კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა უმანში მცხოვრებმა კაცმა ბაბუის ნათესაობა ახალციხეში და რატომ სწავლობს ის ქართულ ენას

55 წლის ალექსანდრე გერმანის ძე ბოდიაგოვი ეძებდა ბაბუის – იაკობ დემიდის ძე მაკედონსკის (რომელიც დაბადებულია დაახლოებით 1906-1910 წლებში) შთამომავლებს.

ისტორია: ვეძებ ბაბუაჩემის შთამომავლებს. ბაბუა დაბადებული იყო დაახლოებით 1906-1910 წლებში. შენახული გვაქვს მისი ორი ფოტო, რომელთაგან ერთ-ერთი დათარიღებულია 1934 წლით. ვიცით, რომ ბაბუამ ცოლად შეირთო ახალციხეში მცხოვრები ქართველი ქალი. ბაბუა იზრდებოდა უკრაინის ქალაქ უმანის ბავშვთა სახლში და ომის შემდგომ საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია ბაბუას მეუღლის სახელი და გვარი. ამჟამად ისინი უკვე ცოცხლები აღარ იქნებიან, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ვიპოვით მათ შთამომავლებს. მე ვცხოვრობ უკრაინაში, ქალაქ უმანში და თქვენი რუბრიკა ჩვენი ერთადერთი იმედია.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია დაიბეჭდა ჟურნალ „თბილისელების“ აგვისტოს ერთ-ერთ ნომერში. საბედნიეროდ, ალექსანდრეს ბაბუის, იაკობ დემიდის ძე მაკედონსკის ნათესავები საქართველოში, ახალციხეში ცხოვრობენ და გამოგვეხმაურნენ, როდესაც გარდაცვლილი ბაბუის ფოტო იცნეს. დღესდღეობით ნათესავებს შორის კავშირი აღდგენილია და, იმედია, ისინი ახლო მომავალში ერთმანეთს შეხვდებიან კიდეც. სამწუხაროდ, ახალციხელმა ნათესავებმა ვერ მოახერხეს თბილისში ინტერვიუსთვის ჩამოსვლა. ამიტომ, ჩვენი რუბრიკის დღევანდელი  სტუმარი ალექსანდრე ბოდიაგოვია (მასთან ინტერვიუ ტელეფონით ჩავწერეთ):

– თქვენ წინა ინტერვიუს დროს მითხარით, რომ ბაბუის შესახებ მწირ ინფორმაციას ფლობდით, რომ თქვენი  ერთადერთი იმედი მისი 1934 წელს გადაღებული ფოტო იყო. რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ ბაბუის ნათესავებს მივაკვლიეთ.

– პირველ ყოვლისა, ძალიან გამიხარდა. ჩემთვის ეს ამბავი მოულოდნელიც იყო და სასიხარულოც. დავიბენი, როდესაც გავიგე, რომ ბაბუას ახალციხეში ამდენი ნათესავი ჰყოლია. დიდი მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩვენი ისტორია გულთან ახლოს მიიტანა და დახმარება გაგვიწია. თქვენი რუბრიკის გარეშე ბაბუას ნათესავებს ნამდვილად ვერ ვიპოვიდი. ტერიტორიულად, როგორც გითხარით, ძალიან შორს ვარ საქართველოდან, კერძოდ, უკრაინაში ვცხოვრობ. ბაბუას შთამომავლების პოვნა ჩემი და ჩემი ოჯახის დიდი სურვილი იყო. მას ნამდვილად რთული ისტორია ჰქონდა: ომიანობის პერიოდში მოუწია უკრაინაში ცხოვრება, დედმამიშვილთან დაშორება და ასე შემდეგ. დღემდე ვერ ვიჯერებ, როგორ ვიპოვე მისი ნათესავები. წარმოუდგენელია ჩემთვის ამის გააზრება. ყველაზე სასიხარულო კი ის არის, რომ ბაბუას შთამომავლობასაც ასევე სდომებია ჩვენთან დაკავშირება.

