაყი: „ჩვენი პროდუქტია განსაკუთრებული შენაერთი“... დაწერეს ფორმულა და ახსნეს ფიზიკური და ქიმიური თვისებები. – ძალიან კარგი‚ მაგრამ, ამისგან რისი გაკეთება შეგიძლიათ? – ამისგან... არაფრის‚ მაგრამ, ამას კი ყველაფრისგან ვაკეთებთ. *** – ქალებს ბევრი უპირატესობა გვაქვს‚ აი თუნდაც ის, რომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მამაკაცების ლანძღვა მათი თანდასწრებით – ისინი ხომ მაინც არ გვისმენენ. *** ავტობუსში ერთმანეთის გვერდით იმერელი და მეგრელი მოხვდნენ. სალაპარაკო გამოელიათ და ცოტაოდენი პაუზის შემდეგ იმერელმა თქვა: – ერთი მეზობელი მყავს‚ ჩოგბურთის ბურთს ყლაპავს. – ეგ რაა‚ ჯიმა‚ ჩემი თანამშრომელი კუბიკ-რუბიკს ყლაპავს. – თქვენ ჩემი ნათესავი უნდა ნახოთ‚ – ჩაერია საუბარში უკანა სკამზე მჯარი გურული‚ – ჯერ კუბიკ-რუბიკს გადაყლაპავს‚ მერე ჩოგბურთის ბურთს აყოლებს ზედ... – გადაყლაპვა კი არაა საქმე‚ – ვერ აიტანა მეგრელმა გურულის ბოლო სიტყვა‚ – რუბიკ-კუბიკს დაშლილს ყლაპავს და აწყობილი გამოდის... *** სასამართლოზე. – თქვენ ბრალად გედებათ ჯგუფური დანაშაული: „ბარხატა“ ბინის ქურდია... – ის ქურდი არ არის‚ უძრავი ქონების მენეჯერია... – „მაკლერა“ – ნაქურდალის გამსაღებელი... – გამსაღებელი კი არა‚ გაყიდვების მენეჯერი. – „ცაცია“ კი – ქილერი‚ უბრალო მკვლელი! – მკვლელი კი არა‚ კადრების მენეჯერი. – შემთხვევით‚ თქვენი „შეფიც“ მენეჯერი ხომ არ არის? – არა! ტოპ-მენეჯერია. *** ოჯახი. საღამოს იდილია. ცოლ-ქმარი სავარძლებში ტელევიზორთან სერიალს უყურებს. – რას იზამდი‚ მე რომ შენს საუკეთესო მეგობართან დავწოლილიყავი? – ეკითხება უცბად ცოლი ქმარს. – არ ვიცოდი‚ ლესბიანკა თუ იყავი. *** – ადრე‚ როცა ამდენი გასართობი არ იყო‚ რას აკეთებდნენ‚ დრო რომ ჩქარა გაეყვანათ? – ქვიშის საათის შუა ნაწილს აფართოებდნენ. *** დილით ჯენტლმენი მეზობელ ქალს შეხვდა: – გუშინ თქვენი სიმღერა მესმოდა. – ეს ისე‚ დროის მოსაკლავად‚ – მორცხვად დახარა თავი ქალმა. – საშინელი იარაღი აგირჩევიათ‚ ქალბატონო!.. *** – ყველა კაცი ღორია... – ეუბნება დაქალი მეგობარს. – მაშინ‚ სულ მათზე რატომღა ლაპარაკობ? – რა ვქნა‚ მიყვარს ცხოველები...

скачать dle 11.3