კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სკანდალში გაეხვია „მის საქართველო 2011“ და რა საშინელი ტრაგედია დატრიალდა მის ოჯახში

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 19 წლის „მის საქართველო” ჯანეტ ქერდიყოშვილი ამჟამად საქართველოს მოქალაქე არ ყოფილა, ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი სკანდალი და აჟიოტაჟი ატყდა. ჯანეტი წარმოშობით აფხაზეთიდან არის, მაგრამ, ყველასთვის ცნობილი მოვლენების გამო, მისი ოჯახი რუსეთში წავიდა საცხოვრებლად. ჯანეტს ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები, მას თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი აქ აქვს გატარებული. ჩვენ გთავაზობთ ინტერვიუს ჯანეტთან, რომელიც მომხდარ სკანდალამდე ერთი დღით ადრეა ჩაწერილი. თქვენ შეგიძლიათ კარგად გაიცნოთ 19 წლის „მის საქართველო”.

ჯანეტ ქერდიყოშვილი: ბაბუაჩემი წარმოშობით გორიდან იყო, შემდეგ გადასახლდა აფხაზეთში, იქ შეუყვარდა ბებიაჩემი, ანუ მამაჩემის დედა და დაიტოვეს მეგრელებმა. მამაჩემი იქ დაიბადა, დედაჩემიც აფხაზეთიდან არის. როდესაც დედა 14 წლის გახდა, თავის დედმამიშვილებთან ერთად წავიდა პეტერბურგში სასწავლებლად და იქ სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. მამაჩემმა სკოლა რომ დაამთავრა, ჯერ ჯარში მსახურობდა, შემდეგ კი ისიც რუსეთში წავიდა. დედამ და მამამ სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი და მეც პეტერბურგში დავიბადე. 6 წლამდე ვცხოვრობდი რუსეთში. მამაჩემმა გადაწყვიტა, აუცილებლად ქართული უნდა ისწავლოს, ქართულ სკოლაში უნდა იაროსო და თბილისში ჩამომიყვანეს, აქ მეხუთე კლასამდე ვსწავლობდი, შემდეგ ისევ დავბრუნდით რუსეთში. სამსახურის გამო მამაჩემი ხან იქით იყო, ხან – აქეთ, ამიტომ, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, მეც იქ ვიყავი. ბებია ახლაც აფხაზეთში მყავს. სიურპრიზი გამიკეთეს და კონკურსზე ჩამომიყვანეს. არ ვიცი, რამდენი სკოლა მაქვს გამოცვლილი, რუსეთში ქართულ სკოლაშიც დავდიოდი და რუსულშიც. თბილისშიც ორი სკოლა გამოვიცვალე, 51-ე სკოლაში ვსწავლობდი. ბოლო წელი რუსეთში ვსწავლობდი, ოღონდ, ქართულ სკოლაში. რუსეთში ძირითადად სწავლაზე ვიყავი გადართული. ახლა რომ ვფიქრობ, რუსი არც დაქალი მყავს, არც ძმაკაცი, რადგან, ძირითადად ქართველებთან და ქართულ დიასპორასთან მქონდა ურთიერთობა. როდესაც ღონისძიებები იმართებოდა, მე და ჩემი ძმა მივდიოდით და ვმღეროდით. – უმაღლესში სასწავლებლად საქართველოში ჩამოხვედი? – არ მინდოდა იქ სწავლა. მეკითხებიან, გენატრება თუ არა, პეტერბურგიო. არ მენატრება. საქართველოში რომ კომფორტულად ვარ, ასე კომფორტულად არსად მიგრძნია თავი. ჩემი მშობლებიც აქ არიან და, მგონი, არსად აღარ წავალთ. ამჟამად ჯავახიშვილში ვსწავლობ. ალბათ, მომავალი ტელეწამყვანი ვიქნები. – როგორც ვიცი, ადრეც აპირებდი „მის საქართველოში” მონაწილეობას. – ბავშვობიდან მომწონდა ასეთი კონკურსები, თან, ისეთი გარეგნობა მქონდა – გრძელი, ქერა, ხუჭუჭა თმა, ყველა კომპლიმენტს მეუბნებოდა. შარშან „ელიტ მოდელში” ვიღებდი მონაწილეობას და მეორე ადგილი დავიკავე. შემდეგ ისე მოხდა, რომ ცოტა ხნით წავედი რუსეთში, მაგრამ, მერე ისევ დავბრუნდი და „მის საქართველოში” მივიღე მონაწილეობა. – ელოდი გამარჯვებას? – ყველა