– ბაბუას ფოტო თქვენმა ახალციხელმა ნათესავებმა იცნეს და გამოგვეხმაურნენ. საინტერესოა, მათ რა იცოდნენ თქვენი ბაბუის შესახებ?

– მე ბაბუის მხოლოდ ორი ფოტო მქონდა. როგორც გითხარით, ჩვენს სახლში ხანძარი გაჩნდა და საოჯახო ალბომი სასწაულით გადავარჩინე ცეცხლს. მართლაც სასწაულია, რომ ასე გამომადგა ბაბუის ფოტო. დედაჩემმა, სვეტლანამ, არაერთხელ სცადა ბაბუას მოძებნა, რადგან ბებიას (ბაბუაჩემის ღვიძლ დას) ყოველთვის ჰქონდა ძმის პოვნის იმედი. ბოლოს დედამ ახალციხიდან მიიღო პასუხი, რომ ბაბუა ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ჩვენი ქართველი ნათესაობა სწორედ იმავე ინფორმაციას ფლობდა ბაბუას შესახებ. მათ იცნეს ის ფოტოთი და ძალიან გაუხარდათ. აღმოჩნდა, რომ ბაბუა ხშირად უყვებოდა თავის მეუღლეს ელენა ქინძმარაშვილს (ასე რქმევია მის მეუღლეს, ის ამჟამად ცოცხალი არაა) თავისი დის შესახებ. მასაც ადარდებდა ტერიტორიული სიშორე. მოკლედ, ჩვენ ახალციხეში ბევრი ნათესავი გვყოლია. სამწუხაროდ, მათთან ურთიერთობა მხოლოდ თქვენი საშუალებით მოვახერხეთ (რადგან ჩვენ ქართული არ ვიცით, მათ კი – ჩვენი ენა), მაგრამ, საბედნიეროდ, რუსული, მათ რაღაც დონეზე იციან და, ასე თუ ისე, ვურთიერთობთ. მომავალ წელს, ზაფხულში გვინდა საქართველოში ჩამოსვლა და მათი მონახულება. ვფიქრობ, ეს უფრო დიდი სიხარული იქნება როგორც მათთვის, ასე ჩვენთვისაც.

– ანუ, ახალციხეში თქვენ გყავთ ნათესაობა ბაბუის მხრიდან. კერძოდ, ვინ არიან ისინი თქვენთვის?

– დიახ, აღმოჩნდა, რომ ბაბუას და ელენეს ჰყავდათ სამი შვილი, ხოლო მათ კი – რვა შვილი (ანუ, ბაბუას ჰყავდა რვა შვილიშვილი). ყველაზე უფროსი შვილი 76 წლისაა, მას თორნიკე ჰქვია. თურმე ის ძალიან ჰგავს ჩემს ბაბუას (მამამისს) – იაკობს. დედაჩემს ისე უხარია ეს ამბავი, რომ, ერთი სული აქვს, მალე ჩამოვიდეს საქართველოში (იცინის). გამოდის, რომ დედაჩემს ჰყავს ბიძაშვილები და ბიძაშვილების შვილები, რომლებსაც ის ვერასოდეს გაიცნობდა, რომ არ გვეპოვა ისინი.

– აპირებთ თუ არა ქართული ენის სწავლას და როდისთვის გეგმავთ საქართველოში ჩამოსვლას?

– თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე შევიძინე ქართული ენის სასაუბრო ლექსიკონი და ნელ-ნელა ვსწავლობ ზოგიერთ სიტყვას. ჩამოსვლას მე და ჩემი ოჯახი მომავალ ზაფხულს ვგეგმავთ. თუ ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად ჩამოვალთ და მოვინახულებთ ჩენს ახალციხელ ნათესავებს, პირადად გავიცნობთ ყველას. იმდენი ყოფილან, რომ ყველას სახელებიც კი არ მახსოვს ზეპირად.

 

скачать dle 11.3