elIe saab უკვე თბილისშია
ლიბანელი დიზაინერის, ელი სააბის კოლექცია ყოველთვის გამოირჩევა თავისი დამახასიათებელი ინდივიდუალურობით, ქალურობით, ჰაეროვნებითა და ორიგინალური შტრიხებით. მსოფლიოში ის ცნობილია საღამოს კაბებით, რომლებსაც არაერთი ცნობილი ვარსკვლავი იცვამს საზეიმო მიღებებზე.
არ მეგულება ქალი, რომელიც არ ოცნებობს მისი სამოსის მორგებას, თუმცა, ეს, ცოტა არ იყოს, ძვირი სიამოვნებაა. ახლა კი ქართველ ქალებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, ოცნება ნაწილობრივ მაინც აიხდინონ და ელის მიერ შექმნილი ყვავილოვანი, თბილი და ქალური სურნელით მოხიბლონ გარშემო მყოფები. ელი სააბის სუნამო, ახლახან გამოჩნდა ბაზარზე 25 ქვეყანაში და უკვე ბევრი ადამიანის საყვარელი პარფიუმი გახდა; ტანის ლოსიონი და კრემი კი, თავისი უნაზესი სუბსტანციით, კანს სასიამოვნო ელფერს აძლევს და ატენიანებს. იმედია, ქართველი მამაკაცები ELIE SAAB-ის მაცდუნებელი პარფიუმით ადვილად შეძლებენ სასურველი ქალბატონების გულის მოგებას.
ოცნება „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ აიხდინოთ და, ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ თქვენთვის შექმნილი სუნამო – ELIE SAAB და კანის მოვლის საშუალებები.
ELIE SAAB-ის დახვეწილი და მგრძნობიარე არომატი მომაჯადოებლად მოქმედებს. მის ყვავილოვან კომპოზიციაში დომინირებს ფორთოხლის ყვავილები, ჟასმინის ორი სახეობა, პაჩული და თაფლის ვარდი. სითხე მოთავსებულია ძვირფას, გამჭვირვალე მინის ფლაკონში და მისი სურნელი, ნებისმიერ ქალს მიმზიდველსა და სასურველს ხდის.