კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ისწავლა დავით კაკაბაძის შვილიშვილმა მინანქარსა და მოზაიკაზე მუშაობა და როგორ გამოფინეს „ფოკანის“ ნამუშევრები ბაზელში „ტიფანისა“ და „კარტიეს“ გვერდით

ცნობილი ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძის შვილიშვილი – მისივე სეხნია დავით (დათი) კაკაბაძე, სახელგანთქმულ „ფოკანის” სახელოსნოში მინანქარზე, მოზაიკასა და კერამიკაზე მუშაობს. ამბობს, რომ ეს უნიკალური ქართული ხელოვნება გაფრთხილებასა და პოპულარიზაციას საჭიროებს, რასაც სწორედ „ფოკანი” ემსახურება. ბატონი დავითი ფოკას ულამაზეს მონასტერში, ჯავახეთში მუშაობდა მინანქარზე, ამჟამად კი იმავე საქმეს თბილისში განაგრძობს.

დავით კაკაბაძე: „ფოკანის სახელოსნო” 1999 წელს დავაარსეთ. ძალიან რთული დრო იყო: ამ პერიოდში ფოკას მონასტრის იღუმენია, ელისაბედი დამიკავშირდა და შემომთავაზა, ჯავახეთში, ფოკას მონასტერში (რომლის უძველესი ისტორიული სახელწოდება ფოკანია) დაგვეფუძნებინა მინანქრის სახელოსნო, სადაც ამ მიმართულებით ვიმუშავებდი. მანამდე ნარიყალაზე ხშირად მიწევდა ყოფნა. მაშინდელი წინამძღვარი, ამჟამად მიტროპოლიტი შიო, ჩემი მეგობარია და, აქედან გამომდინარე, მინანქრით ვიყავი დაინტერესებული. დედა ელისაბედმა თბილისში მონაზონი – დედა ნინო გამოგზავნა და მე სიხარულით დავთანხმდი. აკადემიის სტუდენტი ვიყავი, პროფესია ბევრჯერ შევიცვალე. ბაბუას სახელოსნოში ვმუშაობდი ხოლმე. ბაბუა ჩემს დაბადებას ვერ მოესწრო, ბევრად ადრე გარდაიცვალა – მაშინ მამა 10 წლის იყო. მასზე მშობლები მიყვებოდნენ. დაახლოებით მეათე-მეთერთმეტე კლასში ვიყავი, აკადემიაში ჩაბარების გადაწყვეტილება რომ მივიღე, რა თქმა უნდა, მშობლები იწონებდნენ ჩემს არჩევანს, რადგან, დედაც მხატვარია – მზია დათუნაშვილი და ბებიაც – ეთერ ანდრონიკაშვილი... ჩემი უსაყვარლესი მხატვარი ბაბუაჩემია და ბავშვობიდან მეც მასავით აბსტრაქციების ხატვა მიყვარდა. დავით კაკაბაძე ძალიან მრავალმხრივი ადამიანი იყო: ფიზიკა-მათემატიკის დარგში დოქტორის ხარისხი ჰქონდა, სამეცნიერო ნაშრომები აქვს ხელოვნებაში, მხატვრობაში, არქიტექტურაში... თავის დროზე მან პარიზში ქართულ ენაზე გამოსცა ნაშრომი „ფერი, ფორმა და სივრცე”; ასევე, აქვს ნაშრომი „ქართული ორნამენტის გენეზისი”, რომელთა განახლებული ვარიანტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა პრორექტორმა, პარმენ მარგველაშვილმა გამოსცა მოკლედ. გარდა იმისა, რომ ბაბუა დიდი მხატვარი იყო, ხელოვნებაში თეორიული შრომებიც დაგვიტოვა. მაღალ კლასებში აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე: სკოლის პერიოდში ვემზადებოდი ფერწერაში და ვაპირებდი კიდეც ფერწერის ფაკულტეტზე ჩაბარებას, მაგრამ გავიგე, რომ ზურაბ წერეთელმა გახსნა მონუმენტური პლასტიკის ფაკულტეტი და იქ ჩავაბარე, თუმცა, ისევ შევიცვალე მიმართულება და ერთი წლის შემდეგ ქანდაკებამ დამაინტერესა. გადავედი მერაბ ბერძენიშვილის სახელოსნოში, კუს ტბის ასახვევში. ჩემი შექმნილია დავით კაკაბაძის ძეგლი, რომელიც აბსტრაქტული ფორმისაა და მხატვრის სახლის წინ დაიდგა. მას ერთ ხელში უჭირავს ფარი-მოლბერტი, მეორე ხელში – Z-ის ფორმის ფიგურა, რომელიც თავად ბაბუას ნამუშევარია და „განგმირული თევზი” ეწოდება. ის 20-იან წლებში, საფრანგეთში შეიქმნა და იმდროინდელი პერიოდის თანამედროვე ხელოვნების სიმბოლოდ ითვლება. – ავსტრიასა და რუსეთში დიდხანს ცხოვრობდით? – რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა, შემოქმედებითად აქტიური პერიოდი მქონდა. სანკტ-პეტერბურგსა და ავსტრიაში ცხოვრებისას ვმუშაობდი ლითონზე, ძალიან საინტერესო იყო მჭედლობა, შედუღების პროცესი... 