კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა ესაუბროთ თქვენს წარმატებებზე უიღბლო და წარუმატებელ ადამიანებს

 
ადამიანის მზერაში ბევრი რამის ამოცნობაა შესაძლებელი. ბევრი ფიქრობს, რომ კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრა ცუდად აქვს დაცდილი, რადგან ის, იმ დონეზე ახდენს მასზე ზემოქმედებას და გათვალვას კიდეც, რომ იმ დღეს უსიამოვნება გარდაუვალია. არსებობს ასევე, გათვალვებისგან გამოწვეული სხვა უსიამოვნებებიც, მაგალითაც, უბედური შემთხვევა, ნერვული შეტევები, წარუმატებლობა, უიღბლობა. ასევე, უდიდესი ძალა აქვს სიტყვებს, კერძოდ კი, წყევლას. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი მანანა ამბობს, სიკვდილის კოდი ადამიანებში წყევლის და მზერის მეშვეობით ადვილად და სწრაფად იწყებს ამუშავებას. ამიტომ, ის შესაძლოა ადამიანის უდროოდ დაღუპვის მიზეზიც კი გახდეს. ბევრ პარაფსიქოლოგს ისიც მიაჩნია, რომ თვალიდან წამოსულ ძლიერ გამოსხივებას ადამიანის ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა, უბედურების ან ბედნიერების მოტანაც შეუძლია. ასე რომ, ავი თვალიც არსებობს, ადამიანებისგან არც წყევლა გვიკვირს და გათვალვაც რეალურად არის შესაძლებელი.



მანანა: იმას, რაზეც დღეს მინდა ვისაუბრო, ბევრი სკეპტიკურად უყურებს. ზოგს მსგავსი მოვლენების არ სჯერა. მაგრამ, დამიჯერეთ, თუ კარგად დააკვირდებიან გარემოს, კარგად შეამჩნევენ რაც ხდება. რომ ვამბობ, სიკვდილის კოდი ადამიანში დაბადებისთანავე, ანუ გენეტიკურად იდება-მეთქი, ეს მე არ მომიგონია. ამ თემაზე უამრავი მეცნიერი და პარაფსიქოლოგი მუშაობდა და მუშაობს კიდეც. შესაძლოა, ადამიანის უდროო და უცაბედი სიკვდილი გამოწვეული იყოს მისი წინაპრის მიერ ჩადენილი ცოდვის, წყევლის, ძლიერმოქმედი ჯადოს, ან სულაც, გათვალვის შედეგად. იმ ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ჯადოს უკეთებენ, არც კი იციან ალბათ, რომ წყევლის დამანგრეველი პროგრამის ჩართვა სიტყვით და ემოციითაც შეიძლება და სწორედ ასეთივე შედეგი აქვს ჯადოს. ადამიანს, რომელიც იწყევლება, წყევლის მომენტში აქვს ენერგეტიკული კოდი ჩართული და ისეთი ემოცია ეუფლება, რომ ამ წყევლის პროგრამით, რომელიც მეორე ადამიანის ბიოველს საგრძნობლად აზიანებს. ამ დროს აურა ბინძურდება, ირღვევა და საშიშროებაც ჩნდება.

– კონკრეტულად როდის ირთვება ადამიანში ჩადებული სიკვდილის კოდი?

– თუ პროგრამა ძალიან ძლიერია და ის მოხსნილი არ არის, ადამიანი ქვეცნობიერად დაკარგულ ენერგიას აღიდგენს მომავალი თაობების ენერგეტიკის ხარჯზე და სწორედ აქ წარმოიშობა გენეტიკური სიკვდილის კოდი. ამის შედეგად კი, მომავალი თაობა იბადება სხვადასხვა ნაკლით, სიმახინჯეებით, ჯანმრთელობის პრობლემებით, უიღბლობით, უბედობით... სწორედ ეს არის მემკვიდრეობით გადასული წყევლა, რომელიც ძალიან საშიშია. ძლიერი პროგრამის წყალობით, წყევლა სამი თაობიდან ცხრა თაობამდე გადადის და მუშაობს უარყოფითად. რაც შეეხება სიკვდილის კოდს, თუ ის ადამიანშია ჩადებული, მას თავისი თავი ქვეცნობიერად, მიზანმიმართულადაც კი მიჰყავს დაღუპვამდე. ასეთი ადამიანები ყოველთვის უკმაყოფილოები არიან როგორც საკუთარი თავით, ასევე, გარშემო მყოფებით. მათში ჩართულია თვითგანადგურების პროგრამა და ის ანადგურებს მის როგორც ფიზიკურ, ასევე რეალურ სამყაროს.

– როგორც თქვით, ეს კოდი გარკვეულ დროს იწყებს ამოქმედებას. კერძოდ, როდის?

– მართალია, სიკვდილის კოდი ადამიანშია ჩადებული და ის ერთ მშვენიერ დღეს იწყებს ამოქმედებას. ის, ასევე ბედზეც აისახება. ხომ შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც სულ წუწუნებს საკუთარ ბედზე, არ ემართება ხელი, უიღბლოა, დაბნეული და ცხოვრებით შეშინებული? ზოგიც ხშირად იხსენებს გარდაცვლილ ახლობლებს, ატარებს მათ სურათებს... ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ ამით ხელს უწყობენ უდროოდ სიკვდილის კოდის ამუშავებას. როგორც გითხარით, ეს კოდი დაბადებისთანავე იდება ადამიანში გენეტიკურად და რომ არ ჩაირთოს და ამუშავდეს, ადამიანმა თავად უნდა მოიმოქმედოს რამე. კერძოდ, არ უნდა წყევლოს სხვა, არ უნდა იწუწუნოს ბედზე, უიღბლობაზე, ნუ გამოკიდებს კედლებზე გარდაცვლილების სურათებს, ნუ „ჩაიციკლება“ ასევე, გარდაცვლილებზე ლაპარაკით. ამით დააბრკოლებს ჩადებული სიკვდილის კოდის ამუშავებას და პრობლემებისგანაც კი დაიზღვევს თავს.

