კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საყვარელთან „დაუსრულებელი“ სქესობრივი აქტის გამო, 36 წლის მამაკაცს სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა განუსაზღვრა

 

სამწლიანი სქესობრივი ურთიერთობების შემდეგ საყვარელმა საყვარელი პოლიციას დააჭერინა. ამის მიზეზი კი გაუპატიურება გახდა. საბედნიეროდ, 41 წლის ლამარა ც-ს მიერ „ჩაშვებული” 36 წლის ვანო ს. ათთვიანი პატიმრობის შემდეგ 2-წლიანი პირობითი სასჯელით გათავისუფლდა, მაგრამ, ყველაფერი ამით არ ამოწურულა – პირობითს 3 000 ლარი ჯარიმაც დაუმატეს, რის გამოც ვანო ს-მ ძლივს დააღწია ციხეს თავი...

რა ელით გაუპატიურებისთვის ბრალდებულებს საპატიმროში, ეს ყველასათვის საყოველთაოდაა ცნობილი. უცნობი ისაა, როგორ ისჯებიან საყვარლის გაუპატიურებისთვის. ცხადია, ესეც ყველას აინტერესებს, მაგრამ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია, რადგან მსგავსი დანაშაულისთვის, ფაქტობრივად, არავინ დასჯილა და, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, სავარაუდოდ, უპრეცედენტოა.

სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლს, ანუ, გაუპატიურებას, კანონი შემდეგნაირად განმარტავს: „გაუპატიურება – ანუ სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით”.

ამ შემთხვევაში, გამოძიებამ უმწეო მდგომარეობაში მყოფად ლამარა ც. აღიარა და მისი საყვარელი ვანო ს. სამართალში მისცა. იმის გათვალისწინებით, რომ ვანოს ამ მუხლის პირველი ნაწილი ჰქონდა წაყენებული, ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ელოდა, მაგრამ, ცოტა ზედმეტად გაიმეტეს – 5 წლით პატიმრობა განუსაზღვრეს...

ვანო ს-ს საბედნიეროდ, ათთვიანი სასჯელის შემდეგ პროკურატურა საპროცესო გარიგებაზე წავიდა – „მოძალადე” საყვარლის 2 წლით პირობით გათავისუფლებაზე უარი არ თქვა. თუმცა, აშკარაა, პროკურატურა დათმობაზე კი არ წავიდა, რეალურად, საკუთარი „ნაღვაწისა“ შერცხვა, რასაც საქმეში არსებული ერთი უტყუარი გარემოება ადასტურებს: კაცი დაიჭირეს და გაუპატიურების მუხლი წაუყენეს, მის საქმეში კი კურიოზული დოკუმენტი დევს. კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ, საყვარლები ერთად კი იწვნენ, მაგრამ, მათ შორის „დაუსრულებელი“ სქესობრივი აქტი მოხდა... არადა, „სანახევრო“ სექსისთვის ვანო ს-მ ციხეში უკვე 10 თვე გაატარა და, უკან რომ არ შეაბრუნონ, 2 წელი ჭკვიანად უნდა იყოს...

ეს კიდევ არაფერი, ბიუჯეტს 3 000 ლარიც გადაუხადა.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საყვარლებმა, ლამარა ც-მ და ვანო ს-მ, ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს. უფრო ზუსტად, სამი თვის განმავლობაში ისე „აბოლებდნენ” ერთმანეთს, თვალით არ ჰყავდათ ნანახი... კაცი იტყუებოდა, რომ წარმატებული ბიზნესმენი იყო, მაგრამ, ტყუილში ტოლს არც ლამარა უდებდა – ეუბნებოდა ჟურნალისტი ვარო, მაგრამ კაცმა ვერაფრით დააცდენინა, რომელ მედიასაშუალებაში მუშაობდა. ასეა თუ ისე, მას შემდეგ, რაც წყვილებმა ერთმანეთი ნახეს, პროფესიებზე აღარც უფიქრიათ – „ჟეშტიანჩიკი” ვანო და თურქეთში მოვაჭრე ლამარა საყვარლები იმავე დღეს გახდნენ...  

წელიწად-ნახევრის შემდეგ მათი ინტიმური კავშირი „ნამატით” დასრულდა – ლამარამ საყვარლისგან შვილი, პატარა ვანო გააჩინა. ამის გამო თითქოს დაქორწინებასაც აპირებდნენ, მაგრამ, ეჭვიანობის გამო დასცილდნენ...

როგორც აღმოჩნდა, ვანო ს. მობილურ ტელეფონში ჩატვირთულ ინტერნეტს ვერ მოსწყდა და რამდენიმე ქალი კიდევ „შეაბა”. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მათგან ერთ-ერთი საყვარლად გაიხადა, რაც მისი და ლამარას განშორების მიზეზი გახდა.

თავდაპირველად ლამარა ც. ყველაფერს აკეთებდა კაცის დასაბრუნებლად: ხან ჩივილით ემუქრებოდა, ხან დაჭერით, მაგრამ, ვანოს გადაწყვეტილება მყარი იყო – სხვასთან წავიდა და მორჩა! თუმცა, უტყუარადაა დადგენილი, რომ შვილს ყურადღებას არ აკლებდა (ეს ფაქტი ყველა მოწმემ დაადასტურა).