1998 წელს ყველაფერს თავი დავანებე და წავიკითხე შრომა „ქართული ორნამენტის გენეზისი”. დავით კაკაბაძემ, როდესაც 1927 წელს საფრანგეთიდან ჩამოვიდა, თან ჩამოიტანა კინოკამერა და ფეხით შემოიარა 36 მონასტერი, მას აღწერილი და გადაღებული აქვს ქართული ორნამენტები, გაკეთებული აქვს ჩანახატები, გამოიკვლია, საიდან მოდის ქართული ორნამენტი, მისი მსგავსება თუ განსხვავება ბიზანტიურ, ევროპულ თუ სპარსულ ორნამენტთან მიმართებაში. ყოველივე ამან საეკლესიო ხელოვნებისკენ შემომაბრუნა. – პატრიარქთან თქვენი შეხვედრა როგორ მოხდა? – დიდი სურვილი მქონდა, უწმიდესს შევხვედროდი. მეგობართან ერთად შევასრულე ღვთისმშობლის მიძინების ხატი და გადავწყვიტეთ, პატრიარქისთვის მიგვერთმია. რომ ვაჩუქეთ, დახედა და გვითხრა: „თქვენ ბევრი საქმე გექნებათო”. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა პატრიარქთან. ცოტათი გული დამწყდა, ვიფიქრე, ალბათ, არ მოეწონა-მეთქი. იმხანად ჩამობრძანებული იყო ივერიის ღვთისმშობლის ხატი, მინანქარში შესრულებული. დიდხანს ვუყურებდი, ტექნიკამ დამაინტერესა. ამ დროს ჩვენთან ერთი მოძღვარი მოვიდა და გვკითხა: მინანქრის კეთება ხომ არ გინდათო? ჩვენ დავუდასტურეთ. მოძღვარმა შემოგვთავაზა, გაგვეკეთებინა ესკიზები და მიგვეტანა. რომ მივიტანეთ, პატრიარქმა დახედა, გაეცინა და თქვა: ხომ გითხარით, ბევრი საქმე გექნებათო. მას მერე პატრიარქი საეკლესიო ხელოვნების პოპულარიზაციის საკითხზე გვესაუბრა. საჭირო გახდა საეკლესიო ნივთების – კანკელების, ჯვრების, ბარძიმების დამზადება. ეს ყველაფერი მანამდე საბერძნეთიდან შემოდიოდა. ლაპარაკი იყო არა ერთეულ, არამედ უკვე სერიულ წარმოებაზე. მინანქარზე მუშაობის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ, ფოკის მონასტერი დედა ნინოს მეშვეობით დამიკავშირდა და ფოკაში სახელოსნოს გახსნა შემომთავაზა. რვა თვის განმავლობაში ვიმუშავე ჯავახეთის უმკაცრეს პირობებში, ულამაზესი ბუნებაა. პირველად ზამთარში ჩავედით. 35 გრადუსი ყინვა იყო, საშინელი გზა... 12 საათს მივდიოდით. ახლა კი ძალიან კარგი გზა გაკეთდა... მალე ფოკა ჩემი მეორე სახლი გახდა. იქ გავაკეთეთ პირველი სახარება, პირველი ჯვარი მინანქარში... უწმიდესი ჩამობრძანდა აგვისტოში და ნახა ნამუშევრები. მან მთხოვა, თბილისში დავბრუნებულიყავი, რადგანაც უკვე აქ ვიყავი საჭირო. ჩემთან სახლში, ვერაზე, სახელოსნო გავმართე და 2005 წლამდე იქ უკვე 40-50 ადამიანი მუშაობდა. სამების ტაძრის მთელი საეკლესიო ოქრომჭედლობა, აღსავლის კარი, კანკელები – ჩვენი დამზადებულია. ძალიან ბევრ ტაძარსა და მონასტერში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ინახება ჩვენ მიერ დამზადებული საეკლესიო ნივთები. პატრიარქის სურვილი იყო, სამების ტაძრის საკურთხეველი მოზაიკით შესრულებულიყო. იმხანად სამი დღით მივდიოდი ათონის მთაზე, იქ მოვხვდი კიტიაში, სადაც