ამბობდა, წელს ძალიან კარგი ნაკადი იყო, ვინც ხუთეულში გავიდა ყველა გამარჯვების ღირსი იყოო. ვერ ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში ან გული მიგრძნობდა, ყველა ძალიან კარგი გოგონა იყო, გამარჯვების ღირსი. ვფიქრობდი, ნეტავ, ხუთეულში მაინც მოვხვდე-მეთქი. რომ გავიგე, „მის საქართველო“ გავხდი, ბედნიერი ვიყავი, თან, მაშინვე საოცრად დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. დღეიდან ყველაფერი შეიცვლება და ზღაპარივით იქნება. საოცრებას გეტყვით: კონკურსამდე რამდენიმე ხნით ადრე დედამ დამირეკა და მითხრა, ის, რაც მამას სჭირდა (ავად იყო), საერთოდ გაუქრაო. ბოლო გამოსვლის წინ კი მამიკომ დამირეკა, ისე გამამხნევა, თვალები ამიცრემლდა. მას მივუძღვენი ჩემი გამარჯვება. – ოპტიმისტი ხარ? – ძალიან ოპტიმისტი ვარ, არ მაქვს დეპრესიები. ძირითადად სულ კარგზე ვფიქრობ, რადგან, ვიცი, რომ ცხოვრება მაინც ლამაზია და ყველაფერი წინ მაქვს. მიყვარს, როდესაც რაღაცას მოვკიდებ ხელს და ბოლომდე მიმყავს. მთელი ცხოვრება მყარად ვდგავარ მიწაზე. პატარაობაშიც დიდი ადამიანივით ვიყავი, სხვანაირად ვაზროვნებდი. ახლა კიდევ ერთი მიზანი მაქვს: - რაც ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერს მაქსიმალურად გავაკეთო „მის მსოფლიოზე“. – კიდევ რა წარმატებები გქონდა? – სკოლა დავამთავრე მედალზე და უმაღლესში მისაღები გამოცდებიც კარგად ჩავაბარე, „ელიტზეც” მეორე ადგილზე გამოვედი და, რაც მთავარია, მაშინვე მომივიდა მოწვევა საფრანგეთიდან. „ელიტის” წარმომადგენელი იყო საფრანგეთიდან ჩამოსული, რომელსაც ძალიან მოვეწონე და მითხრა, ერთ კვირაში შენი პოლაროიდები გამოგზავნეო, მაგრამ, ერთ თვეში ისევ წავედი პეტერბურგში და ვეღარ მოვახერხე წასვლა, თუმცა, ყველაფერი წინ მაქვს. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჯანეტ ქერდიყოშვილის მოქალაქეობასთან და ლონდონში, „მის მსოფლიოზე” გამგზავრებასთან დაკავშირებით გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა, კომენტარის გაკეთება „იმიჯ-ცენტრის” ხელმძღვანელს, ია კიწმარიშვილს ვთხოვეთ: როდესაც კონკურსანტები მოდიან კონკურსზე, ისინი ვალდებულნი არიან, წარმოადგინონ საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჯანეტმა წარმოადგინა პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა 2020 წლამდეა მითითებული. ჩვენ ამ პასპორტის ავთენტურობაში არანაირი ეჭვი არ შეგვპარვია. როდესაც ჟიურის გადაწყვეტილებით ჯანეტი „მის საქართველო” გახდა, მოვამზადეთ საბუთები და პასპორტი და სხვა დანარჩენ საბუთებთან ერთად შევიტანეთ ინგლისის საელჩოში, რათა მას დაუყოვნებლივ მიეღო ვიზა და გამგზავრებულიყო „მის მსოფლიოზე”. მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით გავიგეთ, რომ მას საბუთებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, ამის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მას ერთდროულად ჰქონია რუსული და ქართული პასპორტები, ისევე, როგორც აქვს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილს. ჯანეტის ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია, რომელმაც თავის დროზე იძულებით დატოვა საქართველო, ცხოვრობდნენ რუსეთში და მიდი-მოდიოდნენ აქეთ-იქით. მას არასდროს შექმნია საზღვარზე