ეჭვიანობით გაღიზიანებულმა ლამარამ ჯერ სასამართლოში იჩივლა და ვანოს ქონებიდან ბავშვისთვის წილი მოითხოვა, რის მიცემასაც ვანო ისედაც აპირებდა. საკითხი უკვე იყო სამოქალაქო სასამართლოს მსჯელობის საგანი, მაგრამ პროცესი ვერ დასრულდა – ვანო ს. გაუპატიურებისთვის დააპატიმრეს...

უცნაურია ის გარემოებაც, რომ ეგრეთ წოდებული გაუპატიურება სადმე ბუჩქებში და ტყეში კი არა, ვანოს სახლში მოხდა, სადაც ლამარა თავისი ფეხით ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მივიდა. თუმცა, საყვარლის სახლიდან პირდაპირ პოლიციაში „შეიარა” და, სულ რაღაც, სამ საათში ვანოს პოლიციაში ამოაყოფინა თავი.

პოლიციაში მისულმა გაღიზიანებულმა ქალმა სამართალდამცველებს „გაანდო”, რომ გააუპატიურეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. დასამტკიცებლად მათ შემოხეული ტანსაცმელი და დალურჯებული მკლავი აჩვენა. ცხადია, პოლიციამ დაზარალებულს დამნაშავის ვინაობა ჰკითხა. ის ფაქტი რომ დამზარალებელი მისი ყოფილი საყვარელი აღმოჩნდა, სამართალდამცველებმა არაფრად ჩააგდეს და ვანო ს. ლოგინში დააკავეს. არადა, როგორც შემდეგ დაკავებულმა განაცხადა, ლამარას წასვლის შემდეგ თავს კარგად ვერ გრძნობდა...

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები საქმეში  ჩაერთნენ, გამოძიება დაიწყო და საბოლოოდ დაადგინა: „2 აპრილს, ვანო ს-მ, საქმის გარჩევის მიზნით, საკუთარ სახლში ყოფილი საყვარელი, ლამარა ც. დაიბარა. დათქმულ დროს საყვარლის ბინასთან მისულმა ქალმა შენიშნა, რომ მისი ყოფილი საყვარელი ნასვამი იყო და უმისამართოდ იგინებოდა. ამის გამო მან უკან გამობრუნება დააპირა, მაგრამ, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ვანო ს-მ ქალი ბინაში შეიყვანა, სადაც, ასევე ფიზიკური ძალადობით ტანსაცმელი გახადა და, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება სცადა, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოახერხა”. ექსპერტიზის დასკვნით, ქალს დაზიანებები მხრის არეში ნამდვილად აღენიშნებოდა, რაც სხეულის მსუბუქ დაზიანებას მიეკუთვნებოდა.

„გაუპატიურება”  თუ შანტაჟი

იმის მიუხედავად, რომ საყვარლები ეჭვიანობის გამო დასცილდნენ, ლამარა ც-მ განაცხადა, რომ მათი გაბუტვის მიზეზი ვანოს მხრიდან ფიზიკური ძალადობა გახდა – თითქოს მას ვანო უმიზეზოდ სცემდა. რაც შეეხება განსასჯელს, არ დაუმალავს, რომ სხვა ქალთან წავიდა. მისი თქმით, ლამარაზე „ჯვარი არ ჰქონდა დაწერილი” და, ვისთან წავიდოდა, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იყო. მოკლედ, კაცი აღიარებდა, რომ ციხეში ქალების გამო აღმოჩნდა.

განსასჯელის ჩვენებით, მიუხედავად მათ შორის ურთიერთობის გაფუჭებისა, ბავშვის გამო ლამარასთან დაცილებას არ აპირებდა, მაგრამ,  მას შემდეგ, რაც ეჭვიანმა და ბუნებით ანჩხლმა ქალმა „მეგობარი ქალის” მესიჯები უპოვა, სკამს წამოავლო ხელი და კინაღამ თავი გაუტეხა. შემდეგ კი დაემუქრა, რომ თუ იმ ქალს არ შეეშვებოდა, თავს ციხეში ამოაყოფინებდა. პატიმრის თქმით, ლამარასთან დაშორება მას მაინც არ უნდოდა, მაგრამ, მასთან ცხოვრება იმდენად აუტანელი გახდა, იძულებული გახდა, მისი სახლიდან საბოლოოდ გადაბარგებულიყო...

ლამარა ც-ს ჩვენებიდან: „2 აპრილს ვანო შემხვდა. მასთან სახლში მისვლა და ინტიმური კავშირის დამყარება შემომთავაზა. ვიცოდი, რომ სხვა ჰყავდა და უარი ვუთხარი, თუმცა გადავწყვიტე, მასთან ურთიერთობა საბოლოოდ გამერკვია და დავპირდი, რომ  შუადღისას მივიდოდი. სახლთანვე შევამჩნიე, რომ მთვრალი იყო, რადგან იგინებოდა. დავინტერესდი, ვის აგინებდა და მხოლოდ კატა დავინახე. მითხრა, სადარბაზოში თაგვები არიან და არ იჭერსო.