ძალიან ძლიერი ხატმწერები არიან და სამ დღეში მთელ საეკლესიო მოზაიკის ხელოვნებას გავეცანი. მას მერე მოზაიკაზეც დავიწყეთ მუშაობა და ნელ-ნელა ის სამკაულებშიც გამოვიყენეთ. იტალიაში ცხოვრობს ორსონების ცნობილი ოჯახი, რომელთაგანაც მაღალი ხარისხის სმალტებს ვიძენთ. ვატიკანში გავიარე, ასევე, მოზაიკისა და მიკრომოზაიკის პატარა სკოლა... გარდა მინანქრისა და მოზაიკისა, ჩვენ ვმუშაობთ კერამიკაზე. ჩემი მეუღლე, ნინო გელეყვა, კერამიკოსია და მაღალი ხარისხის კერამიკის ხელით მოხატვაზე მუშაობს. ფაიფურსა და კერამიკას ლიმოჟში ვყიდულობთ. ამის შემდეგ გადავწყვიტე, გარდა საეკლესიო ნივთებისა, შემესწავლა სამკაულების დამზადების ტექნოლოგიაც და ამ მიზნით ვიმოგზაურე, შვეიცარიაში, იტალიაში, საფრანგეთში, რუსეთსა და უკრაინაში; ვიყავი ისეთი ცნობილი საიუველირო ბრენდების საწარმოებში, როგორებიცაა: „ტიფანი”, „სვაროვსკი”. ბუნებრივია, ოცდამეერთე საუკუნეში ხელით არ მუშაობენ და გავეცანი უახლეს ტექნოლოგია-დანადგარებს. მოვიძიეთ პირველადი ინვესტიციები და დავაარსეთ „ფოკანის” სახელოსნო. ქართული ოქრომჭედლობა ერთ-ერთი ყველაზე ძველია მსოფლიოში – მეოთხე ათასწლეულს ითვლის. ქართველები უძველესი დროიდან ფლობდნენ ცვარასა და ფილიგრანის ტექნოლოგიას, რადგან საქართველოში ოქრო უძველესი დროიდან მოიპოვებოდა. მთელი ქართული საეკლესიო ოქრომჭედლობის ნიმუშები ახლა ოქროს ფონდშია დაცული. თუმცა, რაც ოქროს ფონდშია დაცული, მასზე გაცილებით მეტი ნამუშევარი შეასრულა „ფოკანმა”. – უცხოეთში თუ არის პოპულარული ქართული მინანქარი ან გამოფენა თუ გქონიათ? – მარტში ვიყავით ბაზელში, სადაც პავილიონებში გამოფენილი იყო ცნობილი ბრენდების საათები და საიუველირო ნაწარმი. ჩვენი ნამუშევრები რომ ნახეს, ძალიან მოეწონათ და ადგილი გამოგვიყვეს მთავარ პავილიონში, სადაც „ტიფანი”, „კარტიე” და სხვა ბრენდები იყო გამოფენილი. იქ ხარისხის მიმართ ძალიან მაღალი მოთხოვნაა. რა თქმა უნდა, ცნობილ ბრენდებს ძალიან დახვეწილი ტექნოლოგიები აქვთ, მაგრამ, ქართული მინანქარი უნიკალური და განსხვავებულია. ევროპელებთან თანამშრომლობით ვგეგმავთ, დავიწყოთ საათების წარმოება, სადაც ციფერბლატებში მინანქარს გამოვიყენებთ. ეს იქნება საათები შვეიცარიული მექანიზმით და „ფოკანის“ დიზაინით. ტიხრული მინანქრით დამზადებული საათები ითვლება ხელნაკეთად, უძვირესი ღირს და თითო-ოროლას თუ აკეთებენ ევროპაში. მონაკოში იყო დახურული ელიტური გამოფენა, მარკეტინგული კომპანიის მიერ ორგანიზებული, რომელიც მარკეტინგს უკეთებს „დიორს“, „შანელსა“ სხვა ცნობილ ბრენდებს. იქაც იყო წარმოდგენილი ჩვენი ნამუშევრები. ეს გამოფენა მონაკოს პრინცის პატრონაჟით იმართება და ძალზე მდიდარი ადამიანები ესწრებიან. გრიმალდები იქ არ ყოფილან თუმცა, იყო მათი წარმომადგენელი. ევროპელი მარკეტოლოგები იმდენად აღფრთოვანდნენ ჩვენი მინანქრით, რომ თქვეს, ტიხრული მინანქარი მხოლოდ და მხოლოდ ქართულიაო. – ცნობილი უცხოელები თუ ინტერესდებიან თქვენი ნაკეთობებით? – ჯორჯ ბუშის მეუღლეს, ლორა ბუშს, აქ ყოფნისას საჩუქრად მიართვეს ჩვენ მიერ დამზადებული მინანქრის საყურეები და წმიდა გიორგის დიდი ხატი, იერუსალიმის პატრიარქს. შერონ სტოუნს ჩვენს სახელოსნოში დამზადებული თეფში აჩუქეს და ძალიან მოეწონა.

скачать dle 11.3