პრობლემა, გარდა შარშანდელი შემთხვევისა, როგორც ახლა გაირკვა. როდესაც მან გადმოკვეთა საზღვარი, მას ურჩიეს, საქართველოს პრეზიდენტისთვის მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით. გაირკვა, რომ მისმა მშობლებმა აგვისტოში მიმართეს ამ თხოვნით სამოქალაქო რეესტრს, ელოდებოდნენ პასუხს და ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც აღმოჩნდა, არ იყვნენ იმფორმირებულები. არ ვიცი, უთხრეს და ვერ გაიგეს, არ უთხრეს თუ, ზედაპირულად მიუდგნენ ამ საკითხს, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც საქართველოს მოქალაქე მიმართავს, ორმაგი მოქალაქეობის სტატუსის მისაღებად, მას ავტომატუარად უუქმდება საქართველოს მოქალაქეობა იმ მომენტამდე, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტის კეთილი ნება არ იქნება და არ დადასტურდება, რომ მას კვლავ მიენიჭა ეს სტატუსი. ანუ, ამ მდგომარეობაში იმყოფებოდა ჯანეტი, რომელიც 1998 წლიდან ცხოვრობს საქართველოში, მას აქვს საქართველოს მოქმედი პასპორტი და სწავლობდა 51-ე სკოლაში, რომელიც დამთავრებული აქვს ბატონ პრეზიდენტს და სწავლობს ჯავახიშვილში. ჩვენ ამ პრობლემით მივმართეთ „მის მსოფლიოს”, ავუხსენით მდგომარეობა, ვკითხეთ, მისაღებია თუ არა მათთვის ეს სიტუაცია. ვესაუბრე ჯულია მორლის, რომელიც ამ კონკურსის ორგანიზატორია, მან გულთან მიიტანა ჩვენი პრობლემა, გამოთქვა სურვილი, რომ მხარი დაუჭიროს ჯანეტ ქერდიყოშვილს და დართო მას ნება, წარადგინოს საქართველო „მის მსოფლიო 2011-ზე”. პირველი, რაც ჩვენ გვჭირდებოდა ეს იყო „მის მსოფლიოს” თანხმობა, რაც უკვე გვაქვს, შემდეგი ეტაპი, რაც მოსაგვარებელი დაგვრჩა, ეს არის ჯანეტისთვის საქართველოს მოქალაქის სტატუსის მინიჭება, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან მისთვის საჭიროა სავიზო პროცედურების გავლა ბრიტანეთის საელჩოში, რომ ფიზიკურად მოახერხოს ბრიტანეთში გამზავრება. ამის გამო მე და ჯანეტმა ტელევიზიებით მივმართეთ ბატონ პრეზიდენტს. სამწუხაროდ, ნაციონალურმა არხებმა პრესკონფერენცია სათანადოდ არ გააშუქეს. იმის შესახებ, რომ გოგონა დაშვებულია კონკურსზე და მას მხოლოდ საქართველოს პასპორტი სჭირდება, იმედია, თქვენი ჟურნალის საშუალებით მაინც გაიგებს საქართველოს მოსახლეობა. – ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანეტი განათხოვარია. – გარკვეული გამოცდილების შემდეგ, წელს შემოვიღეთ ასეთი ფაქტი: კონტრაქტთან ერთად ვაკეთებთ დამატებით დანართს, სადაც ყველა კონკურსანტი წერილობით აცხადებს და ადასტურებს, რომ ის არასდროს ყოფილა ქორწინებაში და არ ჰყოლია შვილი. ჩვენ ეს საბუთი გვაქვს, მას არაერთხელ ვკითხეთ და მივიღეთ უარყოფითი პასუხი. ჯანეტი აცხადებს და მე ვეთანხმები, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა და გაკეთებულია მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს ჯანეტის, „მის საქართველოს” კონკურსის, „იმიჯ-ცენტრისა“ და, კერძოდ, ია კიწმარიშვილის დისკრიმინაცია. P.S. როდესაც „იმიჯ-ცენტრში” ია კიწმარიშვილისგან ინტერვიუს ვიღებდით, სამწუხარო ინფორმაცია შევიტყვეთ: ჯანეტის 9 წლის და მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. „თბილისელები” მწუხარებას გამოთქვამს ამ ფაქტის გამო და მთელ ოჯახს უცხადებს სამძიმარს.

скачать dle 11.3