ანი სირაძის ახალი კლიპი თბილისზე
თბილისობასთან დაკავშირებით ანი სირაძემ ახალი კლიპი გადაიღო. სიმღერა, რომელზეც კლიპი შეიქმნა, საკმაოდ ძველია და ანის ბებიას, ლეგენდარულ მომღერალ ეთერ ჭელიძეს ეკუთვნის. სიმღერის განახლებულ, შეცვლილ ვერსიაზე მომღერალმა გიორგი დათიაშვილმა იმუშავა, ხოლო ლექსი ნანა ცინცაძემ დაწერა. კლიპის პროდიუსერი „კომედი შოუს” ოთო ლომთაძე გახდა და რეჟისურა ირაკლი ცქიტიშვილს მიანდო, რომელმაც საკმაოდ სადა და ორიგინალურ გადაწყვეტას მოაგნო. ანი ერთი დღით მხატვრად გადაიქცა, რომელსაც თბილისის ულამაზესი ხედები ტილოზე გადააქვს. კლიპის პრემიერა „ზი ვანოს შოუში” გაიმართება.