– პირად საუბარში აღნიშნეთ მზერასაც შეუძლია იგივე შედეგის მოტანა, რაც ჯადოს. იქნებ განგვიმარტოთ, რას გულისხმობდით?

– ახლავე მოგახსენებთ. ის, რომ მზერას უდიდესი ძალა აქვს და ადამიანის გამოხედვას ცხოვრების შეცვლაც კი შეუძლია, ამის თაობაზე ჩვენმა წინაპრებმაც კარგად იცოდნენ და თავდაცვის ხერხებსაც ფლობდნენ. სამწუხაროა, რომ ახალმა თაობამ დაივიწყა ეს მეთოდები და დღეს უამრავი პრობლემის გადაჭრას ვერ ახერხებენ. გათვალვა უნებურადაც ხდება და მიზანმიმართულადაც. გათვალვა მხოლოდ ბოროტი ენერგიის მქონე ადამიანისგან არ ხდება. უსიამოვნებები შესაძლოა, იმ ადამიანის მზერამაც გამოიწვიოს, ვინც სრულიად მშვიდი, უწყინარი და გაწონასწორებულია. ყველაზე საშიში ის გათვალვაა, რომელიც ადამიანისგან დამოუკიდებლად ხდება. გათვალულს კი შეიძლება ბევრი ხიფათი და უსიამოვნება შეემთხვეს.

– როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ გათვალულია?

– ასეთ ადამიანს ეწყება შიშები, თავის ტკივილები, ხშირად ამთქნარებს. გარდა ამისა, იწყება საერთო სისუსტე, ქვეითდება შრომის უნარი, არ უმართლებს ბედში. ასე რომ, გათვალვა მართლაც ჯადოს ტოლფასია. საშიშია, როცა ვინმე დაჟინებით გაკვირდებათ. ამ დროს უარყოფითი ენერგია ზემოქმედებას დაკვირვების ობიექტზე. გაუთვითცნობიერებლად შეიძლება, ოჯახის წევრმაც კი გაგთვალოთ. რაც შეეხება თავის დაცვას, მსუბუქი გათვალვის შემთხვევაში, სიმპტომები დროთა განმავლობაში თავისით ქრება. გირჩევთ, მოერიდოთ იმ ადამიანს, ვისი დანახვისთანავეც მთქნარებას იწყებთ, არ მოუყვეთ თქვენი პრობლემები უცხოებს, ნურც წარმატებების შესახებ ისაუბრებთ ხმამაღლა. დაკვირვებული ვარ, ის ადამიანები ითვალებიან, რომლებიც წარმატებულნი არიან. ერთი მეგობარი მყავდა. ვერ გეტყვით ლამაზი იყო-მეთქი, მაგრამ არც უსიმპათიო. სულ ერთად ვიყავით და ვგრძნობდი, მე უფრო მაქცევდნენ ყურადღებას ბიჭები, ვიდრე მას. საჭორაოდ რომ დავსხდებოდით, საათობით ვყვებოდი ჩემს პირად ამბებს, ისიც მისმენდა და ვგრძნობდი, თვალებით მჭამდა.

ბევრჯერ მიფიქრია, აღარ მოვუყვები ამას ჩემს ამბებს, მგონი, ჩემი შურს-მეთქი, მაგრამ დაქალი იყო და ამას როგორ ვაგრძნობინებდი? არადა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაინც ვერავისთან გავაბი სერიოზული ურთიერთობა. თითქოს შეგვიყვარდებოდა ერთმანეთი და მერე ის ბიჭი სადღაც ქრებოდა. რაღაც პერიოდი, ჩემი დაქალი უცხოეთში წავიდა. სწორედ მაშინ გავიცანი ადამიანი, რომელიც შემიყვარდა. ჩემი დაქალი არ იყო თბილისში და ვის მოვუყვებოდი ამ ამბებს? ჩემთვის, გულში ვინახავდი, ვიგროვებდი და ჩემი დაქალი რომ დამირეკავდა, ვეუბნებოდი, რომ ჩამოხვალ, ახალ ამბებს მოგიყვები-მეთქი. სანამ ის ჩამოვიდა, გავთხოვდი კიდეც. დარწმუნებული ვარ, ჩემი დაქალი რომ აქ ყოფილიყო, მე დღესაც არ მექნებოდა ოჯახი. აი, ამ ამბის შემდეგ მივხვდი, რომ იმ ადამიანთან, რომელიც შედარებით უიღბლოა, ან წარუმატებელი, შენს წარმატებებზე არ უნდა მოუყვე. შეიძლება, მას არც სურდეს, მაგრამ უნებლიეთ შეშურდეს შენი და გაგთვალოს კიდეც. ასე რომ, პირად ურთიერთობებზე საუბარს მოერიდეთ, მით უმეტეს უცხოებთან. დააკვირდით, რომელ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ გეცარებათ ხელი ან პირიქით, უფრო მეტად აქტიურდებით და წარმატებას აღწევთ. დააკვირდით ყველას, ვისთანაც ურთიერთობა გაქვთ და თავად გამოიტანეთ დასკვნა.


скачать dle 11.3