კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საინტერესო ფაქტები

 

ალბათ, არ იცით, რომ:

* სხეულის ყველაზე მაღალი ტემპერატურა – 46,5 გრადუსი – ჰქონდა ვინმე უიდ ჯონსს. ამერიკაში, ატლანტაში, 1980 წლის 10 ივლისს, 52 წლის პაციენტი საავადმყოფოში სითბური დარტყმის გამო მოათავსეს.

* 1994 წლის 23 თებერვალს სხეულის ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. კანადაში, 2 წლის კარლა კოზოლიფსკის სახლის კარი ჩაეკეტა და 6 საათი გოგონამ 22 გრადუს ყინვაში გაატარა. მისი სხეულის ტემპერატურა 14,2 გრადუსამდე დაეცა.

* ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია, რომელიც 96 საათს გაგრძელდა, გაკეთდა 1951 წელს. ზუსტად ოთხ დღემდე დასჭირდათ ექიმებს, ჰერტრუდა ლევანდოვსკის საკვერცხეებზე „კისტის“ მოსაძებნად და მერე ამოსაკვეთად. საქმე ისაა, რომ პაციენტი 280 კილოს იწონიდა და ქონში ჩამალული საკვერცხეების მოძებნა მუცლის ღრუში „ჩაკარგულ“ ექიმებს გაუძნელდათ. ოპერაციის შემდეგ პაციენტის წონა 140 კილოგრამამდე „დაეცა“.

* 1922 წელს ინგლისის ერთ-ერთ ჰოსპიტალში 42 წლის ქალის კუჭში ექიმებმა 2 533 უცხო სხეული აღმოაჩინეს. მათ შორის – 947 ინგლისური ქინძისთავი (ანუ „ბულავკა“). გაირკვა, რომ მას წვრილმანი ნივთების ყლაპვის მანია ჰქონდა.

* დადგენილია, რომ გაციებითა და გრიპის ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი ირლანდიაში იღუპება. აქ მარტო შარშან 100 000  კაციდან 204 გარდაიცვალა.

* ყველაზე გადამდებ და საშიშ დაავადებად დღემდე ითვლება და ლიდერობს ჭლექი, რომელსაც მეორენაირად „შავ სიკვდილსაც“ უწოდებენ.

 

скачать dle 11.3