მისი სიმთვრალის გამო უკან წამოსვლა დავაპირე, მაგრამ, არ გამომიშვა, სახლში ძალით ამიყვანა და საძინებელში შემათრია. ვყვიროდი, მაგრამ არავინ ჩანდა. კავშირს მთხოვდა. მან საწოლზე დამაგდო. წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ, ტანსაცმელს მახევდა, რომ ქუჩაში ვერ გავსულიყავი. ბოლოს ტანსაცმელი გამხადა და სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა. ვეხვეწებოდი, თავი დაენებებინა, მაგრამ მაინც არ მეშვებოდა. ამდენი ბრძოლის შემდეგ, ძალა გამომეცალა, ლაპარაკის თავი აღარ მქონდა. ბოლოს, ისიც დაიღალა, თან, ამ მომენტში სახლში მისი მეგობარი ქალი მოვიდა. ვანოს შეეშინდა და სასწრაფოდ ჩაცმა დაიწყო. ინტიმური კავშირი მან მხოლოდ ამ მიზეზით ვერ დაამყარა. ამის შემდეგ მეც გამოვიქეცი. დალურჯებული ვიყავი. ტანსაცმელი გარეთ ჩავიცვი და პოლიციას მივმართე”.

რაც შეეხება ვანოს ს-ს, მან თავი დამნაშავედ არ ცნო და მომხდარი სხვაგვარად მოყვა. იგი ირწმუნებოდა, რომ მათ შორის არანაირი ძალადობა არ ყოფილა. მეტიც, აცხადებდა, რომ ლამარას სახლიდან წასვლის შემდეგ მისი ნახვა საერთოდ აღარ უნდოდა, მაგრამ, ქალი მოსვენებას არ აძლევდა: ტელეფონზე, რომ არ პასუხობდა, სამსახურში ანუ „პროფილაქტიკაში” აკითხავდა, მაგრამ, კაცი იქაც ემალებოდა, რის გამოც კლიენტებთან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა. მისი თქმით, მანქანებს იმიტომ ვეღარ აკეთებდა, რომ ლამარას გამო დამალვა უწევდა; თუმცა, ბავშვს არაფერს აკლებდა. მას არაერთი მოწმე ჰყავს, რომ ლამარას ბავშვისთვის საკმარისზე მეტ ფულს აძლევდა.

განსასჯელის ჩვენებიდან: „იმ დღეს, შეხვედრა რომ მთხოვა, ჯერ უარი ვუთხარი, მაგრამ, დამალვა მეც მომბეზრდა, მინდოდა, ერთხელ და სამუდამოდ მომეცილებინა თავიდან და ბოლოს, სახლში მოსვლაზე დავთანხმდი. იმ დილით „პახმელიაზე” ვიყავი და ერთი ბოთლი ლუდი მქონდა დალეული. ლამარა რომ მოვიდა ლოჯიაში ვიჯექი. ზარის ხმაზე დავუყვირე, რომ კარი ღია იყო და შემოსულიყო. შემოსვლისთანავე გახდა დაიწყო. ვუთხარი, ასე არ მოქცეულიყო, მაგრამ ტიროდა – მიყვარხარ, უშენოდ არ შემიძლიაო. გულწრფელად შემეცოდა და ვამშვიდებდი, მან კი მოფერება დამიწყო. ვთხოვდი, სათქმელი ეთქვა, რადგან სამსახურში მეჩქარებოდა. ამის ნაცვლად, კისერზე შემომეხვია. მეც შემეცოდა და თავზე ხელი გადავუსვი. ბოლოს საძინებელში აღმოვჩნდით, მაგრამ, გაღიზიანებული ვიყავი და მასთან ინტიმური კავშირის დამყარება ვერ შევძელი... ამის გამო ძალიან გაბრაზდა. მოულოდნელად ჩემი მეგობარი ქალი მოვიდა – სამსახურში ბიჭებს უთქვამთ, რომ სახლში ვიყავი...

მისი მოსვლის გამო ლამარა დავმალე და მოგვიანებით ძლივს გავაპარე. აღარც ჩემი მეგობრის თავი მქონდა და მასაც წასვლა ვურჩიე. სამსახურში აღარ წავედი და დავწექი. არ მახსოვს, რა სიზმარს ვხედავდი, რომ მოულოდნელად გამაღვიძეს და დამაკავეს...” – აცხადებდა განსასჯელი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ლამარა ც-მ ორი ძირითადი მიზეზის გამო დაასმინა: გარდა იმისა, რომ მისი სახლიდან წამოვიდა, ინტიმურ კავშირზეც უთხრა უარი. კულმინაცია კი მისი მეგობარი ქალის მისვლა იყო...

რა მოხდა რეალურად? ეს განსასჯელმა და დაზარალებულმა უკეთ იციან, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ სასამართლომ საბოლოოდ გაიზიარა როგორც დაზარალებულის, ისე დამზარალებლის ვერსიები და ვანო ს. პირობით გაათავისუფლა...

 

 

скачать dle 11.3